პედიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

პედიატრია

ბავშვებში ორგანოს გახეთქვის მიზეზად შეიძლება იქცეს ამ ორგანოს როგორც დაავადება, ასევე ტრავმული დაზიანება, რაც, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია ამ ასაკში. გვესაუბრება პედიატრი ნინო ყურაშვილი. - ბავშვები ხშირად შავდებიან. ზოგჯერ ტრავმა ძალზე სერიოზულია. რას უნდა ვუფრთხილდეთ ყველაზე მეტად და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა ამ დროს?- ჩვენი ეპოქა ჰიპერაქტიური ბავშვების ეპოქაა და, აქედან გამომდინარე, ტრავმებიც ხშირია. თუ ბავშვი დაეცა ლითონის საგანზე ან საგნის გამოშვერილ კუთხეს დაეჯახა მარცხენა გვერდით, შესაძლოა, ელენთა დაუზიანდეს. მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ და თვალყური ადევნონ ბავშვს ტრავმის შემდეგ სამი დღის განმავლობაში.
იშვიათია ბავშვი, კუჭის მოქმედება იდეალურად რომ ჰქონდეს მოწესრიგებული. ზოგს შეკრულობისკენ აქვს მიდრეკილება, ზოგს - აშლილობისკენ, და თუ ეს ნაწლავური ინფექციით ან რომელიმე სხვა დაავადებით არ არის გამოწვეული, მიზეზი საკვებსა და კვების არასწორ რეჟიმში უნდა ვეძებოთ. გვესაუბრება პედიატრი მარინა აფციაური. - შესაძლებელია თუ არა, ბავშვის კუჭ-ნაწლავის მოტორიკა საკვების მეშვეობით ვარეგულიროთ?- ნაწლავების მოტორიკა - მოძრაობა, მოქმედება, რომელზეც დამოკიდებულია განავლის რაგვარობა, თავის მხრივ, კვების ხასიათზეა დამოკიდებული. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ნაწლავთა მოძრაობას ააქტიურებს და მათ დაცლას აჩქარებს, ისევე როგორც პროდუქტები, რომლებსაც საპირისპირო მოქმედება აქვს.
სადღეისოდ სოკოს ასი ათასამდე სახეობაა ცნობილი. ისინი ფართოდ არიან გავრცელებულნი ჩვენ გარშემო და შუალედური ადგილი უკავიათ მცენარეებსა და ბაქტერიებს შორის. ადამიანისთვის პათოგენურად სოკოს მხოლოდ ზოგიერთი სახეობა მიიჩნევა. ესენი არიან მიკროსკოპული, თუმცა ბაქტერიებზე დიდი ზომის ორგანიზმები, რომლებიც ბაქტერიებზე უკეთ არიან დაცულნი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებისგან და კარგად არიან შეგუებულნი გარემოს. როდის ხდება სოკო საშიში ორგანიზმისთვის და რა ზიანი შეუძლია მოუტანოს მან ბავშვის ორგანიზმს, ამის თაობაზე პედიატრი მანანა ანდღულაძე გვესაუბრება.
ხშირად მოავადედ მიიჩნევენ ბავშვს, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ხვდება სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექცია. რისი ბრალია ეს და როგორ ავიცილოთ თავიდან ავადმყოფობა? ამის თაობაზე პედიატრი მარინა აფციაური გვესაუბრება. - რა უცნაურიც არ უნდა მოეჩვენოთ მშობლებს, ექიმებს ნორმად მიაჩნიათ, თუ ბავშვი დროდადრო ცივდება, ცხვირიდან ჩამოსდის, ახველებს, აქვს დაბალი (სუბფებრილური) სიცხე. ოღონდ ამას სისტემატური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს აღრიცხვაზე აიყვანენ როგორც ხშირად მოავადეს და ამის შესახებ აუცილებლად მიუთითებენ მის ისტორიაში, რომელიც, წესისამებრ, პოლიკლინიკაში ინახება.
ნაჩვენებია მე-8 გვერ 15 - დან
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად