პედიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

პედიატრია

ხველის თვითმკურნალობა ან საჟურნალე სტატიით მისი საწინააღმდეგო უებარი საშუალების დასახელება შეუძლებელია. ხველას მრავალი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რომელთა განსაზღვრა ძალზე მნიშვნელოვანია, სხგვაგვარად მას ვერ ვუმკურნალებთ. მართალია, ამ საკითხზე არაერთი სტატია და ინტერვიუ გამოქვეყნდა „ოჯახის მკურნალში“, მაგრამ ვითვალისწინებთ ჟურნალის მკითხველისა და საიტის მომხმარებლის ინტერესს ხველასთან დაკავშირებით, მით უფრო - ახლა, როცა გრიპისა და გაციების სეზონია, ვირუსი კი ხშირად ხველითა და მისი გართულებებით მიმდინარეობს და ვესაუბრებით “აქსა მედიქალის” ოჯახის ექიმს, ანუკა კვახაძე-ლაკვეხელიანს.
1. პერინატალური პათოლოგიაპერინატალურ პათოლოგიაში (ბერძნ. პენ - ახლო; ლათ. ნატუს - დაბადება) გაერთიანებულია ნაყოფისა და ახალშობილის პათოლოგიური მდგომარეობები და დაავადებები, რომელებიც პერინატალურ პერიოდში ვითარდება. პერინატალური პერიოდი იწყება ორსულობის 28-ე კვირიდან (როდესაც ნაყოფის მასა 1000 გ-ზე, ხოლო სიგრძე 35 სმ-ზე მეტია), მოიცავს მშობიარობის პერიოდს და სრულდება დაბადებიდან 168 საათის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით (რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს), პერინატალური პერიოდი იწყება ორსულობის 22-ე კვირიდან (როცა ნაყოფის მასა 500 გ-ს აღწევს ან აჭარბებს). პერინატალური პათოლოგია, მისი აღმოცენების დროის მიხედვით, იყოფა ანტენატალურ (მშობიარობამდელი), ინტრანატალურ (მშობიარობის დროს აღმოცენებული) და ადრეულ ნეონატალურ პათოლოგიებად.
კავასაკის დაავადება ანუ ლიმფურ-კვანძოვანი მუკოკუტანეური სინდრომი არის ცხელებითა და სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე ადრეული ასაკის ბავშვთა მულტისისტემური დაავადება. მორფოლოგიურად დამახასიათებელია საშუალო და წვრილი არტერიების დაზიანება და დესტრუქციულ-პროლიფერაციული ვასკულიტის განვითარება. კლინიკურად კი ხასიათდება მწვავე ცხელებით, ცვლილებებით კანსა და ლორწოვანზე, კისრის ლიმფური კვანძების გადიდებით, უპირატესად კორონარული სისხლძარღვების დაზიანებით. კავასაკის დაავადების შესახებ გვესაუბრება ინფექციონისტი მაკა მაისურაძე.
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია სახსრის ანატომიური აგებულების თანდაყოლილი დეფექტია. ის განაპირობებს ფუნქციურ დარღვევათა წყებას, რომელიც წლების შემდეგ მეორეული მადეფორმირებელი კოქსართროზით მთავრდება. გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ექიმი რადიოლოგი თამარ გურგენიძე.- რა იწვევს მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიას?- ამ დეფექტის ფორმირება მუცლად ყოფნის პერიოდში ხდება. მას არაერთი ენდოგენური და ეგზოგენური მიზეზი აქვს: მემკვიდრეობა, ასაკოვანი მშობლები, დედის ენდოკრინული დარღვევები, ინფექციური დაავადებები, ავიტამინოზი, ტოქსიკოზი, ორსულობის პათოლოგიები, მომატებული რადიაციული ფონი და სხვა.
ნაჩვენებია მე-3 გვერ 15 - დან
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად