ყმაწვილობის ხანის თავისებურებები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
ყმაწვილობის ხანის თავისებურებები
ყმაწვილობის ხანის თავისებურებები
ბიჭების ცხოვრებაში არის პერიოდი, როდესაც სექსუალურობა ყველა ასპექტით ფარული ანუ ლატენტურია – ფიქრებითა და ემოციებით დაწყებული, ქცევით დასრულებული. ეს ხანა, საშუალოდ, 6-7 წლიდან 12-13 წლამდე პერიოდს მოიცავს, რომლის დროსაც ინფანტილური სექსუალურობა გადის, ეროტიკული საწყისი კი ჯერ არ გაღვიძებულა, ყმაწვილის ყურადღება მიმართულია ინტერესებისა და უნარების განვითარებისა და თავისივე სქესის თანატოლებთან კონტაქტისაკენ.

ამ წლებში ბიჭუნა აქტიურად ერთვება სოციუმის ცხოვრებაში და იწყება მშობლების დეიდეალიზაცია, მათგან ემოციური და პრაქტიკული დაშორება. ეს სრულიად კანონზომიერი და აუცილებელი პროცესი მიმდინარეობს უკონფლიქტოდ, მკვეთრი სცენებისა და საწყენი სიტყვების გარეშე. ამ
მომენტისათვის მშობლების ფასეულობები, წარმოდგენები, ქცევის სტერეოტიპები ყმაწვილის პიროვნების ნაწილია და ის მათ საკუთარივით აღიქვამს.

ჩვეულებრივ, ამ წლებში ყმაწვილები კარგად სწავლობენ და რაიმეთი აქტიურად ინტერესდებიან. ეს არის წრეებში, სექციებში, სპორტულ კლუბებში მეცადინეობის ხანა. მკვეთრად ფართოვდება ურთიერთობის სფერო, ბიჭუნას უჩნდება მეგობრები, რომელთაც ერთმანეთთან აქტიური მიმოსვლა აქვთ.

11-12
წლისთვის ფორმირდება დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის მოთხოვნილება. თუ ლატენტური და მოზარდობის ეტაპები "სწორად" წარიმართება, ახალგაზრდა მამაკაცს ისევ უბრუნდება მშობლებისადმი პატივისცემა, სწავლის მოტივაცია და ხასიათის სხვა ბევრი დადებითი თვისება.

ლატენტური პერიოდის პიკად სპეციალისტები "სქესობრივი ჰომოგენიზაციის" სიტუაციას მიიჩნევენ: ბიჭები მხოლოდ თავისივე სქესის მეგობრებთან ურთიერთობენ. გოგონებთან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში აქვთ კონტაქტი. მათზე პრაქტიკულად არ საუბრობენ, არც თანატოლებთან და არც მშობლებთან, უბრალოდ, არ ახსენებენ. ბიჭი ოჯახშიც უფრო მამას მიმართავს, მეტი ყურადღებით ეკიდება მის შენიშვნებს, თუმცა ადრე ამ როლში დედა იყო.

ასეთ მძლავრ სექსობრივ "ჰომოგენიზაციას" ფსიქოლოგები იმით ხსნიან, რომ არსებობს პერიოდი, როდესაც ვაჟების სხეულის მასა იზრდება, სასქესო ჰორმონის რაოდენობა კი არ მატულობს. ამდენად, ბავშვის წონის ერთეულზე მოდის სასქესო ჰორმონის მინიმალური რაოდენობა.

პრეპუბერტატის პერიოდში ბიჭის შინაგანი სამყარო, განცდები, ინტერესები, ქცევა და ბიოფიზიოლოგიური პროცესები არსებითად განსხვავდება ლატენტური და პუბერტული პერიოდისაგან.

პრეპუბერტატისას ბიჭუნას ბოლო პერიოდში წარმოშობილი ინტერესები ძალიან მყარია და უმეტეს შემთხვევაში, მთელი ცხოვრება ნარჩუნდება, რამაც შეიძლება პროფესიის არჩევაც განაპირობოს.

ერთი შეხედვით, შეიძლება უცნაური იყოს, რომ ინტერესები ასე ადრე, 11-13 წლის ასაკში ფორმირდება და არა 17-18 წლებში. პრეპუბერტული ბიჭუნას ინტერესები, მიდრეკილებები, გატაცებები კანონზომიერი პიროვნული თვისებებითაა ჩამოყალიბებული. უფრო მოგვიანო, თინეიჯერული ინტერესები ხშირად მოზარდთა წრის, მისი ფასეულობებისა და მოთხოვნების შესაბამისია. მშობლები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ 11-13 წლის ასაკის ყმაწვილების ინტერესთა მიმართ. ხშირად და დაწვრილებით განიხილონ მათთან, რომელი პროფესია აინტერესებთ რეალურად და რა შეიძლება ჩაითვალოს გატაცებად.

ამ ასაკის ბიჭებს ხშირად წაბაძვა ახასიათებთ, შეიძლება ჩანაწერების ან ჩანახატების კეთება დაიწყონ ან კოლექციონერობას მიჰყონ ხელი. რამდენიმე წლის შემდეგ უმეტესად ივიწყებენ ამ გატაცებებს. მშობლებმა ყველაფერი უდანაკარგოდ უნდა შეინახონ, მოგვიანებით მათი ვაჟი შესაძლოა მიუბრუნდეს კიდეც რომელიმე საქმიანობას.

პუბერტატის უდიდესი მკვლევარი, ამერიკელი ექიმი-ფსიქოთერაპევტი დებორა ტანენი აღნიშნავს, რომ "10-12 წლის ბიჭუნას გატაცებები და ინტერესები მისი სულის სიღრმიდან მოდის, ის შთაგონებულია პირადი ინტერესებითა და ნიჭით. ყველა სხვა მოგვიანო ინტერესი თავს მოხვეულია მიკროსოციუმით, რასაც ახლობლებისთვის თავის მოწონება განაპირობებს".

პრეპუბერტატის დადგომის მეორე ნიშანია ფიზიკური აქტივობის მნიშვნელოვანი მომატება. მათი მოძრაობის საშუალო სიჩქარე ორჯერ იზრდება.

მესამე მნიშვნელოვანი ნიშანი გაძლიერებული ცნობისმოყვარეობაა, უფროსების საუბრისადმი მომატებული ყურადღება და ინტერესი. მართალია, შეიძლება ყველაფერი ვერ გაიგონ, მაგრამ ყურადღებით აკვირდებიან ურთიერთობებს, სვამენ ბევრ შეკითხვას, ხანდახან უხერხულსა და უადგილოსაც კი. საკუთარ აზრს ძალიან იშვიათად გამოთქვამენ. როგორც წესი, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დედის ან დის მეგობრებს, ანუ ქალების ერთმანეთთან ურთიერთობას, უჩნდებათ საწინააღმდეგო სქესისადმი ინტერესი.

ერთი-ორი წლის შემდეგ, ნამდვილი პუბერტატის დადგომისას და ტესტოსტერონის მომატებისას, მათ უკვე აღარ აინტერესებთ უფროსების საუბარი, მათთვის საინტერესო თანატოლების საუბარია, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს საათობით, ფსიქოლოგების კვალიფიკაციით – "საუბრები არაფერზე".

ბიჭის ქცევის ამ სამი ახალი გამოვლინების მიზეზი მნიშვნელოვანი ბიოქიმიური ცვლილებებია. აქამდე მის ზრდა-განვითარებას განსაზღვრავდა მამაკაცის სასქესო ჰორმონები, რომელთა შორის მთავარია ანდროსტენილონი – სუსტი ჰორმონი. ჰიპოფიზი თანდათანობით იწყებს მცირე დოზებით გონადომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციას, ბიჭუნას სათესლეებში იზრდება ლეიდინგის უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ "ნამდვილ" სასქესო ჰორმონს – ტესტოსტერონს.

იზრდება სათესლეების მოცულობაც, თმიანობა, რაც, სპეციალისტების აზრით, პუბერტატის ნამდვილი დასაწყისია. სათესლეებში, თირკმელზედა ჯირკვლებში, ძვალკუნთოვან ქსოვილში, გულ-სისხლძარღვთა სისტემაში იწყება მნიშვნელოვანი, ხშირად მტკივნეული ცვლილებები.

ძვლების ზრდა კუნთებისაზე სწრაფად მიმდინარეობს და ერთი-ორი წლის შემდეგ პუბერტატში ამ წინსწრებას ხშირად ახლავს უსიამოვნო შეგრძნებები, დაძაბულობა და გაღიზიანება. ამან სწავლაშიც შეიძლება შეუშალოს ხელი მოზარდს. ზოგიერთს გახანგრძლივებული დისიფორია – დეპრესია აღენიშნება გაღიზიანებისა და ბრაზის ელფერით.

გულის ზრდა კი უსწრებს სისხლძარღვებისას, რაც ტაქიკარდიითა და არტერიული წნევის მატებით გამოიხატება. ყველა ეს პროცესი ორგანიზმში იწყება ჯერ კიდევ პრეპუბერტატში, მაგრამ სუბიექტურად გამოხატული სიმპტომები მხოლოდ ნამდვილ პუბერტულ პერიოდში ვლინდება.

ამ ერთ-ორ წელიწადში ენდოკრინული სისტემა ესტროგენს (ქალის ჰორმონს) უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე მამაკაცისას – ანდროსტენოლონსა და ტესტოსტერონს. ესტროგენები ტვინზე დადებითად მოქმედებს, რადგან ის დაძაბულობის, შფოთვისა და გაღიზიანების შემამცირებელი ნივთიერებაა. ამიტომ ბიჭუნა უფრო რბილი, გულღია, ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიმღები ხდება.

სწორედ ამ წლებშია აუცილებელი, ბავშვმა ისწავლოს მშობლებთან ურთიერთობა, შეძლოს მათ თავის საკუთარ საქმეებსა თუ პრობლემებზე ესაუბროს, განუვითარდეს მშვიდად საუბრის უნარი.

ამ ასაკის ბიჭის ინტელექტუალური და სოციალური განვითარება საკმარისია შინაარსიანი ურთიერთობისთვის, ინფორმაციის (მათ შორის – სექსუალური ხასიათის) ასათვისებლად. ამავდროულად, პუბერტატისთვის დამახასიათებელია ოპოზიციონერობა და პროტესტი, უმოტივო ნეგატივიზმი, მშობლის აზრის დევალვაცია.

პრეპუბერტატის პერიოდში მშობლებმა მოზარდი უნდა "შეიყვანონ" თანატოლების რომელიმე დადებით ჯგუფში (სპორტული სექცია, მხატვრული სტუდია), თავად კი გაეცნონ შვილის მეგობრებსა და ახლობლებს. ნამდვილ პუბერტულ პერიოდში ესტროგენებით შექმნილი ეს "ფანჯარა" მნიშვნელოვნად ვიწროვდება ან პრაქტიკულად იხურება. ამიტომ გაცილებით გაუჭირდებათ იმ მშობლებს, რომლებმაც არ ისარგებლეს პრეპუბერტატის პერიოდში შვილთან სანდო ურთიერთობების ფორმირებისთვის.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
რეკონვალესცენციის პერიოდში-14აბი
ფასი: 38.6
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.99
ხელს უწყობს ძლიერი ორგანიზმის ჩამოყალიბებას.30პასტილი
ფასი: 29.99
მსგავსი სიახლეები
კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ 20-30 წლის 38 მამაკაცის მონაწილეობით ჩატარებული კვლევის
17-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვები, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ მუცელზე, უკეთესად იძინებენ. ეს დაამტკიცა ექვსი თვის ასაკის 22
ერთ–ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა, რომელიც სავარაუდოდ გორში გარდაცვლილ 8 წლის გოგონას და მის ოჯახს იცნობს სევდიანი
ზაფხული და მზის დამწვრობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული თემებია. მზის სხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძობიარე კი
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
დედების ერთ-ერთ ფეისბუქ-ჯგუფში ასეთი კითხვა გამოქვეყნდა:
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
ეს სტატია 31 იანვარს გამოქვეყნდა ამერიკის ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალში Science Translational Medicine და
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება