მეც ამ სისტემით აღმზარდეს! - არასწორი აღზრდის მაგალითი მშობლებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეც ამ სისტემით აღმზარდეს! - არასწორი აღზრდის მაგალითი მშობლებისთვის

სამწუხაროდ ბევრი მშობელს არასწორად ესმის ბავშვის აღზრდის პრინციპები და დიდ შეცდომებს უშვებს. შედეგად კი ვიღებთ გათავხედებულ ბავშვებს, რომელთაგან დიდ ტკივილს პირველ რიგში ისევ მშობლები განიცდიან, განსაკუთრებით მათი გარდატეხის ასაკში. აი ასეთი შეცდომის ერთი ნათელი მაგალითი - შემთხვევა, რომლის შესახებაც ინტერენ-ქსელში ვრცელდება ინფორმაცია:

"უნივერსიტეტიდან მიკროავტობუსით მოვდიოდი. უკან იჯდა დედა 10 წლის შვილთან ერთად.

ბიჭუნა წიხლებს იქნევდა, ბინძური ფეხსაცმლით თეთრ შარვალს მისვრიდა და ამას ის სპეციალურად აკეთებდა, ვფიქრობ, მოეწონა.

მე შევბრუნდი დედამისისკენ და ზრდილობიანად ვთხოვე ბიჭუნას დაწყნარება. რაზეც მან მიპასუხა, რომ თურმე, ბავშვს ზრდის რაღაც ,,Eyhu..zera"-ს სისტემით, რომლის მიხედვითაც, ბავშვისთვის ყველაფერი ნებადართულია. მოკლედ, ფაქტობრივად, ერთ ადგილზე... გამიშვა.

ვერ მოვასწარი ადეკვატური პასუხის მოფიქრება, რომ უკნიდან ჩემზე ოდნავ უფროსი ბიჭი მოგვიახლოვდა. მან პირიდან გამოიღო საღეჭი რეზინა და პირდაპირ შუბლზე მიაკრა დედას შემდეგი სიტყვებით: "მეც ამ სისტემით აღმზარდეს"- თვალი ჩამიკრა და შემდეგ გაჩერებაზე ჩავიდა''.

გურანდა აბუაშვილი