თუ ხველა გახანგრძლივდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

თუ ხველა გახანგრძლივდა

თუ ხველა გახანგრძლივდა
მყავს გოგონა, ძალიან გაუხანგრძლივდა ხველა. მრავალგვარი საშუალება ვცადე, მშრალი, შეტევითი ხველა კი თითქმის 2 კვირაა გრძელდება.


გთხოვთ, მირჩიოთ, რომელ სპეციალისტს მივმართო, ხშირად დავდივართ ვიზიტზე ოჯახის ექიმთან, მაგრამ სიროფები შედეგს არ იძლევა. ერთგული მკითხველი

თუ ხველა 2-3 კვირის განმავლობაში რჩება მშრალი, არ “დარბილდა” და არ წარმოიქმნა ნახველი (პროდუქტიული ხასიათის ხველა) დაავადების პირველ 3-4 დღეში, ეს საგანგაშო ნიშანია.

როგორც ჩანს, ხველის გამომწვევი არა ვირუსი, არამედ მიკრობებია, რომლებიც კარგად ემალებიან ორგანიზმის დამცველობით ძალებს.

ეს მიკრობებია: მიკოპლაზმა, პნევმოცისტები, ქლ
ამიდიები ან კანდიდას გვარის საფუარისმაგვარი სოკოები. ამ მიკრობული კვარტეტის წარმომადგენლები თავს წამოყოფენ ვირუსული ინფექციის (გრიპის, მრვი) ჩამთავრებისას, როდესაც ბავშვის იმუნური სისტემა დასუსტებულია ვირუსთან ბრძოლით.


მეორე ტალღა

ხშირად მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის (მრვი) გართულების მიზეზი არის მიკოპლაზმა, მას მოსდევს პნევმოცისტა. ზოგიერთ შემთხვევაში გამომწვევები გაერთიანებული ძალით უტევენ ორგანიზმს. ასეთი ე.წ. მიქსტ-ინფექციები რთულად გადააქვთ
ბავშვებს.

თითქოს უკვე გამოჯანმრთელებულ ბავშვს კვლავ ეწყება ტემპერატურული რეაქცია, ძლიერ ოფლიანობს, მივარდნილია, აქვს სისუსტე, უმადობა, გაღიზიანებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძლიერდება ხველა, რომელიც არ აძლევს ძილის საშუალებას. ასეთ დროს მიმართეთ ექიმს.


გამოსავალი “მანკიერი” წრიდან

ოთხივე ინფექციას მსგავსი სიმპტომები ახასიათებს, თუმცა მათი მკურნალობა განსხვავებულია. თუ მკურნალობის ტაქტიკა დროულად არ შეირჩა, ჩამოყალიბდება გახანგრძლივებული მიმდინარეობის ბრონქიტი!

ბავშვი უნდა იყოს გამოკვლეული ოთხივე ინფექციაზე. გახანგრძლივებული ხველისას მხოლოდ ასეთი მიდგომით შეიძლება ანტიმიკრობული პრეპარატის შერჩევა (ერთი ან რამდენიმე, თუ მიქსტ-ინფექციასთან გვაქვს საქმე). სხვაგვარად, ჩამქრალი, შესუსტებული ხველა კვლავ გაძლიერდება ახალი ვირუსის ფონზე.


მშობლების საყურადღებოდ

თუ ბავშვი ვერ გამოდის მდგომარეობიდან, მშრალი ხველა გახანგრძლივდა, საჭიროა მისი გამოკვლევა, რადგან რესპირატორული ინფექციის მიზეზია არა ვირუსები, არამედ სხვა გამომწვევები, ასეთი გვხვდება მრვი-ს დროს შემთხვევათა 6-8%-ში.

გახანგრძლივებულმა ინფექციამ შესაძლოა განაპირობოს ჰემოგლობინის დონის შემცირება, რომლის ნიშნებია:

  • კანის სიფერმკრთალე;
  • სისუსტე, ადვილად დაღლა და ძილიანობა;
  • უმადობა;
  • განვითარებაში ჩამორჩენა;
  • ფრჩხილებზე თეთრი ლაქები.

ერთი ნიშნის არსებობაც საკმარისია ბავშვის გამოსაკვლევად. რკინადეფიციტური მდგომარეობა თანდათანობით ვითარდება. სისხლის ანალიზში დაბალია ჰემოგლობინის დონე და შრატის რკინა.

საექიმო გასინჯვისას შესაძლებელია მოისმინოს ექიმმა გულის ტონების მოყრუება და სისტოლური შუილი. როგორც კი უმკურნალებთ ანემიას, გულის მხრივ ცვლილებები ნორმას უბრუნდება.

ანემია ასუსტებს იმუნიტეტს, ინფექცია კი აღრმავებს ანემიას. ამიტომ ხშირად მოავადე ბავშვებს, სწორი კვების გარდა, ექიმი ხშირად უნიშნავს რკინის პრეპარატებსაც.

რკინის წყაროა ხორცი, მის ასათვისებლად კი ორგანიზმს ესაჭიროება ჩ ვიტამინი, რომლითაც მდიდარია ხილი, კენკროვნები, ბოსტნეული.

1 წლის ასაკის ბავშვის მენიუში უნდა შედიოდეს - ძროხის, ქათმის, ინდაურის, კურდღლის ხორცის პიურე. 1,5 წლიდან მენიუ გაამდიდრეთ ორთქლზე მომზადებული კატლეტით, გუფთით, მცენარეულ ზეთზე მსუბუქად ჩაშუშული ხორცით.

ვირუსული ინფექციების სეზონის დადგომისას ეცადეთ ყოველგვარი ხერხით დაიცვათ ბავშვი მათგან - ხშირად ასეირნეთ სუფთა ჰაერზე, ძილის წინ გაანიავეთ ოთახი, კვებეთ სრულფასოვანი საკვებით.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციისათვის-30აბი
ფასი: 23.9
ხელს უწყობს ძლიერი ორგანიზმის ჩამოყალიბებას.30პასტილი
ფასი: 29.9
მსგავსი სიახლეები
ახალი ტექნოლოგია, რომელიც ამერიკელმა სპეციალისტებმა შექმნეს, რამდენიმე წამში განსაზღვრავს, სუფთა გვაქვს თუ არა ხელები.
09-05-2019
ფილტვის კიბო არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის პირველადი კერაც ფილტვშია.
05-12-2018
მშრალი „მყეფავი“ ან კიდევ ღრმა და „სველი“ ხველა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ბევრი ადამიანის პრობლემაა.
05-12-2018
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
ზაფხული პერიოდია, რომელიც ჩვენს შვილებს კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს.
პედიატრები გვირჩევენ ჩვილები მყარ ზედაპირზე, ყოველგვარი ბალიშის გარეშე დავაძინოთ. ჩვილების
სადღეისოდ საყოველთაოდ აღიარებული ტანსაცმლის ფერები გოგონებისა და ბიჭუნებისათვის შესაბამისად ვარდისფერი და ცისფერია.
როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვს ყელში რამე გადასცდება და ახველებს. პირველი, რაც ამ დროს თავში მოგვდის,
ბავშვისთვის ბევრი სეირნობაა საჭირო. რაც უფრო ადრე გაიყვანთ სუფთა ჰაერზე, მით ჯანმრთელი იქნება ის.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად