დღესასწაული და ემოციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დღესასწაული და ემოციები

მშობლების ნაწილი ცდილობს არ დააძინოს ბავშვები და ოჯახის წევრებთან ერთად განაცდევინოს ახალი წლის დადგომის სიხარული და მხიარულება.

ბავშვები ემოციების განცდასა და გამოხატვას ძალიან ადრე, სიცოცხლის პირველივე დღეებიდან იწყებენ. გარდა ამისა, ყველა დედამ უნდა იცოდეს, რომ მისი განწყობა მყისვე გადაეცემა ბავშვს. მას გაცილებით უკეთ ესმის, მეტს ხედავს და გრძნობს, ვიდრე უფროსებს ჰგონიათ. ამიტომ ნუ წაართმევთ პატარას დღესასწაულს. მის ცნობიერებაში უამრავი რამ რჩება, ყველაზე მკაფიოდ კი გამორჩეული დღეები აღიბეჭდება, ამიტომ უნდა ეცადოთ, გამორჩეული და სამახსოვრო დღესასწაულები მოუწყოთ, ისინიგანუწყვეტლივ გარემოცულნი უნდა იყვნენ დადებითი ემოციებით. ეს ემოციები მათ მთელი სიცოცხლე გაჰყვებათ - ბავშვის ქვეცნობიერი სამყარო ხომ საოცარი ძალით ისრუტავს ყველაფერს.

ყველაფერი ხომ ბავშვობით იწყება...

სასწაულის მოლოდინი, სურვილების ასრულების იმედი და რწმენა სწორედ ბავშვობიდან მოდის, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოვემზადებით, როგორ მოვრთავთ სახლს, რამდენად სადღესასწაულო ატმოსფეროს შევქმნით. ეს აუცილებელია, რომ თქვენი შვილებიც დაეუფლონ მხიარულ და საზეიმო განწყობილების შექმნის ხელოვნებას, რათა სიცოცხლის პირველივე წლებიდან გაუჩნდეთ დღესასწაულების მიმართ მოწიწების გრძნობა. საახალწლო ნაძვის ხე და საგანგებოდ მორთული ოთახი, ტკბილეულისა და სადღესასწაულო კერძების სურნელი - თუ ეს ყველაფერი იქნება, საახალწლო განწყობილებაც თავისთავად მოვა. ხშირად მშობლებს ურჩევნიათ, თვითონ მორთონ ნაძვის ხე და ერთგვარი სიურპრიზი მოუწყონ ბავშვებს. არადა, ნაძვის ხის მორთვა პატარებს საოცარ სიხარულს ანიჭებს. ნუ მოაკლებთ მათ ამ სიამოვნებას. ახალი წელი საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. სასურველია, ბავშვის თანდასწრებით ისაუბროთ იმაზე, რომ ძალიან სასიამოვნოა საყვარელი ადამიანებისთვის საახალწლო საჩუქრის მირთმევა. ამასთანავე, უნდა აუხსნათ ბავშვს, რომ სულაც არ არის აუცილებელი, საჩუქარი ძვირფასი იყოს, მთავარია ყურადღება. იმის თქმაც არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დღესასწაულის მთელი ხიბლი არა მარტო ძღვნის მიღება, მისი გაცემაც არის.

მნიშვნელოვანია, როგორ იქცევიან საახალწლო ზეიმზე უფროსები. კარგი იქნება, მათ პატარებთან ერთად იმხიარულონ, იცეკვონ, იცელქონ, წარმოთქვან საახალწლო სადღეგრძელოები... ასეთი მშობლების შვილები ლაღები და თავისუფლები იზრდებიან, არასოდეს კარგავენ სიცოცხლის ხალისს და რაც მთავარია, ყოველთვის აქვთ სურვილი და უნარი, მოუწყონ დღესასწაული არა მხოლოდ საკუთარ თავს, სხვათაც. საახალწლო განწყობა და სასიამოვნო მოლოდინის განცდა ბავშვებს ჯერ კიდევ ახალი წლის დადგომამდე ეუფლებათ. საბავშვო ბაღებსა და სკოლებში წინასაახალწლო ზეიმები, მეჯლისები ეწყობა, ამისთვის კი ბავშვები დიდი ხნით ადრე ემზადებიან - სწავლობენ ლექსებსა და სიმღერებს, ამზადებენ სპექტაკლებს და სამეჯლისო კოსტიუმებს. სასურველია, ამ სამზადისში მთელი ოჯახი ჩაერთოს. როცა ბავშვი გრძნობს ახლობლების ყურადღებას, მზრუნველობას, თავადაც უყალიბდება ეს თვისებები.

თოვლის ბაბუა

თოვლის ბაბუის გამოჩენას ბავშვები განსაკუთრებული სიხარულით მოელიან. პატარებს ხშირად არც კი აქვთ წარმოდგენილი, რა ელით - უბრალოდ სასიამოვნო მოლოდინს განიცდიან, გულწრფელად სჯერათ მისი არსებობისა და დაიჯერებენ, ვიდრე ამის სურვილი თავად ექნებათ. თოვლის ბაბუა მუდამ დარჩება მათთვის ახალი წლის, სითბოს, სიყვარულის, სიკეთისა და სანუკვარი ოცნებების ახდენის სიმბოლოდ. უფროსებისთვის კი ეს კიდევ ერთი საშუალებაა შვილისადმი სიყვარულის გამოხატვისა და მისთვის სიხარულის მინიჭებისათვის.

ასეც ხდება...

ბავშვის ემოციური სამყარო ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, მისი ემოციები მუდმივად იცვლება და ვითარდება. ზოგჯერ ისინი იმდენად მძაფრია, რომ ბავშვი ვერ უძლებს და ამ განცდათა ტყვეობაში ექცევა. ასეთ დროს ემოციები უბრალოდ სასიამოვნო ან უსიამოვნო განცდად კი აღარ აღიქმება, არამედ აუტანელი ხდება. ეს ძალიან მცირე ასაკის ბავშვებს ემართებათ. ამიტომ არის, რომ პატარები დაბადების დღეზე ან საახალწლო ზეიმზე ზოგჯერ ისე აღიგზნებიან, რომ ტირილსაც კი იწყებენ. ამ დროს ისინი უნდა მოვარიდოთ ძლიერ განცდებს, ხმაურს, მკვეთრ სინათლეს, უნდა ვეცადოთ, მარტო არ დავტოვოთ, საერთოდ, ემოციური გადატვირთვისგან დავიცვათ. ნაძვის ხის ბრწყინვალება, თოვლის ბაბუის მოლოდინი, საჩუქრები, მშობლებთან, ბებია-ბაბუებსა და სხვა ახლობლებთან ურთიერთობის სიხარული, სითბო და სიყვარული, საზეიმო განწყობილება, თანატოლებთან ერთად მხიარულება - ეს შთაბეჭდილებები სამუდამოდ დარჩება თქვენი პატარების მეხსიერებაში, დაეხმარება მათ, კარგ და კეთილ ადამიანებად აღზრდაში.