პირველკლასელი და ადაპტაცია სკოლაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველკლასელი და ადაპტაცია სკოლაში

როგორ მოვიქცეთ?

მოდი, ერთმანეთს შევუთავსოთ მეცადინეობა და თამაში. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი სამეცადინოდ დავსვათ, რატომ არ შეიძლება, ვირბინოთ, ვიხტუნოთ და ვიმხიარულოთ? თამაშის პროცესში პატარა ყველაფერს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე დაიმახსოვრებს. თავიდანვე შევთანხმდეთ: ერთი ასეთი “გაკვეთილი” იმას არ ნიშნავს, რომ ამიერიდან მუდამ ასე იმეცადინებთ. ყველაზე აქტიური (თუნდაც ჰიპერაქტიური) ბავშვიც კი უნდა მივაჩვიოთ მშვიდად ჯდომასა და ყურადღებით მოსმენას. პრობლემა ის არის, რომ ასეთი ბავშვები უდიდეს ძალისხმევას ხარჯავენ, რათა თავს მშვიდად ჯდომა და ყურადღებით მოსმენა აიძულონ, ინფორმაციის აღქმისა და დამახსოვრებისთვის კი ძალა აღარ რჩებათ. თავდაპირველად შეეცადეთ, ბავშვი უბრალოდ დასვათ, - პირველ დღეს არა უმეტეს 3-5 წუთისა, მერე კი ყოველ ორ-სამ დღეში ერთხელ თითო-ოროლა წუთი მიუმატეთ, - ხოლო როცა ბავშვი შეძლებს მშვიდად გაატაროს მერხთან 10 წუთი, თანდათან ჩართეთ პროცესში ახალი ინფორმაცია, მიაწოდეთ ის რაც შეიძლება საინტერესო ფორმით.

იპოვე მსგავსი

ეს თამაში გამოდგება ფერებისა და გეომეტრიული ფორმების შესასწავლად. შესთავაზეთ პატარას, ყურადღებით დააკვირდეს წინასწარ მომზადებულ ნიმუშს, მაგალითად, მართკუთხედს, და იპოვოს თქვენს ბინაში ასეთივე ფორმის ნივთები, ანდა აჩვენეთ მწვანე თავსაფარი და სთხოვეთ, ასეთივე ფერის ნივთები მოძებნოს. მოგვიანებით თამაში გაართულეთ: დაე, არა მხოლოდ დაასახელოს, არამედ მიირბინოს საჭირო საგანთან და შეეხოს მას, ანდა გარკვეული რიტმით დააკაკუნოს. ამგვარად ბავშვი ერთსა და იმავე დროს განივითარებს მოტორიკას, მეხსიერებასა და რიტმს.

მიირბინე და შეადარე

ეს თამაში სამი წლის ბავშვებსაც კი დაეხმარება, სწრაფად შეისწავლონ ანგარიში. ბარათებზე დაწერეთ ციფრები, მათ ქვეშ კი შესატყვისი რაოდენობის წერტილები დასვით (მსხვილად, რომ ბავშვს მხედველობა არ დაეძაბოს). მეორე ოთახში დაჯექით თქვენ (მამა, ბებია...) ბარათებით, რომლებზეც მხოლოდ და მხოლოდ წერტილები იქნება დასმული. დავალება ასეთია: ბავშვი იღებს ბარათს ციფრებითა და წერტილებით და მორბის თქვენთან შესაბამისი ბარათის საპოვნელად. ციფრებზე ყურადღების გამახვილება საჭირო არ არის; მთავარია, ბავშვმა წერტილების რაოდენობა შეადაროს. ციფრებს თავისთავად დაიმახსოვრებს. შეიძლება ამოცანის გართულებაც: მიეცით ბავშვს ორი ბარათი და სთხოვეთ, მეზობელ ოთახში იპოვოს ისეთი ბარათი, რომელზეც წერტილების რაოდენობა პირველი ორის ჯამს ან სხვაობას შეესატყვისება. ეცადეთ, ბავშვი არ გადატვირთოთ - დღეში 3-4-ზე მეტი ასეთი დავალების შესრულებას ნუ მოსთხოვთ.

ასოებისა და ციფრების ბილიკები

ბავშვს ხტუნვა და სირბილი უყვარს? გამოიყენეთ ეს! ხტუნვა შეიძლება ნებისმიერ საგანზე: ასოებზე, ციფრებზე, ფერად დაფებზე, უცხოურ სიტყვებზე... არსი ერთია: მუყაოს ოთხკუთხა ნაჭრებზე (რაც უფრო გამძლე იქნება, მით უფრო მეტხანს მოგემსახურებათ) მსხვილად გამოსახეთ საჭირო სიმბოლოები. ამ ნაჭრებისგან იატაკზე დააგეთ ბილიკი, მოჰკიდეთ ბავშვს ხელი და დაიწყეთ ხტუნვა ნახატიდან ნახატზე, თან ხმამაღლა დაასახელეთ, რაც მათზეა გამოსახული.

როგორ მუშაობს ყურადღება

ყურადღების კონცენტრაციის ხარისხი პატარა ბავშვსა და მოზარდს მკვეთრად განსხვავებული აქვთ. სამ წლამდე ასაკის ბავშვებს მიზანმიმართულად ყურადღების კონცენტრირება მხოლოდ 3-5 წუთით შეუძლიათ, ხუთი წლისთვის ეს დრო 5-10 წუთამდე იზრდება, ექვსი წლის ბავშვებს კი ყურადღების 15 წუთამდე კონცენტრირების უნარი შესწევთ, ამიტომ ნეიროფიზიოლოგები პედაგოგებს ურჩევენ, უმცროს კლასებში საკონტროლო სამუშაოები 15-20 წუთზე მეტხანს არ გაგრძელდეს - მეტ დროს ბავშვის ფსიქიკა ვერ გაუძლებს. გაითვალისწინეთ ეს. მეცადინეობა ბოლომდე რომ მიიყვანოთ, შეგიძლიათ, გაყოთ ეს პროცესი რამდენიმე ეტაპად, რომელთა შუალედებში ბავშვი განტვირთვასა და დასვენებას შეძლებს.