როგორ და რით უნდა ირეცხებოდეს ბავშვის სარეცხი და სათამაშოები? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ და რით უნდა ირეცხებოდეს ბავშვის სარეცხი და სათამაშოები?

აქედან მეორე შეკითხვაზე ბევრი დაფიქრებულა, პირველზე კი, სამწუხაროდ, ხშირად არ ვფიქრობთ. ძირითადად არჩევანს ვაკეთებს რეკლამის, ნაცნობების და გამყიდველის რჩევით.

მსოფლიო მეცნიერული კლასიფიკაციით სარეცხი საშუალებები განეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის ყველაზე საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს მათ შორის, რომლებიც საყოფაცხოვრებო მოხმარებაშია.

სარეცხი ფხვნილის ყველაზე საშიშ კომპონენტებს განეკუთვნება ფოსფატები და ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც თუ პროდუქტის შემადგენლობაში 5%-ზე მეტია, შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, იმუნიტეტის დაქვეითება, უარყოფითი მოქმედება კანის უჯრედებზე, მაღალი კონცენტრაციით კი შეუძლია დააზიანოს ღვიძლი, თირკმელები, ფილტვები და ნერვული სისტემა.

mkurnali.ge

ამ რეალობაში განსაკუთრებით აქტუალური ხდება საკითხი, თუ როგორ უნდა გავრეცხოთ ოჯახში არსებული სარეცხი, განსაკუთრებით - ბავშვის. ამაზე ხომ ჩვენი პატარების ჯანმრთელობაა დამოკიდებული. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ბავშვის კანის პრობლემები, ალერგია თუ იმუნიტეტის დაქვეითება სწორედ ცუდად შერჩეულ სარეცხ საშუალებაში გარეცხილ სამოსსა თუ სათამაშოებთან კონტაქტს გამოუწვევია.

ზოგჯერ ვერც კი იჯერებ, რომ პატარა ბავშვს ამდენი ტანსაცმლის გაჭუჭყიანება შეუძლია, მაგრამ ფაქტია, ოჯახში ბავშვის გაჩენისთანავე, სარეცხი ერთიორად იმატებს. მის გარეცხვას კი რამდენიმე წესის დაცვა სჭირდება.

როგორც უკვე ითქვა, ბევრი თანამედროვე სარეცხი საშუალება ქიმიურ დანამატებს შეიცავს, რომლებიც ნივთების ზედაპირზე ჯდება. ისინი შეიძლება ბავშვის ორგანიზმში მოხვდნენ და ალერგია გამოიწვიონ. გახსოვდეთ, რომ ქლორი, ფოსფატი და სხვა ქიმიური საშუალებები არ უნდა იყოს ბავშვის სარეცხ საშუალებაში, აგრეთვე, მოერიდეთ მძაფრსუნიან კონდიციონერებს.

ჩვილის სარეცხი უნდა გაირეცხოს სპეციალური საბავშვო სარეცხი საშუალებით, რომელიც ნატურალური ინგრედიენტებისგანაა დამზადებული (არანაირი ქიმია და არომატიზატორები). მოგვიანებითაც, როცა ბავშვი ცოტა წამოიზრდება, მაქსიმალურად სწორად უნდა შეარჩიოთ სარეცხი საშუალება, რათა იყოს არაალერგიული, ქიმიური დანამატების გარეშე და მაქსიმალურად უსაფრთხო. სასურველია, თქვენი სამოსიც ასეთი სარეცხი საშუალებით გაირეცხოს.

არანაკლებ პრობლემატურია ბავშვის სათამაშოების რეცხვა, რომლებსაც პატარა ხშირად პირში იდებს.

დიდი ბეწვის სათამაშოები, რომლებიც მტვრის ბუდეებად გვევლინებიან, უმჯობესია შინ არც გააჩეროთ. საბავშვო სათამაშო ჰიპოალერგიული უნდა იყოს, მცირე დეტალების გარეშე და კარგად უნდა ირეცხებოდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათამაშო იატაკზე ყოველი დაგდების შემდეგ უნდა გარეცხოთ.

mkurnali.ge

სასურველია, 1-2 კვირაში ერთხელ სათამაშოები, ბეწვისაც და რეზინისაც, თუ ისინი ბავშვს უკვე აინტერესებს, ხელს კიდებს და პირშიც იდებს, საპნიან-სოდიანი წყლით გაირეცხოს (სამ ლიტრ წყალზე 1 ჩ/კ თხევადი საპონი და 1 ს/კ სოდა). ოღონდ რასაკვირველია, საპონი ან სხვა სარეცხი საშუალება ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად უსაფრთხო და გამოცდილი უნდა აარჩიოთ.

გარეცხვის შემდეგ ცხელი წყალი გადაავლეთ და კარგად გაამშრალეთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ყველა რეზინის სათამაშო ვერ გაუძლებს ამგვარ აბაზანას.

თუ სათამაშოების ბანაობის დრო არ გაქვთ, გარეცხეთ სარეცხის მანქანში 50-60 გრადუსზე.