როგორ გავაუმჯობესოთ ბავშვის გონებრივი განვითარება - ექსპერტის რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

როგორ გავაუმჯობესოთ ბავშვის გონებრივი განვითარება - ექსპერტის რჩევები

როგორ გავაუმჯობესოთ ბავშვის გონებრივი განვითარება - ექსპერტის რჩევები
ექიმის 5 ყველაზე მთავარი რეკომენდაცია მშობლებისთვის

ბავშვის გონებრივ განვითარებაზე ზრუნვა არანაკლებ აქტუალურია მშობლებში, ვიდრე მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ყველა მშობელს უნდა, ბავშვი იყოს ჯანმრთელი და იმავდროულად, გონიერი, წარმატებული და შესაბამისად, მომავლის პერსპექტივებისთვის რაც შეიძლება მეტად მომზადებული. რა არის ამისათვის საჭირო? ექსპერტები სხვადასხვა რჩევას აძლევენ მშობლებს და უმთავრესი, არის ბევრი სითბო და ყურადღება პატარა ასაკიდან, წიგნების კითხვა პატარისთვის, ნაკლები ტექნიკა, ბევრი ჰაერი და მოძრაობა, საჭირო ნივთიერებებისა და ვიტამინების მიწოდება და რასაკვირველია, სწორი და ჯანსაღი კვება.

ჟურნალ და ვებგვერდ "მკურნალის" მთავარ რედაქტორს, ექიმ-თერაპევტ
თამარ მამაცაშვილს
ვთხოვეთ ხუთი მთავარი პუნქტი დაესახელებინა მშობლებისთვის, თუ რა არის აუცილებელი ბავშვის სწორი გონებრივი განვითარებისთვის.

mkurnali.ge

მაშ ასე, 5 ტოპ-რჩევა ექსპერტისგან:
• მიეცით ბავშვს ბევრი სიყვარული და ყურადღება.
• ყოველდღიურად გქონდეთ ბავშვთან ურთიერთობა, მასთან ერთად ითამაშეთ, იმღერეთ, ხატეთ. შეისწავლეთ მისი ინტერესები და დაეხმარეთ მას განვითარებაში.
• წაუკითხეთ წიგნები.
კვლევების მიხედვით, ბავშვებმა, რომლებსაც მშობლები უკითხავენ, უფრო მეტი სიტყვა იციან, ვიდრე სხვა ბავშვებმა. კითხვა ასევე უხსნის ბავშვებს ცხოვრების ახალ ხედვას ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს შესახებ.
• შეზღუდეთ ტელევიზორთან და კომპიუტერთან ყოფნის დრო 1-2 საათამდე დღეში და გაცილებით მეტი დრო გაატარებინეთ სუფთა ჰაერზე, რაც შეიძლება მეტად აქტიურად.

mkurnali.ge

• უზრუნველყავით კვების ნორმალური რეჟიმი და ჯანსაღი პროდუქტებისგან შედგენილი რაციონი. ბავშვი ყოველდღიურად უნდა იღებდეს ხილს, ბოსტნეულს, რეგულარულად ჩართეთ მენიუში ხორცი, თევზი. მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისათვის A, D, C, B ჯგუფის ვიტამინები, ამიტომ კარგი იქნება, თუ გარკვეული პერიოდულობით, განსაკუთრებით - შემოდგომა-ზამთრის პერიოდში პოლივიტამინს ან ომეგა 3-ს მისცემთ. ასევე იმ პროდუქტებს მისცემთ რეგულარულად, რომლებიც შეიცავს განსაკუთრებით ომეგა3-ს, რომელიც მნიშვნელოვანია გონების განვითარებისთვის - თხილეულს, თევზეულს და ომეგა 3-ით გამდიდრებულ რძის პროდუქტებს.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინები
ფასი: 27.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ტკბილ, გაზიან, გამაგრილებელ სასმელს იღებს.
სპეციალისტებმა შეისწავლეს ეფექტი, რომელსაც ორგანიზმზე „დროში შეზღუდული“ კვება ახდენს, რაც იმას
კატეგორიის სხვა სტატიები
სადღეისოდ საყოველთაოდ აღიარებული ტანსაცმლის ფერები გოგონებისა და ბიჭუნებისათვის შესაბამისად ვარდისფერი და ცისფერია.
როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვს ყელში რამე გადასცდება და ახველებს. პირველი, რაც ამ დროს თავში მოგვდის,
გრიპი მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება სასუნთქი გზების ანთებით.
ცნობილი ექიმი და ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ 15 წიგნის ავტორი კომოროვსკი წლების განმავლობაში მშობლებს,
ბავშვები, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ მუცელზე, უკეთესად იძინებენ. ეს დაამტკიცა ექვსი თვის ასაკის 22
ბავშვის აღზრდა რთული პროცესია, ის დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას მოითხოვს.
"ჩვენს სანათესაოში თითქმის ყველას ჰქონდა კენჭები, ზოგს - თირკმელში, ზოგს - ნაღვლის ბუშტში.
პაპილომა კანის უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნური წანაზარდია.
ანგინა ცხელებით, ინტოქსიკაციითა და ნუშურა ჯირკვლების გამოხატული ანთებით მიმდინარე მწვავე ინფექციური დაავადებაა.
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად