რა არის აკლიმატიზაცია - რჩევები მშობლებს
ბავშვის ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს ან აუარესებს ზოგად მდგომარეობას ან უკვე არსებული ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობას.
დიდი ხანია კლიმატს ბავშვთა მკურნალობის არსენალში ძირითადი ადგილი აქვს განკუთვნილი, რომლის საშუალებითაც, წამლების გარეშე, ხდება ბავშვის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
თუმცა არსებობს ისეთი მცნება, როგორიცაა აკლიმატიზაცია - კლიმატის ცვლილებისას ორგანიზმის განსაკუთრებული, გარდამავალი მდგომარება, რომლის გადატანაც ზოგჯერ მარტივი არაა. კლიმატი აქტიურად მოქმედებს არა მარტო ბავშვის ჯანმრთელობაზე, არამედ მის ზოგად მდგომარეობასა და განწყობაზე.
კლიმატის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება როგორც სამკურნალო ეფექტი მოახდინს, ისე ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, რაც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ცივი კლიმატი ორგანიზმისგან ცხოველმყოფელობის შესანარჩუნებლად, დიდ ენერგეტიკულ დანახარჯს მოითხოვს, ხოლო სიცხისას შეიძლება სხეულის გადახურების გამო მოხდეს გაუწყლოება ან სითბური დარტყმა. ამიტომ კლიმატის ცვლილებას პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.
ბავშვების ჯანმრთელობაზე მოქმედი ძირითადი კლიმატური ფაქტორებია:
- დღის ხანგრძლივობა და განათების ხარისხი. დღის სინათლისა და მზის სხივების დეფიციტისას, ქვეითდება იმუნიტეტი, ვითარდება რაქიტი, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა. მზის სინათლის დეფიციტი იწვევს აპათიას, ფსიქიკურ დაძაბულობას და ნევროზს. აქტიური ინსოლაციისას, ხდება D ვიტამინით ბავშვის ორგანიზმის გაჯერება და ნივთიერებათა ცვლის აქტივაცია, ასევე სტიმულირდება კანის აღდგენითი პროცესები და ჭრილობების შეხორცება, უმჯობესდება განწყობა, ბავშვის ზრდა-განვითარება.
- ჰაერის ტენიანობა
ბავშვები დაქვეითებულ ტენიანობას უკეთ იტანენ, ვიდრე მშრალ ან ძალიან ტენინიან კლიმატს. ძალიან მშრალი ჰაერისას, შრება კანი და ტუჩები, აღინიშნება გაღიზიანება, ირღვევა ცხვირით ნორმალური სუნთქვა. მომატებული ტენიანობისას შეიძლება გამწვავდეს კანის დაავადებები, განვითარდეს სურდო, ბრონქიტი და ასთმა.
- წნევა და სიმაღლე ზღვის დონიდან
ბავშვებისთვის სასარგებლო კლიმატი
კლიმატის ცვლილება და მისი ზემოქმედება ბავშვების მკურნალობაში დიდი ხანია გამოიყენება. გარემოს, ამინდის პირობების, მზის სინათლისა და ტენიანობის ცვლილება დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების მუშაობაზე, ასტაბილურებს შინაგანი ორგანოებისა და ენდოკრინული სისტემის მუშაობას, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ ძალებს. კლიმატის ხანმოკლე ცვლილებაც კი მნიშვნელოვნად მოქმედებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. მთავარია სწორად შეირჩეს კლიმატოთერაპიის ძირითადი ფაქტორები.
ბავშვების მკურნალობაში აქტიურად გამოიყენება ჰაერი, წყალი და მზის სინათლე. ზღვაში ბანაობასა და ჰაერის აბაზანებს გამაკაჟებელი ეფექტი აქვს, დოზირებული ულტრაიისფერი გამოსხივება ორგანიზმს D ვიტამინის დამატებით პორციას აწვდის, რაც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის აქტივაციისა და ორგანიზმის დამცველობითი ძალების სტიმულაციისთვის.
ბავშვის ორგანიზმზე კლიმატმა შეიძლება აღმგზნები ან დამამშვიდებელი ეფექტი იქონიოს. თუ ჰაერისა და ტენიანობის ცვლილება უმნიშვნელოა, ნერვები მშვიდდება და ნივთიერებათა ცვლაც სტაბილურდება. თუ დღე-ღამურ ტემპერატურას შორის დიდია სხვაობა, ხოლო მზის გამოსხივებაც მაღალია, ეს აქტიურად აღაგზნებს და ასტიმულირებს ორგანიზმს.
კურორტზე ბავშვის ყოფნის ოპტიმალური ვადაა ოთხი კვირა, ამაზე ნაკლები პერიოდი ორგანიზმს კლიმატის ცვლილებასთან შეგუების საშუალებას არ იძლევა და განსაკუთრებული დადებითი ეფექტიც არ აღინიშნება.
მძიმე ქრონიკული პათოლოგიებისას, თერაპიის ხანგრძლივობა 2-3 თვეზე ნაკლები არ უნდა იყოს.
სხვადასხვა ტიპის კლიმატის გავლენა ბავშვის ორგანიზმზე
ზღვის დონიდან 800 მ-ზე მეტი სიმაღლის ზონას ახასიათებს რბილი დამამშვიდებელი და დადებითი მოქმედება ბავშვის გულზე, სისხლძარღვებზე, სისხლის მიმოქცევაზე, სუნთქვის ორგანოებზე, ნერვულ სისტემაზე. ასეთი კლიმატი სასარგებლოა ბავშვებისთვის რაქიტით და ანემიით.
მაღალმთიანი (ზღვის დონიდან 1000-მეტრზე მაღლა) ზონა ხასიათდება დაქვეითებული ატმოსფერული წნევითა და ტენიანობით, მომატებული მზის რადიაციითა და გრილი კლიმატით.
მთის ჰაერი სასარგებლოა რესპირატორული პრობლემების, ალერგიული და ასთმიანი ბავშვებისთვის. ასევე დადებითად მოქმედებს ანემიით, კანისა და სისტემური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის. ზღვის სუფთა, ოზონით, ზღვის მარილებითა და იოდით გაჯერებული კლიმატი ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ჰაერის ნაკადის მუდმივი ცვლილება ასტიმულირებს და ეხმარება სასუნთქი გზების გაჯანსაღებას. განსაკუთრებით სასარგებლოა ზღვა კანის პათოლოგიებისას, ალერგიული რეაქციების დროს, ხშირად და ხანგძლივად მოავადე ბავშვებისთვის.
რა არის აკლიმატიზაცია ბავშვისთვის კლიმატის მკვეთრი ცვლილება ყოველთვის სტრესია. პატარამ შეიძლება რეაგირება მოახდინოს 200 კმ-იან გადაადგლიებასა და ადგილის ცვლილებაზე, რომ არაფერი ვთქვათ კლიმატის მკვეთრ ცვლილებასა და ტრანსატლანტიკურ ფრენაზე.
აკლიმატიზაცია არის ორგანიზმის შეგუება კლიმატის, საათის სარტყლის და ცხოვრების პირობების ცვლილებაზე. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო გამოხატული შეიძლება იყოს აკლიმატიზაციის უარყოფითი რეაქცია. ის ვლინდება გაციებით, კუჭის მოქმედების მოშლილობით ან ზოგადი გამოვლინებებით, ნევროზულობით ან რეჟიმის დარღვევით.
აკლიმატიზაციის სირთულეების გათვალისწინებით, არაა რკომენდებული სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კლიმატის რადიკალური ცვლილება.
უფროსი ასაკის ბავშვების წარმატებული ადაპტაციისთვის აუცილებელია კლიმატის ცვლილება, არა ნაკლებ 3-4 კვირით. მაშინ კლიმატოთერაპიას უფრო დადებითი ეფექტი ექნება.
ლალი ჩხიკვაძე