საზაფხულო რჩევები პედიატრ ზვიად კორკოტაშვილისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო რჩევები პედიატრ ზვიად კორკოტაშვილისგან

მაგალითად, ქუდის ტარება ან სათანადო რაოდენობით სითხის მიღება. შეგახსენებთ რამდენიმე მნიშვნელოვან წესს, რომელთა დაცვაც აუცილებელია ზაფხულის სეზონზე.

1) 40°C-მდე სიცხეში დიდი შეცდომაა, რომ საბავშვო ეტლს სინთეზური ნაჭერი გადააფაროთ, ან ის, რომ ბავშვს მუდმივად ეკეთოს პამპერსი. ეტლში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე გარემოში. ბავშვს კი არ აქვს დარეგულირებული თერმორეგულაცია. ამიტომ უმჯობესია, ეტლს გადააფაროთ ჩითის ან პირსახოცის ნაჭერი.

2) ბავშვებსაც და მოზრდილებსაც საჭიროა, ეხუროთ მსუბუქი ქუდი ან თავსაფარი. ვიტამინი D უკეთ აითვისება მზისგან დამცავი კრემის წასმის გარეშე. ამასთან, ზაფხულში ეს ვიტამინი შეიძლება გამომუშავდეს ჩრდილიან ამინდშიც. არ გაიყვანოთ ბავშვები ქუჩაში 11:00-დან 16:00 საათამდე.

3) საჭიროა ფეხზე გვეცვას სანდალი, რაც აძლევს ფეხს სუნთქვის საშუალებას. კედებისა და სხვა დახურული ფეხსაცმლის ჩაცმა გრილი ამინდებისთვის გადავდოთ.

4) ბავშვების გასეირნება მიზანშეწონილი და სასიამოვნოა დილით ადრე ან საღამოს, როცა გარემოს ტემპერატურა დაიკლებს. ხშირად დაბანეთ ბავშვები, მოზრდილებს კი მიეცით საშუალება, ფეხშიშველებმა ირბინონ.

5) ველოსიპედით სეირნობისას დაახურეთ ბავშვს ჩაფხუტი.

-აუზზე ბანაობისას აუცილებელია ბავშვს თვალყური ადევნოთ.

-პატარა ბავშვები ყველაფერს პირში იდებენ, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ ამ საგნებს შორის არ იყოს რაიმე წვეტიანი ან ტოქსიკური.

-ნუ დააძალებთ ბავშვებს ჭამას, თუ ის ჭირვეულობს, მიაწოდეთ გრილი იოგურტი და ხილის წვენები, მაიონეზიანი სალათებისა და კრემიანი ნამცხვრებისგან კი თავი შეიკავეთ - კვებითი მოწამვლისგან თავის ასარიდებლად.

-მიეცით ბავშვს ბევრი სითხე. სეირნობისას თან გაიყოლეთ წყლით სავსე ბოთლი. ბავშვი უნდა მიაჩვიოთ, რომ წყურვილის მოსაკლავად წყალი უპირველესია, მაგრამ თუ არ მოსწონს ჩვეულებრივი წყალი, შეუფერადეთ ის მცირე რაოდენობის ნატურალური ხილის წვენით.

6) ზაფხულში ძალიან სასიამოვნოა ხშირად წამოწოლა, მაგრამ დაღლილობის მიუხედავად, იმოძრავეთ, გაისეირნეთ ბავშვთან ერთად ეზოში, იპოვეთ ჩრდილიანი ადგილი და გაერთეთ მასთან მშვიდი თამაშობებით.

7) მიუხედავად სიცხისა და მწველი მზისა, ბავშვისთვის სასიცოხლოდ აუცილებელია სუფთა ჰაერი და ვიტამინი D. ამიტომ ბავშვთან ერთად მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, მაგრამ არ დაივიწყოთ, დაიცვათ თავი და ბავშვი ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

რა აუცილებელი ნივთები უნდა იქონიოს დედამ აგარაკზე?

აგარაკზე წასვლის წინ დედის ჩანთაში აუცილებლად უნდა იდოს: სიცხის დამწევი, ანტიალერგიული, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, ბაქტერიციდული პლასტირები, დოლბანდი, ანტისეპტიკური ხელსახოცები, მწერების დასაფრთხობი საშუალებები. თუ ბავშვი რეგულარულად ღებულობს რაიმე პრეპარატს, აუცილებელია აგარაკის პირობების გათვალისწინება, რათა მდგომარეობა არ გადავიდეს გამწვავების სტადიაში.