მე და დედა ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გვყავხარ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მე და დედა ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გვყავხარ!

როდესაც ექოსკოპიაზე მისული პირველად გაიგონებს შვილის გულისცემას, როდესაც პირველად იგრძნობს მას მუცელში, დაბადებას და პირველ შეხვედრას მასთან... ჩამონათვალში აუცილებლად მოხვდება პირველი სიტყვაც.

მე და ჩემმა ცოლმა ანამ - ბედნიერების ყველა ეს ეტაპი გავაიარეთ. პირველი გაცინება დაუვიწყარი იყო და პირველი სიტყვა ყველაზე თბილი.

მაქსიმილიანმა მალე დაიწყო ტიტინი. ასაკის გათვალისწინებით საკმაოდ ბევრ სიტყვას ამბობდა. როდესაც ვეძახდით ეშმაკურად გვიცინოდა, მოვიდოდა და ტუჩებში გვკოცნიდა.

ერთ მშვენიერ დღეს მაქსი გაცივდა (ვის არ მოსვლია). გაციებამ ყური ჩაითრია, მაღალი სიცხეები და ისე მოხდა რომ მეორე გაციებაც გადაება. მაქსი უხასიათო გახდა, აღარაფერს გვეუბნებოდა, აღარ გვიღიმოდა - "არა უშავს, გაუვლის გაციება და მოვა ხასიათზე" - ვფიქრობდით ჩვენ.

ერთ თვიანი ავადმყოფობის შემდეგ ბავშვთა პედიატრთან აღმოვჩნდით ყელის, ცხვირი და სხვა გაციებასთან დაკავშირებული ამბების შესამოწმებლად.

იცით, საგანგაშო არაფერია თუმცა მაქსი საეჭვოდ არ რეაგირებს თავის სახელზე და თვალებით კონტაქტსაც ერიდება - გვითხრა პედიატრმა და შესაბამის სპეციალისტთან გადაგვამისამართა.

...საღამოა, ჯერ კიდევ გაციებული მაქსი ნეიროფსიქოლოგის კაბინეტშია ჩვენთან ერთად. მას წინ ერთნაწილიან (ალბათ არ იცით ეს რას ნიშნავს - თავიდნა მეც არ ვიცოდი :) ) ფაზლს უდებენ ასაწყობად და რიგ შეკითხვებს გვეკითხებიან - ამბობდა თუ არა ადრე რამეს, რას ამბობდა, როგორ ძინავს, როგორ ის, როგორ ეს...

ჩვენ (ალბათ ისევე როგორც ვყელა მშობელი) ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიპოვოთ პოზიტივი თითეული პასუხის გაცემისას. წინ წამოვწიოთ ყველა ის საუკეთესო თვისება და უნარი რომელიც მაქსს აქვს, ამ შემთხვევაში უბრალო სიტყვების მოსასმენად: "საგანგაშო, არაფერია".

გავიდა თუ არა ერთი საათი "ექიმმა" (და ამ სიტყვას ბრჭყალებში შემთხვევით არ ვსვამ), საათს დახედა, საქაღალდე დახურა და ღიმილიანი სახით გამოგვიცხადა (თითქოს ხვალინდელ ამინდის პროგნოზს გვეუბნებოდა) - "იცით, თქვენი შვილი აუტისტური სპექტრის რისკ-ჯგუფშია". 3 წლამდე დიაგნოზს დანამდვილებით ვერ დავსვამთ, მაგრამ აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ რეაბილიტაციის პროგრამა. ეს თქვა, თავის ნივთებს ხელი მოკიდა და დაგვემშვიდობა. ასე მკვახედ, სულ რაღაც 2 წუთში დაგვტოვა ამ "განაჩენის" (როგორც მაშინ გვეგონა) წინაშე ადამიანმა, რომლისგანაც სულ მცირე ახსნას ველოდით - რა არის აუტიზმი, რას ველოდოთ, რატომ და ა.შ. მაგრამ მას არ ეცალა. "ალბათ კინოში აგვიანდება, ალბათ კინოში აგვიანდება..." ვფიქრობდი გულში და ახლაც კი, როცა ამ პოსტს ვწერ მაინც ვერ ვივიწყებ და ვპატიობ ამ ადამიანს ეგზომ პროფესიონალიზმს, რომელიც იმ დღის შემდეგ არც კი გვინახავს (თუ რომელიმე სპეციალისტი თავის თავს ამოიცნობს, სამომავლოდ დაფიქრდეს თუ რამდენად მძიმეა ეს მშობლებისთვის).

პირველი დღეები მართლა მძიმე იყო. რატომ მოხდა ეს? რა არის აუტიზმი? ჩვენი ბრალი ხომ არაა? გენეტიკურია? ინკურნება? რა შემთხვევაში? აღარასდროს გაგვიღიმებს? იქნება დამოუკიდებელი?

კითხვები უამრავი გვქონდა, პასუხები კი არც ისე ცალსახა, ხშირად ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხავი. თითქოს სულ ესაა მსოფლიომ გაიგო რომ ყოველი 80 ბავშვიდან 1 აუტისტური სპექტრიდანაა და სასწრაფოდ დაიწყეს კვლევები, ამიტომაც ჯერჯერობით ძალიან ცოტას თქმა იყო შესაძლებელი.

რამდენიმე დღეში გონს მოვედით, ემოციები გადავდეთ და მივხვდით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის როგორც გვეგონა.

მაქსი უბრალოდ განსხვავებულია. მისი გონება განსხვავებულად მუშაობს. ცოტ ხანში მოვხვდით სარეაბილიტაცი ცენტრში, სადაც არაჩეულებრივი თერაპევტების და ადამიანების მეშვეობით მაქსიმ საოცრად დაიწყო შეცვლა. ამას დაემატა ბაღიც - რომელშიც სხვა ბავშვებიც (უმეტესად აუტისტური სპექტრის) იყო და ცალსახად პოზიტიური გავლენა აქვთ მაქსიზე.

ალბათ რთული ასახსნელია, რთული მოსაყოლია და დასაჯერებელი რასაც ახლა ვიტყვი - მაგრამ მეც და ანასაც ძალიან გვიხარია და გვეამაყება რომ მაქსი სწორედ ისეთია როგორიც არის.

იმისთვის, რომ ეს დაიჯეროთ უნდა ნახოთ მაქსი, თვალებში ჩახედოთ, მოუსმინოთ გულით როგორ იცინის, რამდენად არასტანდარტულად აზროვნებს, რამდენად მიხვედრილია როგორი თბილია და როგორ გვახარებს მოულოდნელი კოცნებით.

გახსოვთ, წერა რითი დავიწყე - როგორ უხარია მშობელს პირველი სიტყვა, მაგრამ ძალიან ცოტა მშობელს თუ წარმოუდგენია როგორ გაგვიხარდა ჩვენ მეორედ გაგონილი "პირველ სიტყვა", რომელიც მაქსიმ რამდენიმე თვიანი დუმილის შემდეგ თქვა.

ჩვენ წინ გრძელი და საინტერესო გზა გვაქვს გასავლელი, რომელსაც მაქსისთან ერთად არანაკლები ინტერესით მივუყვებით. ვსწავლობთ, ვაკვირდებით, ვაკეთებთ აღმოჩენებს, იმ იდუმალებით მოცულ სამყაროში რასაც ადამიანის ტვინი ქვია. ჩვენმა შვილმა უკვე დაგვანახა თუ რამდენად სტერეოტიპულია ჩვენი აზროვნება, რამდენად შეზღუდული და ჩარჩოში მოქცეული ჩვენი ერთმანეთთან მოქცევის ნორმები.

ერთ მშვენიერ დღეს, ვიცი რომ ამ პოსტს მაქსი წაიკითხავს, ამიტომაც თქვენი ნებართვით მხოლოდ მას მივმართავ:

მე და დედა ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გვყავხარ!