დეკემბრის კალენდარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დეკემბრის კალენდარი

ისევე როგორც ყველა მნიშვნელოვანი საქმე, დღესასწაულისთვის მზადებაც წინასწარ მოფიქრებულ გეგმას მოითხოვს, ეს კი ნიშნავს, რომ კალენდარი გვჭირდება.

სპეციალური კალენდრის შედგენის ტრადიცია, რომელიც გვიჩვენებს ახალ წლამდე დარჩენილ დროს, უმთავრესად ევროპის ქვეყნებშია გავრცელებული, თუმცა სადღესასწაულო სამზადისი ჩვენთანაც დიდი ხნით ადრე იწყება, ასე რომ, პატარასთან ერთად ბევრი საინტერესო რამის მოფიქრება შეიძლება, ამას კი ამაღლებული განწყობით უნდა მივუდგეთ.

ახალი წლის მოლოდინი ბავშვისთვის სასიამოვნო უნდა იყოს. ამაში სწორედ ახალი წლის კალენდარი დაგვეხმარება. კალენდრად შეიძლება ვაქციოთ მუყაოს სახლი პატარა ფანჯრებით, რომელთაგან თითოეულში მოვათავსებთ რაიმე საჩუქარს, ბარათს სურვილით ან დავალებას ბავშვისთვის. კალენდარს შეიძლება ჰქონდეს პატარა ტომრების ფორმაც. მოდი, ვისარგებლოთ ამ შესანიშნავი იდეით და პატარებთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ დროს, რომელიც ახალ წლამდე დაგვრჩა. კალენდარი საშუალებას მოგვცემს, ერთმანეთს შევუთავსოთ სასიამოვნო და სასარგებლო - მისი დახმარებით ბავშვს შეიძლება შევასწავლოთ ცნებები “თარიღი”, “დღე”, “რამდენი დღე დარჩა”, “რა რიცხვია დღეს” და ა.შ.

1-ლი დეკემბერი

ზამთრის პირველ დღეს შეიძლება თოვლის ბაბუა გავაკეთოთ. თოვლი არ დევს? არა უშავს, შეიძლება, სანტა ხელოვნური მასალისგანაც შევქმნათ.

2 დეკემბერი

დავხატოთ ფურცელზე ხე, პატარამ კი თოვლი მიახატოს. შეიძლება ფონად გორაკების დახატვაც.

3 დეკემბერი

დავასრულოთ წინა დღეს დაწყებული სამუშაო, დახატულ გორაკებს დავაწებოთ ბამბის ქულები - ფუმფულა თოვლი.

4 დეკემბერი

ფურცელზე ცვილის თეთრი ფანქრით დავხატოთ ფიფქები, მივცეთ ბავშვს ნაცრისფერი საღებავი, რომ ფურცელი გააფერადოს და უეცრად ფიფქები აღმოაჩინოს!

5 დეკემბერი

დახატულ ან გამოჭრილ ბაჭიას გავუკეთოთ სორო - წებოთი შემოვხაზოთ კონტური და მოვაყაროთ მანანის ბურღული.

6 დეკემბერი

დაავალეთ ბავშვს საჩუქრის შესაფუთი ქაღალდის მოხატვა ფანქრებითა და საღებავებით. თქვენი ახლობლები მის ნახელავს აუცილებლად მოიწონებენ.

7 დეკემბერი

გავაკეთოთ დეკორატიული ფიფქები მაქმანისა და მავთულისგან: გავატაროთ მავთული მაქმანში, მივცეთ ფორმა და ბოლოები დავუმაგროთ. აი, მოსართავებიც მზადაა!

8 დეკემბერი

დავამზადოთ ნაძვის ხის მოსართავები: ავიღოთ იოგურტის ჭიქა, მოვრთოთ ფოლგისგან გამოჭრილი ვარსკვლავებით, მივაწებოთ ბაფთა და ძაფი. მშვენიერი ზანზალაკი გამოგვივიდა!

9 დეკემბერი

შევიძინოთ მინიატურული ქოთნები ყვავილებისთვის. პლასტილინით ჩავამაგროთ მასში გირჩა და პლასტილინის ბურთულებით მოვრთოთ.

10 დეკემბერი

ავიღოთ მუყაოს მილი, მივაწებოთ მაიმუნის დრუნჩი, თათები, კუდი და ხელში ფერადი ქაღალდისგან გამოჭრილი ბანანი დავაჭერინოთ. ესეც დამდეგი წლის სიმბოლო!

11 დეკემბერი

დავხატოთ მაიმუნი, შესაფერისი ქსოვილისგან, მაგალითად, ხავერდისგან ან მაუდისგან გამოვჭრათ “ბეწვი” და დავაწებოთ.

12 დეკემბერი

მოვუხმოთ ფანტაზიას და დავამზადოთ ბანანი მაიმუნისთვის.

13 დეკემბერი

ამოვარჩიოთ საუკეთესო ფოტოები საოჯახო ფოტოალბომიდან, უკანა მხარეს დავაწეროთ საახალწლო მილოცვები და ვაჩუქოთ ახლობლებს.

14 დეკემბერი

დავამზადოთ მისალოცი ბარათი თოვლის ბაბუასთვის. საამისოდ ნაძვის ხის ტრაფარეტი და მწვანე საღებავი დაგვჭირდება.

15 დეკემბერი

მივწეროთ წერილი თოვლის ბაბუას და საზეიმოდ გავემართოთ ფოსტისკენ მის გასაგზავნად. არ დაგავიწყდეთ პატარას ხელის ანაბეჭდის დასმა!

16 დეკემბერი

დავამზადოთ მუყაოსგან მისალოცი ბარათი, რომელსაც თოვლის ბაბუის ან ნაძვის ხის ფორმა ექნება.

17 დეკემბერი

შევიძინოთ მომცრო პლასტმასის ქოთნები და მოვრთოთ ბავშვთან ერთად. წებოთი დავასვათ წერტილები ან მივახატოთ ფიფქები და მივაფრქვიოთ მარილი ან მანანის ბურღული. ქოთანში ჩადვგათ სანთელი. თუ ლენტსაც მივამაგრებთ, ნაძვის ხის სათამაშოც გამოგვივა.

18 დეკემბერი

ქსოვილების მაღაზიაში შევიძინოთ ატლასის ლენტები და მივაწებოთ ამოჭრილი სურათები ან ბაფთები - ლამაზ და ორიგინალურ გირლანდას მივიღებთ.

19 დეკემბერი

დავამზადოთ მისალოცი ბარათი - აპლიკაცია “თოვლის ბაბუა” მუყაოსა და ბამბის დისკოებისგან.

21 დეკემბერი

დავამზადოთ ზამთრის თაიგული: გავაკეთოთ სქელი მარილწყალი (მივცეთ პატარას საშუალება, თვითონვე ჩაყაროს მარილი; ის იმდენი უნდა იყოს, რომ ბოლომდე არ გაიხსნას წყალში), წამოვადუღოთ, ამოვავლოთ მასში ტოტები და გავაშროთ.

22 დეკემბერი

დავამზადოთ სამაგრები ხელსაწმენდებისთვის: თეთრი ქაღალდისგან გამოვჭრათ შესაფერისი ზომის რგოლები, დავაწებოთ მწვანე მუყაოსგან გამოჭრილი ნაძვის ხეები, ზემოდან კი თეთრი მაქმანი.

23 დეკემბერი

დავამზადოთ გვირგვინი ბატიბუტისგან: ქაღალდის თეფშს ამოვაჭრათ ფსკერი, წავუსვათ წებო და დავაწებოთ ბატიბუტი, შემოვახვიოთ ლენტები და კარზე დავკიდოთ.

24 დეკემბერი

დავამზადოთ ნაძვის ხის სათამაშო: მკვრივი ფერადი მუყაოსგან გამოვჭრათ ბურთულა, მოვრთოთ პლასტილინით და მძივებით, შეიძლება, ახლობლების ფოტოებიც დავაწებოთ.

25 დეკემბერი

მოვრთოთ ნაძვის ხე.

26 დეკემბერი

დავამზადოთ გირლანდები - ფოლგით, გირჩებით და ა.შ.

27 დეკემბერი

დავამზადოთ “ნატვრის ხე”: პატარა ქაღალდზე ტოვებს ხელის ანაბეჭდებს, შემდეგ მათ ამოვჭრით, ვაწებებთ მუყაოზე, რომელსაც ნაძვის ხის ფორმა აქვს და სურვილებს ვაწერთ.

28 დეკემბერი

დავამზადოთ ფერადი ყინული. ამისთვის პატარა წყლით სავსე რამდენიმე ქილაში ხსნის სხვადასხვა ფერის საღებავებს; ამ ფერად სითხეს ვასხამთ საყინულე ფორმებში, ჩავუშვებთ მათში საკიდებს და ვყინავთ.

29 დეკემბერი

გამოვაცხოთ საახალწლო ნამცხვრები. პატარა ხალისით დაგეხმარებათ სპეციალური ფორმებით ფიგურების გამოჭრაში.

30 დეკემბერი

დავამზადოთ ჭურჭელი ფრინველების გამოსაკვებად, მერე კი წავიდეთ და ჩიტებს გავუმასპინძლდეთ.

31 დეკემბერი

შესაფერისად გამოვეწყოთ და წავიდეთ ქალაქის მთავარ მოედანზე ნაძვის ხის ფოტოს გადასაღებად.

რა თქმა უნდა, დავალებების შეცვლა შეიძლება ბავშვის ასაკის შესაბამისად. მთავარი ისაა, რომ საახალწლო კალენდრის დახმარებით უფრო მეტად დაუახლოვდებით შვილს, დაეხმარებით განვითარებაში და გაუღვივებთ სასწაულის მოლოდინის განცდას.