რა არ უნდა გავაკეთოთ, როცა ბავშვი გაციებულია!
ხშირად უშვებენ შეცდომებს.
თუ ბავშვს ცხვირს არასწორად გამოურეცხავთ, სერიოზულ გართულებებს მიიღებთ. ყელ-ყურის ექიმები ამბობენ, რომ ამ დროს შესაძლოა ბავშვს ოტიტი (შუა ყურის ანთება) განუვითარდეს. ექიმები გაციებისას ცხვირის სანაციას, ძირითადად ფიზიოლოგიური ხსნარით და ზღვის წყალით ნიშნავენ. ბავშვი ზურგზე უნდა დააწვინოთ და რამდენიმე წვეთი სითხე ნელ-ნელა უნდა ჩავაწვეთოთ ჯერ ერთ, მერე მეორე ნესტოში. რამდენიმე წუთის შემდეგ გათხელებული ლორწო ცხვირის სპეციალური ასპირატორით უნდა გამოვიღოთ.
ცხვირის გამორეცხვა მაშინ ხდება, როდესაც ნესტოები ნაკლებად არის გაჭედილი და ბავშვი სუნთქავს. თუ ბავშვს ცხვირი ძალიან აქვს გაჭედილი და ვერ სუნთქავს, ვიყენებთ სისხლძარღვების გამაფართოებელ პრეპარატს, რომელსაც ექიმი ნიშნავს. ერთდროულად ორივე ნესტოს გამორეცხვა არ შეიძლება, ამ დროს შესაძლოა ინფექცია გავრცელდეს და ოტიტი გამოიწვიოს. ექიმთან ყოველთვის დააზუსტეთ წამლის მიღების დოზა. ხშირად მშობლები ყიდულობენ წამლებს, სახლში მიდიან და როდესაც უნდა გახსნან და ბავშვს დაალევინონ, აღარ ახსოვთ რა დოზა უნდა მისცენ. მშობელმა ექიმს დაწვრილებით უნდა გამოკითხოს რამდენჯერ, რა დოზით, როგორი ინტერვალით უნდა მისცეს ბავშვს წამალი. ხშირად მშობლებს ერიდებათ ექიმთან დარეკვა და დოზების საკითხს ინტერნეტფორუმებზე არჩევენ, სხვა დედებს ეკითხებიან, რა დოზით ასმევდნენ ისინი ამ წამალს ბავშვებს. ეს დაუშვებელია! განაგრძეთ კითხვა