ბავშვის წამოჯდომასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
ვადები სხვადასხვა ბავშვისათვის განსხვავებულია. დაჯდომის ასაკი საშუალოდ 6 თვისთვისაა, მაგრამ ამ პერიოდშიც არ შეიძლება ძალდატანება და პროცესის დაჩქარება.
6 თვიდან ბავშვების უმრავლესობა წამოჯდომას ცდილობს. ამას ყველა ბავშვი თავისებურად აკეთებს. თუ ჩვილის დახმარება გვინდა, უმჯობესია მწოლიარე ხელჩაჭიდებული წამოვსვათ და არა პირდაპირ დავსვათ.
ბავშვის დაჯდომასთან დაკავშირებით საორიენტაციო მონაცემები ასეთია:
• წამოჯდომის მცდელობა (ხელების დახმარებით) - 4-5 თვე;
• წამოჯდომა ხელების დახმარებით - 5-6 თვე;
• წამოჯდომა ერთი ხელის დახმარებით - 5-8 თვე;
• წამოჯდომა საგანზე ხელის მოჭიდებით - 6-8 თვე;
• წამოჯდომა მცირე დასაყრდენით - 7-9 თვე;
• წამოჯდომა დასაყრდენის გარეშე - 7-9 თვე;
• წამოჯდომა ნებისმიერი მდგომარეობიდან - 8-11 თვე.