/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკურნალობა

რისი ბრალია გულისრევა

რისი ბრალია გულისრევა
ძლიერი შიში - ემოციურ რეაქციას ხშირად გულისრევა და პირღებინება ახლავს თან. სტრესისგან (არ უნდა საბავშვო ბაღში სიარული), შიშისგან (მშობლები ჩხუბობენ) ან

წყენისგან ბავშვი ისე ცუდად ხდება, რომ გულისრევა ეწყება.

პირველი დახმარება ასეთ დროს მარტივია: სთხოვეთ პატარას, ისუნთქოს ცხვირ-პირთან მიტანილ ქაღალდის პარკში - მასში დაგროვილი ნახშირორჟანგის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ამცირებს გულისრევას. გაამეორებინეთ ეს რამდენიმეჯერ, ხოლო თუ გსურთ, ნამდვილად დაეხმაროთ, გაარკვიეთ სტრესის მიზეზი და ეცადეთ, აღმოფხვრათ იგი.

  • შეჭამა ზედმეტი

გულისრევა და პირღებინება შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის გადატვირთვის ბრალიც იყოს. ნუ აიძულებთ ბავშვს, ბოლომდე შეჭამოს ულუფა, თუ აღარ უნდა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პირღებინების შემდეგ მდგომარეობის შესამსუბუქებლად გაუკეთეთ მოტკბო-მომჟავო კისელი (წრაწი) - ის გულისრევას მოუხსნის. თუ ასეთი რამ ხშირად ხდება, გირჩევთ, მიმართოთ გასტროენტეროლოგს.

  • ეს ალერგიაა

ბავშვს ჭამის დამთავრებისთანავე ერევა გული? გამორიცხეთ საკვების აუტანლობა. ის შეიძლება გამოიწვიოს ალერგენების შემცველმა პროდუქტებმა - შოკოლადმა, რძემ, ეგზოტიკურმა ხილმა, ციტრუსმა, კვერცხმა, კაკალმა...

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი ჩემი 10 წლის შვილი როგორც კი ჩაიძინებს საშინლად იოფლება სეზონს არ აქვს მნიშვნელობა.წონა ცოტა ზედმეტი აქვს.კარგად იცის გახვევა გადასაფარებელში მარტო ცხვირი და თვალები უჩანს ხოლმე და ამას ვაბრალებდი.მერე სადღაც წავიკითხე რომ საყურადღებოა და შემეშინდა.ბრეტელებიან მაისურში მაინც გაიოფლა.ახლა რამოდენიმე დღე დავაწვინე მაისურის და გადასაფარებლის გარეშე და არ აქვს ოფლი ანუ რაიმე პრობლემა რომ ჰქონდეს შიშველი და გადასაფარებლის გარეშეც ხომ გაიოფლებოდა?მადლობა პასუხისათვის.</p>

აჩვენეთ ბავშვი ალერგოლოგს - იგი მას ანტიჰისტამინურ პრეპარატს შეურჩევს.

გულისრევის შეგრძნებას ხსნის სამკურნალო ბალახების ნაყენი. აიღეთ მრავალძარღვა, გვირილა, კამა თანაბარი რაოდენობით, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი, გადაწურეთ. მიეცით ბავშვს თითო სადილის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ 2-3-კვირის განმავლობაში.

  • ბევრი ირბინა

ბავშვს შესაძლოა აქტიური თამაშების შემდეგაც დაეწყოს გულისრევა. ამ დროს ის გაძლიერებული ოფლიანობის გამო სითხისა და მარილების დაკარგვის ბრალია.

როდესაც ბავშვი დარბის და ოფლიანდება, დროდადრო ასვით რამდენიმე ყლუპი წყალი. უმჯობესია მინერალური, არა ცივი! მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ ახალნაჭამი, სავსე კუჭით, ფიზიკურად მეტისმეტად არ დაიტვირთოს.

  • უბრალოდ თავბრუხვევა

პატარებს სუსტი ვესტიბულური აპარატი აქვთ, ამიტომ მგზავროისას თავბრუ ეხვევათ და გული ერევათ.

ურჩიეთ ბავშვს, მგზავრობის დროს იყუროს პირდაპირ, გვერდითა ფანჯრიდან ნუ გაიხედავს, თორემ გულისრევა გაუძლიერდება. მგზავრობის წინ ნურაფერს აჭმევთ - სავსე კუჭზე გულისრევა უფრო ადვილად განვითარდება.

  • გამოვრიცხოთ ჭიები

ჭიებით - ჰელმინთებით ინვაზიისას დილაობით, უზმოზე, ბავშვს გულისრევის შეგრძნება შეაწუხებს. ჭიებზე მიანიშნებს ასევე პირიდან უსიამოვნო სუნი, ძილში კბილების კრაჭუნი, ნერწყვით დასველებული ბალიში, ტკივილი ჭიპის ირგვლივ და ა.შ. შესაძლოა, ყველა ეს ნიშანი ერთბაშად არ გამოვლინდეს - რომელიმე მათგანმა იმძლავროს.

გირჩევთ, ბავშვი ექიმ პარაზიტოლოგთან მიიყვანოთ გამოკვლევისთვის. მკურნალობასთან ერთად საჭიროა პირადი ჰიგიენის წესების დაცვაც. ასწავლეთ ბავშვს ხელების საპნით ბანა, დაუშალეთ პირში თითებისა თუ სხვა საგნების ჩადება. მანამდე კი უმჯობესია, ბავშვი პირად პედიატრს აჩვენოთ. ის დაწვრილებით გამოიკითხავს დეტალებს, სათანადო გამოკვლევებსაც მოიშველიებს და თქვენთან ერთად დასვამს სწორ დიაგნოზს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

როგორ დავიცვათ თირკმელები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ თირკმელები

- ახალშობილის შარდის პირველი ულუფა უფერო, გამჭვირვალე და უსუნო სითხეა. პირველი 3-4 დღე ის შემღვრეულია და წონის ფიზიოლოგიურ კლებასთან ერთად ხდება კონცენტრირებული, იღებს ინტენსიურ მუქ ფერს. ეს ნორმალურია მხოლოდ სიცოცხლის პირველ დღეებში, შემდგომ ეს აღარ უნდა გამეორდეს. ნორმაში შარდს სუნი არ აქვს. თუ მან ბავშვის ზრდის კვალდაკვალ მომჟავო სუნი მიიღო ამიაკის ელფერით, ეს რაქიტზე მიუთითებს. შარდვის სიხშირეც ასაკის მიხედვით იცვლება. სიცოცხლის მე-2 დღიდან ბავშვი შარდის ბუშტს დღეში 5-6-ჯერ ცლის. ის ჯერ ცოტა საკვებს იღებს, მაგრამ აქტიურად კარგავს სითხეს სუნთქვისას, კანიდან აორთქლების გზით და განავალთან ერთად. მე-7-8 დღიდან შარდვის სიხშირე იზრდება და დღე-ღამეში 20-25-ს უტოლდება. თუ ბავშვი უფრო იშვიათად შარდავს, ამის შესახებ უნდა აცნობოთ პედიატრს. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილები უფრო მეტ შარდს გამოყოფენ და უფრო ხშირადაც შარდავენ. გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედების სიხშირეს. ნაწლავთა ლიმფური ძარღვები ჩვილ ასაკში თირკმელების ლიმფურ სისტემასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ნაწლავებში არსებული მიკრობები და ტოქსინები ადვილად იწვევს შარდგამომყოფი სისტემის ანთებით დაავადებებს.

- ბავშვთა ასაკში თირკმელების ყველაზე გავრცელებული ანთებითი დაავადება პიელონეფრიტია. რა იწვევს მას?

- პიელონეფრიტი თირკმლის ფიალების ანთებაა. თირკმელებიდან თირკმლის ფიალებში გროვდება გაფილტრული შარდი, რომელიც შემდეგ შარდსაწვეთით ჩაედინება შარდის ბუშტში. თირკმელებიდან ფიალებში შარდთან ერთად შეიძლება მოხვდეს ინფექცია, რომელიც თვით თირკმელებში სისხლის საშუალებით ხვდება, მაგალითად, კარიესით დაზიანებული კბილებიდან, ანთებითი ნუშურა ჯირკვლებიდან, კანის ჩირქოვანი გამონაყარიდან... თირკმელების ასეთ დაზიანებას დაღმავალი დაზიანება ჰქვია. არსებობს დაზიანების აღმავალი გზაც - ცისტიტის დროს შარდის ბუშტიდან თირკმელებისკენ ინფექციის გავრცელება. პატარა უნდა ვარიდოთ გადაცივებას - ცივ იატაკზე ან მიწაზე ჯდომას; თუ ენურეზი (უნებლიე შარდვა) აქვს, დაუშვებელია დასჯის მიზნით სველი ტრუსით დიდხანს ტარება - ყოველივე ეს ხელს უწყობს ცისტიტისა და პიელონეფრიტის განვითარებას.

- როგორ ვლინდება დაავადება?

- პიელონეფრიტი შეიძლება თვეობით ჰქონდეს ბავშვს და არ გამოვლინდეს, ხოლო როცა მშობელი ცვლილებებს შეამჩნევს, ანთება უკვე ქრონიკული იყოს. პიელონეფრიტის დროს ყურადღებას იპყრობს გუნება-განწყობის ცვალებადობა, ჭირვეულობა, ადვილად დაღლა, სეირნობასა და თამაშზე უარი. ეს თირკმელებში მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად ორგანიზმის ქრონიკული ინტოქსიკაციის ბრალია. ბავშვს შესაძლოა გაუხშირდეს შარდვა, შეაწუხოს ტკივილებმა წელის არეში. მთავარი სიმპტომია მუდმივი დაბალი - 37,1-37,3 გრადუსი - სიცხე. დიაგნოზის დასმაში შარდის საერთო ანალიზი დაგვეხმარება. თუ პიელონეფრიტი დადასტურდა, ბავშვს უნდა დაენიშნოს წოლითი რეჟიმი და ანტიბიოტიკები. წოლითი რეჟიმი აუცილებელია, რადგან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თირკმელები უკეთ მარაგდება სისხლით, ხოლო სამკურნალო საშუალებები ადვილად აღწევს დანიშნულების ადგილს, სისხლი ადვილად იფილტრება და შარდი გამოიყოფა.


- როგორი კვება სჭირდება თირკმელებდაავადებულ ბავშვს?

- კვება მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მოზრდილებისთვის რეკომენდებულია რაციონიდან ცილების ამოღება, მაგრამ ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის ცილა აუცილებელია, ამიტომ მისი სამკურნალო დიეტა რამდენადმე განსხვავებულია. პიელონეფრიტის დროს სამკურნალო კვება შემდეგ პრინციპებს ეფუძნება:

  • ბავშვის რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ექსტრაქტული ნივთიერებები. ამ ნივთიერებებს შეიცავს ხორცისა და თევზის ნახარში, შემწვარი, შებოლილი და მარილიანი საკვები, ხახვი, ნიორი, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, მდოგვი, პირშუშხა, ნიახური.
  • შეგიძლიათ, დიდი ოდენობით მისცეთ რძის ნაწარმი - ის ასტიმულირებს თირკმელების მუშაობას, ხელს უწყობს შარდის გამოყოფას. რძეში შემავალი ცილები, კალციუმი, ფოსფორი და სხვა ძვირფასი ნივთიერებები აუცილებელია ბავშვის ორგანიზმისთვის. მასში არსებული ცხიმები დაყოფილია უმცირეს წვეთებად, რაც ბავშვის კუჭ-ნაწლავს მათ ათვისებას უადვილებს.
  • დიეტის შეუცვლელი კომპონენტებია იოგურტი, მაწონი - ისინი ხელს უწყობენ ნაწლავის მიკროფლორის მოწესრიგებას. ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობისას არცთუ იშვიათად წარმოიშობა ნაწლავების დისბიოზის პრობლემა. ანტიბიოტიკი აუცილებელია ანთებითი პროცესის ჩასაქრობად, მაგრამ დამღუპველად მოქმედებს ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებზეც, იწვევს აშლილობას ან შეკრულობას. რძემჟავა პროდუქტები კი ნორმალური მიკორფლორის აღდგენაში ეხმარება ორგანიზმს.

ბავშვმა უნდა მიიღოს ხაჭო - დღე-ღამეში არანაკლებ 40-50 გრამისა, ასევე - უცხიმო არაჟანი და უმარილო, ჭყინტი ყველი. ყველა ეს პროდუქტი დამატებითი წყაროა კალციუმისა და ცილებისა, რომლებიც ესოდენ აუცილებელია მზარდი ორგანიზმისთვის. ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს ბურღულის ფაფა, მაკარონის ნაწარმი და დღეში ერთი ცალი მოხარშული კვერცხი - ის ავადმყოფი ბავშვისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ამინმჟავებს შეიცავს. ხორცი ნაკლებად ცხიმიანი შეარჩიეთ - ძროხისა, ქათმისა, ინდაურისა, კურდღლისა. ექსტრაქტული ნივთიერებების მოსაშორებლად დაჭერით წვრილად, დაასხით ცივი წყალი და ისე მოხარშეთ. ბავშვს აჭამეთ მხოლოდ ხორცი, ბულიონის გარეშე. ასევე მოუხარშეთ თევზი.

  • ცხიმი უნდა მიიღოს ნაღების კარაქის ან მცენარეული (ზესუმზირას, სიმინდის, ზეითუნის) ზეთის სახით.
  • სასარგებლოა ხილი და კენკრა, მათი წვენი, კომპოტი; ბოსტნეულიდან - კარტოფილი, თეთრთავა კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ყაბაყი, კიტრი, პომიდორი, გოგრა.
  • ნებადართულია ხორბლის პური, შაქარი, საკონდიტრო ნაწარმი (კარამელი, მურაბა, ჯემი, ზეფირი), ჩაი, თაფლი.
  • იკრძალება შოკოლადი, კაკაო, გაზიანი სასმელები.

საკვების მომზადებისას ნუ დაინანებთ ცხიმს, მარილი კი, თუ ექიმმა საერთოდ დაგრთოთ მისი გამოყენების ნება, ზომიერად უყავით. პიელონეფრიტის დროს არტერიული წნევა იმატებს - ამ შემთხვევაში მარილი საერთოდ უნდა ამოიღოთ რაციონიდან.

- როგორია ბავშვის სანიმუშო მენიუ? საზოგადოდ, როგორ მოვამზადოთ საკვები?

- ჩაშუშეთ, მოხარშეთ ორთქლზე ან წყალში. საუზმედ შეგიძლიათ მისცეთ რძიანი ფაფა, ყველიანი მაკარონი, კარტოფილისა და სხვა ბოსტნეულის პიურე, მოხარშული კვერცხი, ხაჭო, მურაბიანი ჩაი. სადილად - ხორცის ან ბოსტნეულის წვნიანი (მაგრამ არა ბულიონზე მომზადებული), მოხარშული ხორცი, ორთქლზე მომზადებული კატლეტი ან გუფთა ბოსტნეულის, ბურღულის, მაკარონის გარნირით.

დესერტად - ხილი, კომბოსტო, კისელი, ასკილის ნაყენი.

სამხრად - ხილი, წვენი, მაწონი, ჩაშუშული ვაშლი თაფლით.

ვახშმად - ხაჭოს ბლინები, ბოსტნეული, ფაფა, ფუნთუშა და ჩაი.

ბავშვს ერთფეროვანი საკვები რომ არ მობეზრდეს, ეცადეთ, ყოველდღე სხვადასხვა კერძი მოუმზადოთ. სუფრასთან მთელი ოჯახი დასხედით და ყველამ ერთად მიირთვით, რომ ბავშვმა თავი სხვებისგან გამორჩეულად და გარიყულად არ იგრძნოს. ყოველდღე ასეირნეთ ბავშვი სუფთა ჰაერზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფეხები არ გაუცივდეს. დაავადების პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ორჯერ ჩააბარეთ შარდის ანალიზი. ნუ შეხედავთ ამას როგორც ფორმალობას - ეს თქვენი შვილის ჯანმრთელობის აუცილებელი პირობაა.