ქალის ჯანმრთელობას საფუძველი ახალშობილობიდანვე ეყრება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალის ჯანმრთელობას საფუძველი ახალშობილობიდანვე ეყრება

- გოგონას ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები, რომელთა წყალობითაც შეასრულებს ის მომავალში დედობის რთულ და საპასუხისმგებლო ფუნქციას, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ჰიგიენას, მოვლას მოითხოვს. ეს უმთავრესად გარეთა სასქესო ორგანოების მოვლას ეხება. გოგონას სასქესო ორგანოებს წინიდან შარდის გამომყოფი არხი ესაზღვრება, უკანიდან - სწორი ნაწლავი და უკანა ტანი. ამის გამო გოგონა უფრო ადვილად ინფიცირდება აღმავალი გზით. შარდში ლეიკოციტების მომატება შესაძლოა საშოში მიმდინარე ანთებითი პროცესის ნიშანიც იყოს, თუ საშარდე სისტემაში, თირკმელებში პათოლოგია გამორიცხულია. ანთების მიზეზად შესაძლოა იქცეს:

  • ჰიგიენის წესების დარღვევა, რის შედეგადაც საშოში განავლოვანი მასები ხვდება;
  • გადატანილი ვირუსული ინფექცია. ზედა სასუნთქი გზების ინფექციის შემდეგ საშოში ხშირად ვითარდება ანთებითი პროცესი. ამ დროს საშოდან გამონადენი 3-5 დღის შემდეგ თავისთავად შეწყდება. თუ ასე არ მოხდა, ექიმს უნდა მიმართოთ.

- ყოველი ახალშობილი გაივლის გარემოსთან შეგუების პერიოდს, რაც პათოლოგიასა და ნორმას შორის მოსაზღვრე მდგომარეობად მიიჩნევა. რით გამოიხატება ეს გოგონებთან?

- ახალშობილისთვის დამახასიათებელია ჰორმონული კრიზები. გოგონებს უჯირჯვდებათ სარძევე ჯირკვლები და უჩნდებათ გამონადენი საშოდან. გამონადენი ზოგჯერ სისხლიანია (სულ რამდენიმე წვეთი), ზოგჯერ - უფერული. ჰორმონული კრიზი არავითარ პათოლოგიას არ უკავშირდება, ამიტომ საშიში არ არის. პირიქით, საქმე მაშინაა საგანგაშოდ, თუ გამონადენი საერთოდ არ შეინიშნება. ეს საქალწულე აპკის შეხორცებაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში ბავშვთა გინეკოლოგის კონსულტაციაა საჭირო. სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვებას მკურნალობა არ სჭირდება. ჯირკვალს ხელს ნუ ახლებთ და შიგთავსს ნუ გამოადენთ, მხოლოდ თბილი საფენები დააფინეთ და მსუბუქად გადაუხვიეთ.

- სხვა შემთხვევაში კი საშოდან გამონადენი ინფექციაზე მიუთითებს. როდის არის მოსალოდნელი საშოს ინფიცირება და როგორ ავაცილოთ ეს პატარას თავიდან?

- საშოდან გამონადენის არსებობა მხოლოდ ჰიგიენის წესების დარღვევის ბრალი არ არის, ის შესაძლოა სხვა ფაქტორებმაც გამოიწვიოს. სასურველია, ჩვილს საკუთარი საწოლი ჰქონდეს და მშობლებთან ერთად არ ეძინოს. ძუძუზე მყოფ ჩვილს დედა ღამით თავის საწოლში გადაიწვენს ხოლმე. ცხადია, ასე უფრო მოხერხებულია, მაგრამ არსებობს ინფიცირების საშიშროებაც, თუ მშობელს თვითონ აქვს პრობლემები ამ მხრივ. გირჩევთ, ასეთ დროს ჩვილს საკუთარი საფენი დაუფინოთ, რათა მისი სხეული მშობლების ზეწარს არ შეეხოს. მით უმეტეს აუცილებელია ეს ზაფხულში, როდესაც ბავშვს მსუბუქად აცვია. უკეთესი კი ის იქნება, შეაჩვიოთ პატარა თავის საწოლში ძილს. საფრთხეს ქმნის პამპერსიც, რომელიც სათბურის ეფექტს და კანის სიწითლეს იწვევს. თუმცა კანის შეწითლება ყოველთვის სველი პამპერსის ბრალი როდია - ის შესაძლოა საკვების მიმართ ალერგიამაც გამოიწვიოს. დიფერენცირება ადვილია: თუ შორისთან ერთად ლოყების ან კიდურების კანიც გაწითლდა ან გამონაყარიც შეინიშნება - მიზეზი, სავარაუდოდ, ალერგიაა. გირჩევთ, საკონსულტაციოდ ბავშვთა გინეკოლოგს მიმართოთ - დედის ინფექციას ან პამეპრსით გამოწვეულ დერმატიტს საშვილოსნოს ანთების პროვოცირება შეუძლია. აგენტ პროვოკატორის როლი შესაძლოა შეასრულოს ჰელმინთებმაც (ჭიებმა). მათი არსებობა მაშინ უნდა ვივარაუდოთ, როდესაც ოჯახში შინაური ცხოველები ჰყავთ. დააკვირდით პატარას საქციელს. თუ ის წრიალებს, ხშირად იკიდებს ხელს შორისის მიდამოზე, ფეხმოკეცილი ჯდება და ქანაობს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას შორისის მიდამო ექავება. ამ შემთხვევაში პედიატრის კონსულტაციაა აუცილბელი.

- რა შეიძლება მოჰყვეს ანთებითი პროცესის გახანგრძლივებას?

- თუ ანთებითი პროცესი გახანგრძლივდა, შესაძლოა საქმე მცირე ბაგეების შეხორცებამდე მივიდეს. გოგონას სასქესო ორგანოების ლორწოვანი ვერ უძლებს ხანგრძლივ გაღიზიანებას, მით უმეტეს - ჭუჭყიანი პამპერსით. მცირე ბაგეების ლორწოვან გარსზე ჩნდება მიკრონაპრალები, ბაგეები ხორცდება და სასქესო ნაპრალი იხურება.


- როგორია გოგონას მოვლის, ჰიგიენის თავისებურებანი?

- გოგონა ადრეული ასაკიდანვე უნდა შეაჩვიოთ პირადი ჰიგიენის დაცვას. გარეთა სასქესო ორგანოები, შორისის მიდამო ბავშვს მუდამ სუფთა და მშრალი უნდა ჰქონდეს. უნდა ვარიდოთ როგორც გადახურებას, ასევე გადაცივებას. გამოვუყოთ საკუთარი საპონი, ღრუბელი, პირსახოცი. ბავშვის თეთრეულსა და ტანსაცმელს საერთო სარეცხთან ერთად ნუ გარეცხავთ. მით უმეტეს, დაუშვებელია მათი რეცხვა უფროსების საცვლებთან ერთად. პატარა გოგონებს ხშირად დაუთვალიერეთ სასქესო ორგანოები, რათა უსიამოვნების მაუწყებელი ნიშნები არ გამოგეპაროთ. ჩვილს დროულად გამოუცვალეთ პამპერსი. ჩასაბანად მხოლოდ გამდინარე წყალი გამოიყენეთ, ამასთან, გადადუღებული. არ შეიძლება ბავშვის ჩაბანა აბაზანაში ან თასში დაგროვილი წყლით. გარეთა სასქესო ორგანოები უნდა ჩაბანოთ პამპერსის ყოველი გამოცვლის შემდეგ და ძილის წინ. ეს აუცილებელია, რათა საშო განავლოვანი მასებით არ დაბინძურდეს. პამპერსის გამოცვლისთანავე ჯერ უფროსმა უნდა დაიბანოს ხელები საპნით და შემდეგ გოგონა ჩაბანოს. ჩაბანა ხდება მუცლის ქვედა ნაწილიდან, წინიდან უკანა ტანისკენ. საპირისპირო მიმართულებით ჩაბანისას საშო ადვილად ინფიცირდება განავლოვანი მასით. ჩაბანეთ მხოლოდ სუფთა წყლით - სოდა, კალიუმის პერმანგანატი (მარგანცოვკა) და სხვა სადეზინფექციო საშუალებები ლორწოვან გარსს აღიზიანებს. ერთი წლიდან სქესობრივ მომიწფებამდე (მენსტრუაციის დაწყებამდე) კი შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ ბავშვის საპონი ან ჰიგიენური საპონი, რომელიც საგანგებოდ გოგონებისთვის არის განკუთვნილი. ჩაბანის შემდეგ ფაქიზად გაამშრალეთ და გარეთა სასქესო ბაგეებისა და შორისის მიდამო კრემით ან საბავშვო ზეთით დაამუშავეთ. ჭარბად ნუ გამოიყენებთ საბავშვო პუდრს - ის ჩვილის ნაზ ლორწოვანს აშრობს და აზიანებს. სიწითლის შემჩნევისთანავე ბავშვს თუთიის შემცველი მალამოთი დაუმუშავეთ შორისის მიდამო. ყურადღება მიაქციეთ პატარას კუჭ-ნაწლავის მოქმედებას - განავლის კონსისტენციას, დეფეკაციისა და შარდვის სიხშირეს. გადავსებული შარდის ბუშტი საშვილოსნოს უკან გადახრას იწვევს, ხოლო სიგმოიდურ და სწორ ნაწლავებში განავლოვანი მასების შეგუბება - საშვილოსნოს წინ გადახრას. შარდვისა და ნაწლავთა მოქმედების მოწესრიგებით თავიდან ავიცილებთ მომავალში შინაგანი ორგანოების არასწორ მდებარეობას.

- როგორია მოზარდი გოგონას ჰიგიენური რეჟიმი?

- მოზარდმა ჰიგიენის განსაკუთრებული წესები უნდა დაიცვას მენსტრუაციის დროს. ამ პერიოდში გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა დღეში 2-3-ჯერ მაინც არის რეკომენდებული. ამასთან, მკერდისა და იღლიების ჰიგინეური დამუშავებაც აუცილებელია. გოგონას პატარაობიდანვე უნდა შევასწავლოთ სასქესო ორგანოების მოვლა, ავუხსნათ, რომ შორისის მიდამო ფრთხილად უნდა ჩაიბანოს თბილი წყლით წინიდან უკანა ტანისკენ რბილი ერთჯერადი ხელსახოცით. ამავე მიმართულებით უნდა მოხდეს გამშრალებაც. ასევე უნდა ვასწავლოთ გოგონას სწორი ნაწლავისა და შარდის ბუშტის დროულად დაცლა გადავსებული ორგანოების საშვილოსნოზე ზეწოლის თავიდან ასაცილებლად. მენსტრუაციის პერიოდში გოგონებმა თავი უნდა არიდონ ფიზიკურ დატვირთვას, მით უმეტეს - თუ ციკლი ტკივილით მიმდინარეობს. მენსტუაციამდე გოგონები უჩვეულოდ მგრძნობიარენი ხდებიან, ყოველივეს მეტისმეტად ფაქიზად აღიქვამენ, ხშირად აწუხებთ ღებინება და თავბრუხვევა, შეტევისმაგვარი ტკივილი და სიმძიმე მუცლის ქვედა ნაწილში, მოთეთრო გამონადენი საშოდან, თავის ტკივილი, სახეზე კი გამონაყარი უჩნდებათ. მენსტრუაციის პერიოდში გოგონას მოხერხებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა ეცვას, რათა არ შეფერხდეს ორგანოების სისხლით მომარაგება და სასქესო ორგანოები არ დაზიანდეს. მოარიდეთ გოგონა ველოსიპედზე ან ცხენზე დიდხანს ჯდომას, რომ გარეთა სასქესო ორგანოები არ დაიზიანოს ან მენჯის ღრუში შეგუბებითი მოვლენები არ განუვითარდეს.

- რას გვეტყვით სასქესო ინფექციების პროფილაქტიკის შესახებ?

- განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ სასქესო ინფექციების პროფილაქტიკას. ეს საკითხი უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე წყდება, რაც ითვალისწინებს სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე გოგონას აცრას პაპილომავირუსის ვაქცინით. ეს ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ ძირითად ფაქტორად მიიჩნევა. ამდენად, მისგან თავდაცვა ქვეყნის დემოგრაფიული კლიმატის გაუმჯობესების საწინდარიც არის. დაბოლოს, ის, რაც გოგონამ უფროსების დაუხმარებლად უნდა შეძლოს:

  • ყოველდღე გამოიცვალოს საცვლები;
  • არ ისარგებლოს საერთო პირსახოცით, ღრუბლით;
  • თუ იგრძნო წვა, ქავილი, შეამჩნია სიწითლე შორისის ან გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, დროულად უნდა მიმართოს ექიმს.
  • ნუ მოერიდება დედის, ექიმის, ახსოვდეს, რომ გაჭიანურება სერიოზულ გართულებებამდე მიიყვანს, რომლებსაც შესაძლოა მისი არა მხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ მომავალიც შეეწიროს.