როცა ცუდად სხვისი შვილი იქცევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ცუდად სხვისი შვილი იქცევა

ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, ვინაიდან ყველა სიტუაცია ინდივიდუალურია. უფროსის მოქმედება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ბავშვის ასაკზე, იმაზე, ვისი შვილია ის - ახლობლის თუ თითქმის უცნობი ადამიანის... თავდაპირველად განვიხილოთ სიტუაცია, როცა ცუდად თქვენი ახლობლის შვილი იქცევა. სტანდარტული სურათი ასეთია: თქვენთან სტუმრად არიან მეგობრები; მათი შვილი გაუსხლტა უფროსებს, აღარ უჯერებს მშობლებს ან თავად მშობლები აღარ რეაგირებენ შვილის უმსგავსო საქციელზე. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, უპირატესობა თქვენს მხარეზეა - თქვენ დიასახლისი ბრძანდებით და თამაშის წესებსაც თქვენ კარნახობთ. ხშირად პატარები ცელქობას მოწყენილობის გამო იწყებენ. ასე მაშინ ხდება, როცა უფროსები საუბრობენ, მხიარულობენ, ბავშვებისთვის კი გასართობი არ მოუფიქრებიათ, ამიტომ, როცა სტუმრებს ბავშვებითურთ ვეპატიჟებით, აუცილებელია, წინასწარ მოვამზადოთ სამაგიდო თამაშები, ფლომასტერები და სახატავი ფურცლები და შევთავაზოთ პატარებს თავის შესაქცევად. თუ ხედავთ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა, შეიძლება, სულაც არ დაელოდოთ მისი მშობლების რეაქციას და პატარას წყნარად, აღუშფოთებლად უთხრათ, რომ თქვენს სახლში ასე არ იქცევიან. არ გირჩევთ ნოტაციების კითხვას ცუდი ქცევის შესახებ - ეს ყველაზე მცდარი გზაა. მაგალითად, დივანზე ფეხსაცმელებით მორბენალ ბავშვს მშვიდად განუცხადეთ, რომ ფეხსაცმელები უნდა გაიხადოს, რადგან აქ თქვენ გძინავთ, და მიეხმაროთ კიდეც ამაში. არცთუ იშვიათად მშობლებს სწყინთ შვილის უგვანო საქციელზე მასპინძლის რეაქცია. თქვენი ნებაა, როგორ მოიქცევით ასეთ დროს - თუ მათთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, შეჩერდით. სხვაგვარადაა საქმე, როცა ბავშვის უწესო საქციელის გამო კონფლიქტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წარმოიშობა უცნობ ადამიანებს შორის. მაგალითად, ხშირია პროვოკაციული სიტუაციები საბავშვო მოედანზე. წყნარად მოთამაშე პატარებთან შესაძლოა მივიდეს აგრესიულად განწყობილი ბავშვი, რომელიც დაიწყებს სათამაშოების წართმევას, ხელის კვრას, ცუდი სიტყვების ძახილს. თუ ხედავთ, რომ ბავშვის მშობლები მის საქციელზე არ რეაგირებენ, უპირველესად სწორედ მათ უნდა მიმართოთ. არ არის გამორიცხული, ბავშვის ასეთი ქცევის მიზეზი მისი ფსიქიკის ან ნერვული სისტემის თავისებურება იყოს. ამ შემთხვევაში ან უნდა მოითმინოთ და თვალი ადევნოთ, რომ თქვენს პატარას არაფერი დაუშაოს, ან იქაურობას გაეცალოთ. სამწუხაროდ, არსებობენ მშობლები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პატარებს არაფერი არ უნდა ავუკრძალოთ, რათა მათი განვითარება არ შევზღუდოთ, თუმცა მაშინვე აღშფოთდებიან ხოლმე, როცა მათ შვილს სხვა ბავშვი სათამაშოს წაართმევს ან ხელს ჰკრავს. ზოგჯერ ბავშვის გვერდით უფროსი არის და არც არის... დიახ, იქვეა, მაგრამ ტელეფონით ლაპარაკობს და სულაც აღარ ახსოვს პატარა. ასეთ დროს უნდა ვთხოვოთ, ყურადღება მიაქციოს შვილს. თუ ამან შედეგი არ გამოიღო, შეიძლება პატარა ონავარს მივცეთ შენიშვნა, ოღონდ ისე, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ. ნებისმიერ სიტუაციაში უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის მიერ პროვოცირებული კონფლიქტი მხოლოდ მის თანმხლებ პირთან ერთად შეიძლება მოგვარდეს. არ შეიძლება სხვისი შვილის ლანძღვა, უსიამოვნო ეპითეტებით შემკობა და, რასაკვირველია, ცემა. როგორც არ უნდა იქცეოდეს ბავშვი, მისი დასჯის უფლება მხოლოდ მშობელს აქვს. გარეშე პირისგან ასეთი ქმედება შესაძლოა ძალადობად შეფასდეს.