ყვითელი ქერქი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყვითელი ქერქი

როგორ ვებრძოლოთ გნეისს?

უწინარეს ყოვლისა, მისი მიზეზი უნდა ვიპოვოთ.

თუ ბავშვს ყოველდღე აბანავებთ, კარგად ამშრალებთ, თავზე ნატურალური ქსოვილის ქუდს ახურებთ, მაგრამ სებორეული ქერქები მაინც რჩება, მიმართეთ პედიატრს, მანამდე კი კარგად დაფიქრდით:

  • იქნებ ჩვილს თავი უოფლიანდება, თქვენ გეშინიათ, არ გაცივდეს და სახლშიც ახურავთ ქუდს?
  • იქნებ პატარას სურნელოვანი შამპუნით აბანავებთ, მისი არომატული დანამატები კი ნაზ კანს აღიზიანებს? ბავშვს არ მიაკაროთ მოზრდილებისთვის განკუთვნილი შამპუნი, გამოიყენეთ მხოლოდ საბავშვო, ანტიალერგიული საშუალებები, რომლებიც აფთიაქებსა და საბავშვო მაღაზიებში იყიდება.
  • იქნებ თავს ყოველდღე ბანთ? ტანის ყოველდღე დაბანა მართლაც აუცილებელია, თავისა კი - არა, თორემ კანი გამოშრება და სებორეული დერმატიტი უფრო გაღრმავდება.
  • იქნებ ბავშვი ალერგიისკენ არის მიდრეკილი და იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული? ასეთ დროს ქერქი უფრო ხშირად წარმოიქმნება და დიდხანს არ ქრება.

როგორ გავწმინდოთ კანი გნეისისგან?

გნეისის მოცილებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა კანი არ გაიკაწროს - ჭრილობაში ინფექციის შეჭრა გაცილებით მეტ პრობ-ლემას შეგვიქმნის, ვიდრე თვით ქერქი. საჭიროა, შეარჩიოთ სწორი ტაქტიკა და ბავშვს ყოველდღე ჩაუტაროთ ჰიგიენური პროცედურები.

სამი ნაბიჯი რბილი და სუფთა კანისკენ

  • დაბანამდე ერთი საათით ადრე კანში კარგად შეაზილეთ საბავშვო ზეთი, გადადუღებული ზეთი ან თხევადი ვაზელინი. ჩამოაცვით თავზე ბამბის ქუდი და 15-20 წუთით ასე დატოვეთ, რათა ქერქები კარგად დარბილდეს. შემდეგ დავარცხნეთ და მერეღა შეუდექით დაბანას.
  • თავი კარგად ჩამობანეთ წყლითა და შამპუნით. გაამშრალეთ რბილი პირსახოცით. თმა ფენით არ გაუშროთ.
  • დარჩენილი ქერქი მოაცილეთ საბავშვო სავარცხლით. სპეციალური სავარცხელი, რომელსაც ბურთულებიანი ბოლოები აქვს, მასაჟორის ფუნქციას ასრულებს, ამშვიდებს პატარას და თმის ძირებსაც ასტიმულირებს.

    სათუთად მოაცილეთ ყიფლიბანდის მიდამოში არსებული ქერქი.

აბრეშუმის კულულები

რომელი დედა არ ოცნებობს, მის პატარას აბრეშუმივით ფაფუკი კულულები ამშვენებდეს! ბავშვს რომ ჯანმრთელი და ნაზი თმა ჰქონდეს, დაიცავით შემდეგი წესები:

  • მიეცით კანს სუნთქვის საშუალება, ნუ დაახურავთ შენობაში ქუდს, სარკმელი სულ ღია გქონდეთ, მაგრამ ერიდეთ ორპირს.
  • ვიდრე ჩვილს თავს ღინღლი უფარავს, დაბანეთ მხოლოდ სუფთა წყლით, ყოველგვარი კოსმეტიკური საშუალების გარეშე. როცა თმა გაუხშირდება, შეგიძლიათ გამოიყენოთ შამპუნი ან საპონი, მაგრამ კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ.
  • შეიძინეთ ჩვილებისთვის განკუთვნილი შამპუნი, იგი არ წვავს, არ აღიზიანებს კანსა და თვალებს, არ იწვევს ალერგიას.
  • დაბანამდე და დაბანის შემდეგ ჩვილს თმა დავარცხნეთ სპეციალური საბავშვო სავარცხელ-მასაჟორით. ერთმანეთში ჩახლართული თმა შეაჭერით.