რომელი ჰორმონის წყალობით "დაფრინავს" შეყვარებული ადამიანი
სისხლში მოხვედრის შემდეგ ისინი იწვევენ გაუტკივარებას, ბედნიერების შეგრძნებას, სიმსუბუქეს, კმაყოფილებას. ერთი სიტყვით, ეს მორფინის მსგავსი ნივთიერებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სტრესის მოხსნაში.
არსებობს რამდენიმე ჰორმონი, რომლებსაც ენდორფინების ფუნქცია აქვთ. ენდორფინები - ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონების ჯგუფია. სისხლში მათი დონის აწევა შესაძლებელია, თუ ორგანიზმს ფიზიკურად დავტვირთავთ, მაგალითად, სპორტით, ვარჯიშით. იმ ადამიანების 85%-მა, ვინც რეგულარულად დადიან საცურაო აუზზე ან სპორტდარბაზში, არ იციან, რა არის დეპრესია. სისხლში ენდორფინების შემცველობა იზრდება სიცილის დროს. ხელოვნური ღიმილიც კი ზრდის ამ ჰორმონის რაოდენობას, ხოლო დღესასწაულების შემდეგ კარგი გუნება-განწყობილების წყალობით ორგანიზმი ორი დღით შეუვალი ხდება ვირუსებისთვის.
უგნებობა და დეპრესია კი ასუსტებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ადვილად ერევა ვირუსები. ოქსიტოცინი - სინაზისა და ნდობის ჰორმონი. წარმოიქმნება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. ამიტომ არის, რომ შეყვარებული გრძნობს სიმსუბუქეს, თითქოს დაფრინავს და თავი ყოვლისშემძლე ჰგონია. სეროტონინი - ტონუსის, ოპტიმიზმის, კარგი განწყობის ჰორმონი. მას მყისიერად გამოყოფს ორგანიზმი, როგორც კი მიირთმევთ შოკოლადს, ნაყინს, ბანანს, ფინიკს, მსხალს, კარალიოკს და სხვა საკვებს, რომელიც შეიცავს ამინმჟავა ტრიპტოფანს. მათ, ვისაც უყვართ ეს პროდუქტები, გაცილებით იშვიათად აწუხებთ უძილობა, უგუნებობა, დეპრესია და ნევროზი. დოფამინი - კმაყოფილებისა და სურვილის ჰორმონი. მისი წყალობით ადამიანს უწევს სასიცოცხლო ტონუსი, უბრწყინავს თვალები, ემატება მიზანსწრაფვა. ტესტოსტერონი, ესტროგენი - მამაკაცისა და ქალის ჰორმონები. მათ იძლევა სიყვარული, სექსი, კარგი ეროტიკული განცდები. ესტროგენების სიჭარბე განაპირობებს ქალურობასა და მიმზიდველობას, მომხიბვლელობას, ტერტოსტერონისა - სექსუალობასა და აზარტულობას. იხილეთ ვრცლად