ნუ ავჩქარდებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნუ ავჩქარდებით

ასევე გაუმჯობესდა ხელოვნური კვების ადაპტირებული ნარევები. ამდენად, ადრეულ ასაკში დამატებითი კვების მიცემის აუცილებლობაც არ არის. პირველი დამატებითი საკვების მიცემის ოპტიმალური დრო 6 თვეა. თუმცა ეს ძალზე ინდივიდუალური საკითხია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციით წყდება.

რა საფრთხეს ქმნის ნაადრევად დაწყებული დამატებითი კვება?

არის შემთხვევები, როცა დედა ნაადრევად, 3,5 თვიდანაც კი იწყებს დამატებითი საკვების მიცემას. ჯერ ბოსტნეულისა და ხილის წვენს აძლევს, შემდეგ ხილის პიურეს, მის კვალდაკვალ კი - ბოსტნეულის პიურეს... და იწყება პრობლემების მთელი ჯაჭვი: განავალში ჩნდება მოუნელებელი საკვების ნაწილები, ლორწო, მატულობს დეფეკაციის სიხშირე... საქმე კი ის არის, რომ 3 თვის ჩვილის კუჭ-ნაწლავისთვის შეუსაბამოა ამ საკვების მიღება-გადამუშავება. მოუმწიფებელია მისი მომნელებელი სისტემა. ფერმენტული სისტემის შესაძლებლობები შეზღუდულია. იგი შეგუებულია მხოლოდ დედის რძის ან მასთან ახლოს მდგომი ადაპტირებული ნარევის ათვისებას. ხილი და ბოსტნეული სათანადოდ ვერ გადამუშავდება, არც ბავშვის ორგანიზმს სჭირდება ჯერ ეს პროდუქტი. დედის რძე - აი, საჭირო და საკმარისი ჩვილის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის. უფროსი თაობის მაგალითები, როგორ იზრდებოდნენ ბავშვები საერთო მაგიდასთან - გაუმართლებელია. დელიკატურად უთხარით მათ ამგვარ რჩევებზე უარი და მიჰყევით თანამედროვე რეკომენდაციებს.

შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდი...

წარმოვიდგინოთ, რა ხდება ჩვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დროზე ადრე დაწყებული დამატებითი საკვების მიღების შემდეგ. ფერმენტების უკმარისობისა და უმწიფრობის გამო ნახევრად დაშლილი საკვები ნივთიერებების წვრილი ნაწლავებიდან შეწოვა შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარების საბაბი გახდეს. შემდეგ იწყება ალერგენების ძიება, კონსულტაციები, ხან ერთი, ხან მეორე პროდუქტის რაციონიდან გამორიცხვა, დედისა და ბავშვის დიეტა. ნაადრევი დამატებითი საკვები ნაწლავის მიკროფლორის ცვლილებასაც იწვევს. ბუნებრივი კვების დროს ნაწლავის ნორმალური მიკროორგანიზმები თავიანთ ბუნებრივ მოვალეობას ასრულებენ. როცა ნაწლავში ხვდება ახალი, ფერმენტების მიერ დაუშლელი უცხო საკვები მასა, ირღვევა მიკრობების ეკოლოგია, გარემო და იწყება მათი პანიკა და დიდი “გადაადგილება”. მიკრობები, რომლებიც ბუნების მიერ გამწესებულნი არიან ნაწლავების ქვედა ნაწილში საცხოვრებლად, ამოდიან ზემოთ - ალბათ, უკეთესი ლუკმის საძიებლად! აქ მათ არცთუ მშვიდად ხვდებიან მათი კონკურენტი “ადგილობრივი” მიკროორგანიზმები. ამ გაუგებრობის შედეგი კი ნაწლავური ფლორის დისბიოზია! ნორმიდან გადახრის თავიდან აცილება ძალზე იოლია, საკმარისია, მშობელმა დაიცადოს 6 თვემდე ან 5,5 თვემდე მაინც და შემდეგ დაიწყოს დამატებითი საკვების მიცემა, ბავშვის ორგანიზმი სრულად მზად იქნება ამისათვის.

რატომ ჩქარობენ უფროსები?

მშობლების სიჩქარის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ერთ დედას ურჩიეს დამატებითი საკვების 4,5 თვიდან დაწყება, რადგან მისი შვილი სწრაფად მატულობდა წონაში და საჭირო იყო ვიტამინებისა და რკინის დეფიციტის შევსება. ამ დროს დეფიციტის არავითარი ნიშანი არ არსებობდა და არც ანალიზები ჰქონდა გაკეთებული. ასეთ რჩევებს ექიმებიც იძლევიან, ფიქრობენ, რომ დედის რძე ყველა საჭირო ნივთიერებას საკმარისი ოდენობით შეიცავს, თანაც, თუ დედა არ ეწევა, იკვებება სწორად და ბავშვთან ერთად საკმაო დროს ატარებს ჰაერზე. არსებობს საპირისპირო მოვლენაც: დედა, რომლის 5 თვის შვილის წონა კუთვნილის ქვედა ზღვარზეა - ცდილობს ნაადრევად დაიწყოს ბავშვის დამატებით კვება. ბებიაც თავისი გამოცდილებით ურჩევს ხილისა და ბოსტნეულის პიურეს, რომ ასე მაინც ცოტა მოიმატოს! სინამდვილეში, ბოსტნეულის პიურე კალორიულობით ბევრად ჩამოუვარდება დედის რძეს, ბუნებრივია, კუჭის ტევადობაც შეზღუდულია. პატარა ჭამს 50-80გ ბოსტნეულის პიურეს, რძეს კი გაცილებით ნაკლებს მიიღებს. თუკი ძუძუთი იშვიათად და დიდი ინტერვალებით კვებავთ, ამით რძის წარმოქმნის პროცესსაც შეამცირებთ. ახალგაზრდა დედას ხშირი კვება არ მოსწონს, ბავშვი უფრო მეტადაა მასზე დამოკიდებული და ნაკლები დრო რჩება მეგობრებისთვის. ამიტომ ცდილობს ძუძუთი კვება თანდათან დამატებითი საკვებით ჩაანაცვლოს, რასაც დროის გამოთავისუფლებაც მოჰყვება. მაგრამ დამატებითი საკვების მომზადებასაც ხომ სჭირდება დრო, მის გაგრილებას, კოვზით მიცემას - რაც არანაკლებ შრომატევადია. კვების დასრულების შემდეგ კი ჭურჭელი საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს, გასუფთავდეს მაგიდა, იატაკი, ტანსაცმელი და ეს ყველაფერი თავიდან მხოლოდ ერთი-ორი ჩაის კოვზი ფაფისთვის. მისი ულუფა თანდათან უნდა გავზარდოთ. ნუ დაიმედდებით, რომ ფაფით კვების შემდეგ ბავშვს ღამის ძილი გაუხანგრძლივდება. ის ღამით მაინც გაიღვიძებს და ძუძუს მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ბავშვის გაზრდა და აღზრდა, მისი კვება თუ ძილი დედისთვის დიდი სიამოვნებაცაა. დედის ალერსს ძიძა თუ ბებია ვერ ჩაანაცვლებენ. ხოლო მითი, რომ დამატებითი კვების შემდეგ დედას მეტი დრო გამოუთავისუფლდება, ბავშვი კი ხანგრძლივად იძინებს - მითად დარჩება. ამ ილუზიისთვის არ ღირს ბავშვისთვის დამატებითი საკვების ნაადრევად მიცემა, უმჯობესია, ყველაფერი დროულად მოხდეს. სიჩქარემ უფრო სერიოზული პრობლემები შეიძლება შეუქმნას პატარას, მათი გამოსწორება კი გაცილებით მეტ დროს მოითხოვს. სიცოცხლის პირველ წელს ბავშვი სამი სახეობის ახალ საკვებს ღებულობს: ფაფას, ბოსტნეულის პიურესა და ხორციან საკვებს. მათი მიღების თანმიმდევრობას, ბავშვის თავისებურებების გათვალისწინებით, თქვენი პირადი ექიმი განსაზღვრავს.