როგორ განვავითაროთ მხედველობითი მეხსიერება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ განვავითაროთ მხედველობითი მეხსიერება

10 სურათი

მაგიდაზე დააწყვეთ 10-15 პატარა სურათი. მათზე გამოსახული საგნები ბავშვისთვის ნაცნობი უნდა იყოს. ბავშვი კარგად უნდა დააკვირდეს მათ. ამის შემდეგ სურათები აალაგეთ და ბავშვს სთხოვეთ, საგნები დაასახელოს. ამ მეთოდით მოწმდება ხანმოკლე მეხსიერება. თუ 6-7 წლის ბავშვმა დაასახელა 6-7 საგანი, ეს საკმაოდ კარგი შედეგია. ახლა ბავშვს უნდა აჩვენოთ ის სურათები, რომლებიც მან ვერ დაიმახსოვრა. 10 წუთისა და 1 საათის შემდეგ კიდევ ერთხელ სთხოვეთ პატარას, დაასახელოს საგნები. ამ მეთოდით ხანგრძლივ მეხსიერებას შევამოწმებთ. კარგი შედეგია ათიდან 7-8 საგნის დამახსოვრება.

რა შეიცვალა?

თქვენ დაგჭირდებათ 5-8 სათამაშო ან ნებისმიერი სხვა ნივთი. დააწყვეთ ისინი მაგიდაზე და ბავშვს სთხოვეთ, კარგად დააკვირდეს. ახლა სთხოვეთ, დახუჭოს თვალები და ერთი სათამაშო აიღეთ, დაამატეთ ან ადგილი შეუცვალეთ. ბავშვმა უნდა აღმოაჩინოს ცვლილება.

ვხატავთ, რასაც ვიმახსოვრებთ

ეს არის კიდევ ერთი ეფექტური ვარჯიში მხედველობითი მეხსიერების განსავითარებლად. მას არ სჭირდება არავითარი მომზადება. საკმარისია ფურცელი და ფანქარი. არსი კი ის გახლავთ, რომ ქაღალდზე მარტივ ფიგურას, ორნამენტს ან საგანს ხატავთ. ბავშვი იმახსოვრებს გამოსახულებას და შემდეგ თვითონვე ხატავს.

ყურადღება სეირნობის დროს

ბავშვთან ერთად სეირნობისას დროს უქმად ნუ დაკარგავთ და ეს დრო მხედველობითი მეხსიერების განვითარებისთვის გამოიყენეთ. საკმარისია, ბავშვის ყურადღება მიაპყროთ რეკლამებს, მაღაზიების ვიტრინებს, საგზაო ნიშნებს. შინ დაბრუნებისას კი პატარას სთხოვეთ, დახატოს, რაც დაიმახსოვრა.

საიდუმლო აგენტი

პატარა ბავშვი დამახსოვრების პროცესით რომ დააინტერესოთ, უამბეთ მას საიდუმლო აგენტების შესახებ. საიდუმლო აგენტმა ისე უნდა დაიმახსოვროს ყველაფერი, რომ ფოტოაპარატი არ გამოიყენოს. ახლა ბავშვს სთხოვეთ, დაიმახსოვროს საგნები, რომლებიც მაგიდაზე (კომოდზე დ ა.შ.) აწყვია, მერე კი დაასახელოს.

ყუთები

თამაშისთვის საჭიროა 3-4-განყოფილებიანი ყუთი. მისი გაკეთება სულ ადვილად შეიძლება ასანთის ყუთების შეწებებით. ერთ-ერთ ყუთში ჩადეთ პატარა სათამაშო. ცოტა ხნის შემდეგ ბავშვს სთხოვეთ, მისი ადგილსამყოფელი გიჩვენოთ.

საინტერესო სურათები

თამაშისთვის საჭიროა ათი სურათი და ცოტაოდენი თავისუფალი დრო. სურათები მაგიდაზე დაალაგეთ და ბავშვს სთხოვეთ, დაიმახსოვროს გამოსახულებები. ახლა რიგრიგობით აიღეთ სურათები და ბავშვს სთხოვეთ მათი დასახელება. თამაშში ის გაიმარჯვებს, ვინც მეტ საგანს დაასახელებს.