ის სამყაროს მოევლინა! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ის სამყაროს მოევლინა!

მესაუბრე, დედიკო!

ბავშვი სიცოცხლის პირველივე დღეებიდან რეაგირებს ბგერით ზემოქმედებაზე. მას შეუძლია ბგერის ტემბრის, სიძლიერისა და სიმაღლის აღქმა. ის ცნობს თქვენს ხმას, არჩევს თქვენი საუბრის ინტონაციას. თუ რამდენჯერმე ხმადაბლა წარმოთქვამთ “აღუს” ან დარეკავთ პატარა ზარს, ბავშვი რამდენიმე წამით გაირინდება, მერე კი თვალებით ხმაურის წყაროს ძებნას დაიწყებს, მოგვიანებით მის მხარეს თავსაც მიაბრუნებს. დადგება წუთი, როცა მიმართვის პასუხად უფროსს მიაპყრობს მზერას. ელაპარაკეთ პატარას რაც შეიძლება ხშირად და პირველი თვის ბოლოს ბავშვი ალერსიანი სიტყვების პასუხად გაგიღიმებთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. “სოციალური ღიმილის” გამოვლენისთანავე იკვეთება ურთიერთობის მოთხოვნილებაც.

რა გემრიელია! რა კარგი სუნი აქვს! რა კარგი ფერია!

რა თქმა უნდა, სიცოცხლის პირველ თვეს ბავშვის მხედველობა ჯერ კიდევ არ არის მკვეთრი და აბსოლუტური. პირველად ის კონტრასტულ ფერებს არჩევს - წითელს, თეთრს, შავს. საგნებს არჩევს ფორმისა და ზომის მიხედვით. უპირატესობას ანიჭებს მარტივ კონფიგურაციებს. სიცოცხლის მეორე-მესამე კვირას შესაძლოა შევამჩნიოთ, რომ ბავშვი მზერით უფროსის სახის ფიქსირებას იწყებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ახალშობილისთვის ყველაზე საინტერესო სახეებია. მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვს პირი სითხით ჰქონდა სავსე, მაგრამ უკვე ამჩნევდა მის ცვლილებებს, იმის შესაბამისად, რას მიირთმევდა დედა. ძუძუთი კვების დროს ბავშვს შეუძლია “ამოიცნოს” ნაცნობი გემო, რადგან მას “გემოვნებითი მეხსიერება” აქვს. ძუძუთა ბავშვიც კი იოლად არჩევს ერთმანეთისგან მჟავეს, მლაშეს, ტკბილს. მთლიანობაში, ბავშვი ამჟღავნებს ინტერესს ახალი გემოს მიმართ, გამოხატავს არმოწონებას. ამრიგად, მას უყალიბდება საკუთარი გემოვნებითი მისწრაფებები. პატარას არც ყნოსვა ატყუებს. ის თვალის გაუხელელადაც არკვევს, ვინ დაიხარა მის საწოლთან - ის ხომ კარგად  იცნობს საყვარელი დედიკოს სურნელს. ყნოსვის განვითარებამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულოს ძუძუს გადაჩვევის დროს. ზოგიერთი მშობელი ამჩნევს, რომ ჯერ კიდევ ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლამდე ჩვილი თავს იქით აბრუნებს, საიდანაც მისთვის უცნობი საკვების სუნი მოსდის.

დედის ხელებზე უკეთესი არაფერია

ბავშვის განვითარებაში უზარმაზარ როლს ასრულებს კანი, უფრო სწორად, მისი ფიზიოლოგიური ფუნქციები. კანი მონაწილეობს არა მარტო სუნთქვაში (ჩვილს კანით სუნთქვა უფრო ინტენსიური აქვს, ვიდრე მოზრდილს), არამედ პატარას გარე სამყაროს შემეცნებაშიც ეხმარება. დაბადების მომენტამდე თქვენს შვილს არ ჰქონია ტაქტილური (შეხებითი) გამოცდილება, მაგრამ ახლა შეხება მისთვის ინფორმაციის ძირითადი წყაროა. ეს გასაკვირი არ არის - ბავშვის კანი ხომ გაცილებით ფაქიზია, ვიდრე მოზრდილი ადამიანისა, შესაბამისად, უფრო მგრძნობიარეც. სწორედ შეხების წყალობით ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის ინტენსიური ჩამოყალიბება. ტაქტილური შეგრძნებების წყალობით აქტიურად ვითარდება ტვინი - თითოეული შეხება ხელს უწყობს ნეირონული კავშირების განვითარებას. უფრო მეტიც - შეხება წარმოშობს იმპულსების მძლავრ ნაკადს, რომელიც ორგანიზმის ყველა სისტემის განვითარების სტიმულს იძლევა. სხეულებრივი კონტაქტი თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. ყოველივე ამის გამო ბავშვისთვის ძალიან სასარგებლოა მასაჟი. ის კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ბავშვის როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე; ამცირებს სტრესის ჰორმონების დონეს; ამაგრებს იმუნურ სისტემას; აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლას. გარდა ამისა, ეს შესანიშნავი ვარჯიშია მთელი სხეულისთვის, რომელიც ჯერ არც ისე კარგად ემორჩილება პატრონს. დღეს გვთავაზობენ ათასგვარ მასაჟს, რომლებიც სპეციალურ ცოდნას და კარგად შემუშავებულ ტექნიკას მოითხოვს, ამიტომ მისი შესრულება მხოლოდ პროფესიონალ ექიმ მასაჟისტებს შეუძლიათ. დედისა და მამის ხელებს უდიდესი ძალა აქვთ. ბავშვი იგრძნობს თქვენს სიყვარულს, თქვენს მზრუნველობას. შეეხეთ და მოეფერეთ ხშირად - ამ დროს მყარდება ყველაზე სასიამოვნო და ფასეული კონტაქტი თქვენ შორის.