იქნებ პატარას თვალები სტკივა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იქნებ პატარას თვალები სტკივა?

წესით, ჩანასახოვანი აპკი დაბადებისთანავე უნდა გაიწოვოს, მაგრამ ზოგჯერ, ასიდან დაახლოებით 7 შემთხვევაში, ასე არ ხდება. შედეგად ცრემლი გუბდება თვალსა და საცრემლე პარკში, ხოლო შეგუბება სათავეს უდებს ანთებით პროცესს - დაკრიოცისტიტს. დედები, როგორც წესი, იწყებენ მტკივანი თვალის დამუშავებას ჩაის ნაყენით ან ალბუციდით, დრო გადის, შედეგი არ ჩანს, პროცესი ღრმავდება. რეალურად, საჭიროა სპეციალური ინსტრუმენტებით საცრემლე გზების გამორეცხვა, რომ ცრემლმა თავისუფლად იდინოს თვალიდან ცხვირისკენ. ასე რომ, პაწია დროულად აჩვენეთ ოფთალმოლოგს.

აპკი თვალის კუთხეებში

თხელი მოთეთრო-მორუხო აპკი თვალის შიგნითა კუთხეში ან გარეთა კუთხესთან, ქუთუთოების ქვეშ, ვირუსული ინფექციის ნიშანია. ზამთარში ადენოვირუსი აქტიურდება. ადენოვირუსული კონიუნქტივიტის დროს ანთებითი პროცესი თავდაპირველად ცალი თვალის ლორწოვან გარსში იწყება, შემდეგ აპკი მეორე თვალშიც ჩნდება. ამასთან ერთად, ბავშვს ემართება სურდო, უწითლდება ყელი, სტკივდება მუცელი, უწევს სიცხე. ამ შემთხვევაში პედიატრი უნდა გამოიძახოთ და შეასრულოთ მისი დანიშნულება. შეგიძლიათ, ამის პარალელურად პატარას დღეში 4-5-ჯერ თვალსა და ცხვირში ჩააწვეთოთ თითო წვეთი დედის რძე - იგი ადენოვირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულებს შეიცავს. თუ დედას რძე არ აქვს, ამ მიზნით შეიძლება გამოიყენოთ ინტერფერონი.

წამწამები

წამწამის თვალში ჩავარდნა უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. პატარა თვალებს ახამხამებს, ისრესს. შედეგად თვალები წითლდება და შესაძლოა, ინფექციაც შეიჭრას. ასეთ დროს ოჯახის რომელიმე წევრს სთხოვეთ, ჩვილი მუხლებზე გადაიწვინოს, ხელ-ფეხი დაუჭიროს. სინათლე ბავშვს ისე უნდა ეცემოდეს, რომ თვალში ჩავარდნილი წამწამი კარგად ჩანდეს. თავად ხელები საპნით დაიბანეთ, მერე ჩაის ნაყენით დაისველეთ, ბავშვის ყურადღება ჟღარუნა სათამაშოზე გადაიტანეთ - ისე, რომ ზევით იცქირებოდეს. თქვენი ამოცანაა, ქუთუთოზე მსუბუქი ზეწოლითა და მოძრაობით წამწამი თვალის გარეთა კუთხიდან შიგნით გადაადგილოთ და სველი თითით, რომელსაც წამწამი ადვილად მიეკვრება, თვალიდან ამოიღოთ. თუ ვერ მოახერხეთ, ერთი საათი დაიცადეთ - შესაძლოა, ცრემლმა თვითონვე ამოაგდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართეთ ოფთალმოლოგს თვალის ამოსარეცხად.

ყოფითი უსიამოვნებანი

ხდება ისეც, რომ დედა ვაშლს ან ფორთოხალს ჭრის, ჩაიში ლიმონს იწურავს, ჭრის ხახვს და წვეთი უნებურად იქვე, სავარძელში მჯდომ პაწიას ეშხეფება თვალში. ხელები სასწრაფოდ გადაიბანეთ, შემდეგ პატარას პირი ჩამობანეთ. ფაქიზად, მაგრამ გულმოდგინედ ამობანეთ თვალები დიდი რაოდენობის წყლით. თუ ბავშვს თვალში რაიმე ქიმიური ნივთიერება, მაგალითად, ძმარი ან სარეცხი საშუალება მოხვდა, უმჯობესია, მაშინვე ოფთალმოლოგთან წაიყვანოთ.