შემოდგომის დელიკატესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შემოდგომის დელიკატესები

შეაყვარეთ ბოსტნეულის კერძები შვილებს. გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე:

- შემოდგომა ბოსტნეულის სეზონია, ამიტომ ცომეული და ბურღულეული ბავშვის რაციონში ცოტა უნდა შევავიწროვოთ და პირველი ადგილი ბოსტნეულს დავუთმოთ. ბოსტნეულით მდიდარი მენიუ ორგანიზმს ვიტამინებით, მინერალებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს, გარდა ამისა, აუმჯობესებს პირის ღრუს საღეჭ ფუნქციას, ხელს უწყობს კბილების ამოსვლასა და ფორმირებას.

სტაფილო

- სტაფილოს გარეთა შრე მუქი ნარინჯისფერია, გული კი უფრო ბაცი. გარეთა შრე კაროტინის შემცველობით ფასობს - ამ ნივთიერებისგან ორგანიზმში A ვიტამინი გამომუშავდება. კაროტინი აუცილებელია მხედველობისა და კანისთვის, აგრეთვე - სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გასაძლიერებლად. გულში შედარებით ნაკლები კაროტინია, მაგრამ ბევრია პიგმენტი აპიგენინი, რომელიც გულის კუნთს ამაგრებს და დაღლილობის მოხსნაში ეხმარება. ბეტა-კაროტინის შემცველობით სტაფილოს ბადალი არ ჰყავს. 20 გრამი სავსებით აკმაყოფილებს ამ ნივთიერებაზე სკოლამდელი ასაკის ბავშვის დღიურ მოთხოვნილებას. გარდა კაროტინისა, სტაფილო შეიცავს ვიტამინებს B2-სა და PP-ს, რომლებიც კანისთვის, სისხლძარღვებისა და ტვინის მუშაობისთვისაა აუცილებელი, ასევე - კალიუმს, მაგნიუმსა და რკინას. ჩ ვიტამინი სტაფილოში ცოტაა - 5 მგ 100 გრამში, ბავშვს კი დღე-ღამეში არანაკლებ 90 მგ სჭირდება. თავისი შემადგენლობის წყალობით სტაფილო ზრდის სასუნთქი სისტემის ინფექციებისადმი ორგანიზმის შეუვალობას. სტაფილოსგან შეგიძლიათ მოამზადოთ ასეთი სალათა: ერთმანეთში აურიოთ გახეხილი უმი სტაფილო, წითელი ბულგარული წიწაკა, ზემოდან მოაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და მოასხათ 1 ცალი ფორთოხლის წვენი.

 

გოგრა

- გოგრის მთავარი სიმდიდრეა კაროტინი, რომელიც მის რბილობს ყვითელ ან ნარინჯისფერ შეფერილობას აძლევს. გოგრა, განსაკუთრებით - სამხრეთული წარმოშობისა, მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით - ფოლიუმის მჟავათი, რომელიც მონაწილეობს წითელი სისხლის წარმოქმნაში და მეტად მნიშვნელოვანია ორსული და მეძუძური დედებისა და მათი შვილებისთვის და ვიტამინ B12-ით, რომელიც მეხსიერებასა და ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. გოგრაში ბევრია პექტინი, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის მავნე პროდუქტების გამოდევნას. ცალკე საუბრის თემაა გოგრის თესლების სამკურნალო თვისებები. მოზრდილი ბავშვები მზესუმზირასავით მიირთმევენ მას, ხოლო პატარებს შეიძლება დაქუცმაცებული დავუმატოთ ფაფაში ან სუპში. გოგრის თესლი შეიცავს E და B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს, ასტიმულირებს იმუნურ რეაქციებს. გოგრის თესლს ანტიჰელმინთურ საშუალებადაც იყენებენ. გთავაზობთ გოგრის დესერტის რეცეპტს. საჭიროა:

300 გ გოგრა;

1 კვერცხი;

3 სადილის კოვზი გატარებული თხილი ან ნუში;

2 სადილის კოვზი შაქარი;

1 ჩაის კოვზი დაფქული ორცხობილა;

1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი;

50 გ ნაღების კარაქი;

შაქრის პუდრი.

პატარა ნაჭრებად დაჭრილი გოგრა მოხარშეთ წყალში. როცა დარბილდება, ამოიღეთ და დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ. პიურეს დაუმატეთ კვერცხის გული, თხილი, ორცხობილა, დარიჩინი, კარაქი, შაქარი, გააკეთეთ პატარა ბურთები, დააწყვეთ ლანგარზე და მოაყარეთ შაქრის პუდრი.

ჭარხალი

- ჭარხლის ბოლქვები მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, არომატსა და ფერს. უმი ჭარხლის მოყვარული ცოტაა. მოხარშული უფრო რბილიცაა და არომატულიც, რაც მთავარია, თითქმის არ კარგავს ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს, ხოლო მისი უხეში უჯრედისი თერმული დამუშავების შემდეგ ნაზ და სამკურნალო პექტინად იქცევა. ჭარხალი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერება ბეტაინს. ის ხელს უწყობს საკვებიდან ცილების ათვისებას, რაც ბავშვის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით ფასეულია. ბეტაინით მდიდარია როგორც ჭარხლის ფესვები, ასევე ფოთლები, ამასთან, თერმული დამუშავების დროს იგი არ იშლება, ასე რომ, ჭარხლის წვენს სვამს პატარა, ვინეგრეტს მიირთმევს თუ ბორშჩს, ბეტაინს იგი ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს. გთავაზობთ ძალიან სასარგებლო ჭარხლის კერძის რეცეპტს. საჭიროა:

2 საშუალო ზომის ჭარხალი;

1 კვერცხი;

1 სადილის კოვზი მანანის ბურღული;

2 სადილის კოვზი დაფქული ორცხობილა;

მარილი გემოვნებით.

კარგად მოხარშული ჭარხალი გახეხეთ წვრილად, დაუმატეთ მარილი, მანანის ბურღული, კვერცხი. მიღებული მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები, ამოავლეთ ორცხობილაში და შეწვით ტაფაზე.

ბოლოკი

ბოლოკი ხელწამოსაკრავი ბოსტნეული არ არის. ვიტამინებისა და მინერალური მარილების შემცველობით იგი კარტოფილსაც კი ჯაბნის, თანაც მას უმად, თერმული დამუშავების გარეშე მივირთმევთ, ასე რომ, დანაკარგისგან დაზღვეულები ვართ. 100 გ ბოლოკში 20 მგ ჩ ვიტამინია - გაცილებით მეტია, ვიდრე მწვანე სალათის ფურცლებში. ასევე მაღალია მასში B ჯგუფისა და PP ვიტამინების შემცველობაც. ასე რომ, მიაჩვიეთ პატარა ბოლოკის ჭამას. დაუჭერით პატარ-პატარა კუბიკებად და კიტრთან, სალათის ფურცლებთან, მწვანე ხახვთან ერთად ზეთითა და ლიმონის წვენით შეუზავეთ.

კომბოსტო

- ტრადიციულ თეთრ კომბოსტოსთან ერთად ბოლო ხანს ჩვენში პოპულარული გახდა კომბოსტოს სხვა სახეობებიც: ყვავილოვანი, ბრიუსელისა, ბროკოლი... რომელია ბავშვისთვის ყველაზე სასარგებლო? ყვავილოვან კომბოსტოს ნაზი კონსისტენცია და გემო აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, ფართოდ გამოვიყენოთ ბავშვის მენიუში. ჩ ვიტამინი ყვავილოვან კომბოსტოში თითქმის ერთნახევარჯერ მეტია, ვიდრე სხვა სახეობებში. თითქმის ორჯერ მეტია PP ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, ცილები. უხვად არის მინერალური ნივთიერებებიც - კალიუმი, მაგნიუმი, რკინა. გარდა ამისა, ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ნივთიერება კვერცეტინს, რომელიც ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარებას უშლის ხელს. ყვავილოვანი კომბოსტოს კერძი ისე უნდა მოვამზადოთ, რომ ბიოლოგიურად სასარგებლო ნივთიერებები შევინარჩუნოთ. ამისთვის იგი კი არ უნდა მოვხარშოთ, არამედ მოვშუშოთ. ძალიან დიდია ბრიუსელის კომბოსტოს ბიოლოგიური ღირებულება. იგი ვიტამინების რაოდენობით კომბოსტოს ყველა სხვა სახეობას აჭარბებს. ჩ ვიტამინის შემცველობით ის მხოლოდ შავ მოცხარს ჩამოუვარდება. საკმარისია დღეში 80 გ ბრიუსელის კომბოსტო, რომ ამ ვიტამინზე სკოლამდელი ასაკის ბავშვის დღიური მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ. ბეტა-კაროტინი ბრიუსელის კომბოსტოში 15-ჯერ (!) მეტია, ვიდრე თეთრთავასა და ყვავილოვანში. გარდა ამისა, იგი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით. ბრიუსელის კომბოსტოს გემოსა და არომატს აძლევს ქიმიური ნაერთი ინდოლი. იგი კვარცეტინთან, ჩ და E ვიტამინებთან ერთად ანეიტრალებს ორგანიზმზე კანცეროგენული ნივთიერებების ზემოქმედებას. ბრიუსელის კომბოსტო იმდენად ფასეული პროდუქტია, რომ მისი სულ მცირე ულუფაც კი ბოსტნეულის წვნიანს დიდ კვებით ღირებულებას მატებს. გთავაზობთ კიდევ ერთი სასარგებლო და გემრიელი კერძის რეცეპტს. საჭიროა:

საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო;

მოხალული დაფქული ორცხობილა;

2 სადილის კოვზი ნაღების კარაქი;

30 გ გახეხილი ჰოლანდიური ყველი ან სულგუნი;

ორცხობილას სოუსი.

ყვავილოვანი კომბოსტო დაშალეთ პატარა კუნწულებად და მარილწყალში მოხარშეთ. სანამ ჩაიშლება, გადაიღეთ თუშფალანგზე და გაწურეთ. შემდეგ დაყარეთ ტაფაზე, მოაყარეთ გახეხილი ყველი და ორცხობილა, მოასხით გამდნარი კარაქი და ორცხობილას სოუსი, შედგით გახურებულ ღუმელში და გააჩერეთ, სანამ  დაბრაწული ქერქი არ გაუჩნდება. ორცხობილას სოუსი მზადდება ასე: გაადნეთ 100 გ კარაქი, დაუმატეთ მოხალული ორცხობილა, ლიმონის წვენი, მარილი და განუწყვეტლივ ურიეთ.