მკურნალობა უწამლოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მკურნალობა უწამლოდ

პირიქითაც ხდება. ასეთ დაავადებებს, ტრადიციულად, მიაკუთვნებდნენ ბრონქულ ასთმას, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, ნეიროდერმიტს, ორსულთა და მშობიარობის შემდგომ დეპრესიას. არსებითად, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ დაავადებას აქვს ფსიქოსომატური საფუძველი, თუნდაც იმის გამო, რომ ნებისმიერი დაავადება იწვევს ადამიანის ფსიქიკის საპასუხო რეაქციას. უბრალოდ, სომატური დაავადებების აღმოცენებაში ფსიქიკის როლი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც ფსიქოსომატური დაავადებების დროს. ამ უკანასკნელთათვის დამახასიათებელია ისეთი სულიერი გადაძაბვა, რომელიც შეიძლება სხეულის დაავადების მიზეზად იქცეს.

ღიმილიც და ტირილიც

ფსიქოსომატური მედიცინით დაინტერესებულმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ დაავადების გამომწვევი ფსიქიკური ფაქტორები გაცილებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ბავშვს ეხება. ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი - სწორედ პატარებს უწესებენ ყველაზე ხშირად ემოციურ ჩარჩოებს.

რჩევა პირველი: ნუ აიძულებთ ბავშვს, მოიქცეს დიდივით, დამალოს გრძნობები. ხშირად ჩვენ მკაცრ ზეწოლას ვახდენთ პატარებზე და გვგონია, ამით მათ "ნორმალურ" ქცევას ვასწავლით, საზოგადოებაში თავის დაჭერას ვაჩვევთ. ბავშვობაში კი ემოციები უფრო ძლიერია. ალბათ ვერც კი წარმოგიდგენიათ, როგორ უჭირს პატარა ბავშვს საკუთარი განცდების დამალვა. ამ რთულ სიტუაციაში ის თავს მარტოსულად გრძნობს.

გარკვეული ჩარჩოები, რასაკვირველია, აუცილებელია - ჩვენ ყველანი ხომ საზოგადოებაში ქცევის განსაზღვრულ წესებს ვემორჩილებით. მიუხედავად ამისა, პატარა ბავშვს უნდა ჰქონდეს ემოციების გამოხატვის საშუალება.

რჩევა მეორე: შეეცადეთ, შეცვალოთ ემოციათა ხასიათი, თუნდაც მათი ვექტორი. მაგალითად, თუ ბავშვს სურს, ნებისმიერი გზით დაიბრუნოს თავისი სათამაშო, შესთავაზეთ, ხელიდან კი არ გამოსტაცოს "დამპყრობელს", არამედ დააკაკუნოს მაგიდაზე, რათა "მოწინააღმდეგე" მიხვდეს, როგორ ბრაზობს ის - იქნებ შეშინდეს და სათამაშო თავად დააბრუნოს! შესაძლოა, მეთოდი უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ემოციებისგან გათავისუფლების საშუალებას იძლევა და ცრემლებსაც აგვაცილებს თავიდან. ჩვენ, უფროსებს, შეგვიძლია, დავიოკოთ რისხვა, დავმალოთ ცრემლები და წყენა და ეს ბუნებრივადაც მიგვაჩნია, ადამიანისთვის კი ნებისმიერი ემოცია მნიშვნელოვანია. მხოლოდ დადებითი კი არა, ნებისმიერი. თუმცა ჩვენ კარგა ხანია ვისწავლეთ ემოციების დამალვა, პატარა ბავშვისთვის კი გაუგებარია, რატომ უნდა მოვიქცეთ კარგად, რატომ არ უნდა გავბრაზდეთ, რატომ არ უნდა დავარტყათ მას, ვინც გვაწყენინა, რატომ არ უნდა გვეშინოდეს სიბნელის, რატომ არ უნდა ვიტიროთ და რატომ აქვთ ტირილის უფლება მხოლოდ პატარებს.

რჩევა მესამე: გახსოვდეთ, უარყოფითი ემოცია ძალიან ბევრია და გამომჟღავნების საშუალება მათაც უნდა მივცეთ. დაე, იტიროს პატარამ, როცა ეტირება - სევდასაც ხომ სჭირდება გამოხატვა. ცნობიერების სიღრმეში დამალული განცდები შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებად ტრანსფორმირდეს. ისინი მხოლოდ ბედნიერებაში კი არ გვიშლიან ხელს, არამედ ჯანმრთელობასაც ვნებენ და დაავადებებს იწვევენ.

გრძნობათა იმპერია

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ბავშვზე ფსიქომატრავმირებელ ზემოქმედებას უმეტესად არა აშკარა, არამედ ფარული ხასიათი აქვს. ამის მთავარი მიზეზია უფროსების, უპირველეს ყოვლისა კი დედის უუნარობა, შეუქმნას პატარას დაცულობის, ნდობის, ემოციური კომფორტის განცდა. ეს მხოლოდ გულგრილ დედებს არ ემართებათ - მშობლის ჰიპერმზრუნველობა, რომელიც თრგუნავს პატარას წრფელ გრძნობებსა და სურვილებს, ასევე ხშირად იწვევს შინაგან კონფლიქტს. ასეთ დროს ოჯახში სიტუაცია შეიძლება ნორმალური იყოს და ეჭვიც არავის ჰქონდეს იმის თაობაზე, რომ მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში გრძნობების მნიშვნელოვანი დეფიციტია. ხშირად მშობლები ვერც საკუთარი ნევროზის სიმპტომებს ამჩნევენ. ესენია:

  • უკმაყოფილება საკუთარი თავით, საკუთარი ქცევითა და ცხოვრების წესით;
  • საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებსა და ნიჭში დაურწმუნებლობა;
  • განგაშის შეგრძნება, რომელიც ხშირად თვალსაჩინო მიზეზის გარეშე აღმოცენდება;
  • დანაშაულის განცდა, საკუთარი თავის დადანაშაულება იმის გამო, რომ რაღაც არ იცი ან ვერ აკეთებ;
  • წყენა - მცირე კრიტიკაც კი სასოწარკვეთილებაში გაგდებთ, გგონიათ, არავის უყვარხართ;
  • მშვიდი და რაციონალური ურთიერთობის შესაძლებლობის არქონა და ამის ნაცვლად ურთიერთობის ორი უკიდურესი ფორმის არჩევა - ან მეტისმეტად რბილი და დამთმობი ხართ, რათა "ყველას უყვარდეთ", ან აგრესიას აღვივებთ, რათა "არავინ გაწყენინოთ".

პატარა ბავშვს რომ დავეხმაროთ, პირველ რიგში საკუთარ პრობლემებში უნდა გავერკვეთ. პატარები, ისევე როგორც უფროსები, ცხოვრებისგან ნეგატიური შთაბეჭდილებების მიღებისას ფსიქიკურ, მერე კი ფიზიკურ დაძაბულობას განიცდიან. როცა პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებს, პატარა მის დავიწყებას ცდილობს. რეალურად კი მასთან სამუდამოდ რჩება გაუცნობიერებელი, ღრმად ჩამალული და ამის გამო ცხოვრებაზე ძლიერი ზეგავლენის მქონე ფსიქოლოგიური ტრავმები.


ყველაზე ღრმა ტრავმა კი ბავშვობაში მშობლების სიყვარულის დეფიციტია. არსებობს "აკრძალული" ემოციების გამოვლენის ორი ვარიანტი. პირველი: დათრგუნული ემოცია მაშინ ამოიფრქვევა, როცა ამას საერთოდ არ ველით. მეორე: დაფარული განცდები სომატურ სიმპტომებად გარდაისახება. გარეგნულად ჯანმრთელი ორგანოები ადამიანს თავს ახსენებენ და ჩვეულებრივი მკურნალობა შედეგს არ გვაძლევს, ავადმყოფობის რეალურ მიზეზს კი ხშირად ვერ ვადგენთ.

არის თუ არა ყველაფერი "ნერვების ბრალი"

მეცნიერებმა, რომლებიც ფსიქოსომატური მედიცინის საკითხებზე მუშაობდნენ, არაერთი დაავადების შესახებ საინტერესო დასკვნები გამოიტანეს:

  • ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება უამრავი დაჭიმული კუნთი აღმოვაჩინოთ. ეს დამალული გრძნობების, ჩახშობილი ემოციების შედეგია. ბავშვისთვის ამ დაძაბულობის მოხსნა ადვილია. ის ხელმეორედ რომ არ წარმოიშვას, აუცილებელია მარტივი წესის დაცვა - უნდა გვიყვარდეს საკუთარი შვილი, გვესმოდეს მისი, გულისხმიერად მოვეკიდოთ მის ყოველ თხოვნას, გავიზიაროთ მისი ემოციები, ერთად აღმოვაჩინოთ სიახლეები, ერთად გვიხაროდეს და განვიცდიდეთ. გვერწმუნეთ, ეს არ არის ძნელი, დატვირთული მშობლებისთვისაც კი.

ტალღის ქიმზე

რა თქმა უნდა, არის სიტუაციები, როცა გულახდილი საუბარი, მოსმენა და ჩახუტება არ გვშველის. ეს მხოლოდ ძირითადი მეთოდებია პატარას გახსნისა და მოდუნებისთვის. ხანგრძლივი დაძაბულობის პირობებში შეიძლება ფსიქოლოგის, ნევროლოგის, მასაჟისტის დახმარებაც გახდეს საჭირო. არსებობს კიდევ ერთი "საშუალება". სიტყვა ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვით, რომ ოფიციალური მედიცინა მას იშვიათად იყენებს. ეს არის მუშაობა ტვინის ალფა-მდგომარეობაზე.

ცოტაოდენი თეორიული ინფორმაცია

ადამიანის ტვინი ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. მათი დაფიქსირება ხდება ელექტროენცეფალოგრაფიისას. ამ ტალღებს სხვაგვარად ბიოდენებს უწოდებენ და ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნავენ. დელტა ტალღები (0,5-4ჰც) აღმოცენდება ძილის ან ჰიპნოზური მდგომარეობის დროს. ისინი ინტუიციასთან პროეცირდება. თეტა ტალღები (5-7ჰც) აღვიძებს მეხსიერებასა და ემოციებს. ეს მდგომარეობა ღრმა ძილში მყოფი ადამიანის ენცეფალოგრამაზე ვლინდება. ბეტა ტალღები (14-30ჰც) აღმოცენდება სიფხიზლისას, ინტელექტუალური შრომისას, ფიზიკური აქტივობისას. გამა დონეზე (30ჰც-ზე მეტი) გადავდივართ მაშინ, როცა ემოციები ზღვარზეა (მაგალითად, მრისხანების, შიშის, ძლიერი სტრესის დროს). ალფა რიტმი (8-14ჰც) აღმოცენდება, როცა ვთვლემთ. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ის არის ჯანმრთელობის გასაღები. ტვინის ალფა მდგომარეობა არის მოსაზღვრე სფერო, ერთგვარი შუალედი ძილსა და სიფხიზლეს შორის. ამ მდგომარეობაში შეიძლება მივიღოთ "კარნახი" ქვეცნობიერისგან, დავიმახსოვროთ სიზმრები. სწორედ ალფა რიტმია სულიერი და ფიზიკური ძალების "გამშვები მექანიზმი". ამიტომ არის მედიტაცია მდგომარეობა, რომლის დროსაც არც ფხიზელი ხარ, მაგრამ არც სრულყოფილად გძინავს - დასვენების ისეთივე საშუალება, როგორიც ძილი. პოზიტიური აზროვნების ძალა ალფა მდგომარეობაში ისეთია, რომ ორგანიზმს საკუთარი თავის გაჯანსაღებაც შეუძლია. როგორ მივაღწიოთ ამას?

ძილისპირული

მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ დღის განმავლობაში ალფა მდგომარეობაში არანაკლებ 8-ჯერ გადავდივართ (მაგალითად, მეტროში თვლემისას). პატარები ამ მდგომარეობაში უმეტესად მაშინ არიან, როცა მულტფილმებს უყურებენ, უფროსების ხანგრძლივ საუბრებს უსმენენ... ბავშვი რამდენიმე ხნით თითქოს "ითიშება". ჩვენს მიმართვაზე ის უმალ რეაგირებს - არ სძინავს, თუმცა ჩვენს ტირადას ვერ აღიქვამს. ბავშვის ალფა მდგომარეობაში გადაყვანა ძალიან ადვილია, განსაკუთრებით - ძილამდე, ამიტომაც მიაჩნდათ ძველად, რომ ძილის მომგვრელი საუკეთესო წამალი ზღაპარი იყო. მთავარია, თავად არ წაგართვას თავი ძილმა, როცა ბავშვს წყნარად უყვები ზღაპრულ ამბებს მეფის ასულებზე, რაინდებზე, ქვეყნებსა და ზღვებზე. ალფა მდგომარეობაში პატარას უნდა ვუთხრათ, რომ ის ყველაზე კარგია, ჯანმრთელია, ჭკვიანია და, რაც მთავარია, ყველას ძალიან უყვარს - ეს ხომ მართლაც ასეა! უნდა გვახსოვდეს, რომ სიყვარული, გაგება, მშობლების ყურადღება პატარას ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია.