დედა, მამა და მესამე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დედა, მამა და მესამე

დედა აღიდგენს ძალებს მშობიარობის შემდეგ, ამყარებს ურთიერთობას პატარასთან, ითვისებს დედობის ხელოვნებას, ივსება ნაზი გრძნობებით მეუღლის მიმართ. პატარა კარგად ჭამს, წონას იმატებს, კარგად ვითარდება, არ ავადმყოფობს, იშვიათად ტირის, ხშირად იღიმება და მშვიდად იძინებს. ასეთია ოჯახური ცხოვრების იდეალური სურათი, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით რთულია.

რატომ არის ასე ძნელი?

ადამიანთა ჯგუფში ურთიერთობის ჩამოყალიბება გაცილებით ძნელია, ვიდრე დუეტში. სულ ცოტა ხნის წინ მხოლოდ ორი ადამიანი ცხოვრობდა ერთად, ახლა კი სამის ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს. გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამის ინტერესი, სამად უნდა განაწილდეს ძალა, ბიუჯეტი, ყურადღება. სწორედ ამ დროს იჩენს თავს "სამკუთხედისთვის" დამახასიათებელი ფსიქოლოგიური პრობლემები - შური, ეჭვი, დანაშაულის განცდა და შფოთვა სხვა ადამიანებისთვის საკუთარი მნიშვნელობის გამო, ყურადღებისა და მზრუნველობის დეფიციტი.

როგორ იქცევიან რეალურად მამები?

  • თავს არიდებენ ყოფით პრობლემებს, რადგან "ეს არ არის კაცების საქმე".
  • ცდილობენ, სამუშაოში ჩაიძირონ, რათა არ დასჭირდეთ ოჯახის ახალ მოდელში საკუთარი ფუნქციის შესრულება.
  • ზერელე ყურადღებას აქცევენ პატარას, არ ამჟღავნებენ ბავშვის მოვლის სურვილს, საყვედურობენ მეუღლეს უყურადღებობის, გულგრილობის, ოჯახში უწესრიგობისა თუ მოუმზადებელი ვახშმის გამო, ძველებურად სთხოვენ ყველა მოვალეობის შესრულებას.
  • ოჯახურ კონფლიქტში რთავენ მშობლებს და ახლობლებს, საკუთარ თავს მსხვერპლად წარმოაჩენენ.
  • პერიოდულად ამჟღავნებენ არაადეკვატურ აგრესიას ან აპათიას.
  • ეძალებიან ალკოჰოლს, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, კომპიუტერს.

როგორ რეაგირებენ სირთულეებზე დედები?

  • ხშირად ისინი მამებზე უარესად იქცევიან;
  • თავდაპირველად აგროვებენ წყენას, შემდეგ გადადიან ბრალდებებზე;
  • ტანჯავთ დანაშაულის განცდა, ვინაიდან არ შეესაბამებიან დედისა და ერთგული მეუღლის იდეალს;
  • ეუფლებათ დეპრესია და საკუთარი თავის სიბრალული;
  • გაავებულნი არიან არშემდგარი ცხოვრების გამო;
  • კარგავენ უკეთესი მომავლის იმედს.

მშობელთა ქცევის დესტრუქციული მოდელი ბავშვის განვითარებაზე ახდენს გავლენას. ოჯახურ პრობლემებს ემატება მისი ცრემლები, ხშირი ავადმყოფობა, ზრდის შეფერხება, უმართავობა, აგრესულობა, ჭირვეულობა... ოჯახური ცხოვრება ნამდვილ კოშმარს ემსგავსება.

რა არის ყველაზე რთული?

ახალგაზრდა დედის მუდმივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაღლილობა, დროის უკმარისობა იმ ყველაფრისთვის, რასაც ადრე თავისუფლად ასწრებდა, ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა, უჩვეულო, ახალი როლის მორგება, ოჯახის მოდელის შეცვლა, ოჯახის ბიუჯეტში დანახარჯების ახალი სეგმენტის გაჩენა.

რა დაგვეხმარება ამ სირთულეთა დაძლევაში?

1. მივიღოთ რეალობა ისეთი, როგორიც ის არის, ვიყოთ მაქსიმალურად გულწრფელნი და შევაფასოთ შინაგანი პანიკა.

2. თუ ყველა ამ სირთულეს იუმორით შევხედავთ და შინაგან წონასწორობას არ დავკარგავთ, დროთა განმავლობაში ისინი თავისთავად გაქრებიან. არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ დღეს საღამოს ჭურჭლის გარეცხვა ვერ მოვასწარით, მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ეს ყოველ საღამოს განმეორდება. არადა, მრავალი ცოლ-ქმარი სწორედ ასე ფიქრობს! მით უფრო არ ღირს დარდი იმის გამო, რომ პატარაზე ზრუნვამ ჩვეულ საქმიანობას მოგვწყვიტა. პატარა ბავშვი ხომ ნამდვილად გაიზრდება და დედას და მამას კვლავ გაუჩნდებათ დრო მუშაობისთვის, სტუმრად სიარულისთვის, მოგზაურობისთვის!


რა არის ყველაზე საჭირო?

  • საყოფაცხოვრებო საზრუნავის გონივრული განაწილება ოჯახის წევრთა შორის.
  • ერთმანეთის მორალური დახმარება, დედის და მამის როლების მორგებისას ერთმანეთის გამხნევება.
  • საჭიროებისას დროულად მისვლა ექიმთან და მათი პროფესიონალური რჩევების გათვალისწინება.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი

ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა შევინარჩუნოთ თბილი, ადამიანური დამოკიდებულება მეუღლეთა შორის. ზოგჯერ ერთმანეთისათვის ვსაქმიანობთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ აუცილებელია ურთიერთობის შენარჩუნება და მუდივი განვითარება. აუცილებელია დავმშვიდდეთ, თანაგრძნობა გამოვიჩინოთ, გავუგოთ, ყურადღებით მოვუსმინოთ მეორე ნახევარს. ზოგჯერ ეს ადამიანს უფრო მეტად შველის, ვიდრე მისი სურვილის ასასრულებლად მაღაზიაში წასვლა ან გარეცხილი თეთრეულის გაუთოება. მოურიდებლად უნდა ვუთხრათ მეუღლეს ჩვენი მოლოდინებისა და მოთხოვნების შესახებ, ერთმანეთს გავუზიაროთ ოცნებები და იმედები. წინააღმდეგ შემთხვევაში მეუღლე ვერ მიხვდება, რა ხდება ჩვენს თავს. ბოლოს და ბოლოს, ბავშვები გაიზრდებიან და თავის გზას იპოვიან, ხოლო მეუღლეები ერთად დარჩებიან, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზეც ცოლ-ქმარი ერთმანეთისთვის საინტერესო და საჭირო იყოს.

რა არის ყველაზე მართებული?

რეგულარულად უნდა ვიპოვოთ დრო განმარტოებისთვის. შეიძლება, თუნდაც ერთი საათი გავატაროთ სამზარეულოში პატარას დაძინების შემდეგ, გავისეირნოთ, მცირე ხნით ვესტუმროთ მეგობარს. რასაკვირველია, ამ ყველაფრის საშუალება იმის შემდეგ გაჩნდება, რაც პატარა ცოტათი მაინც წამოიზრდება და მის ბებიასთან ან ძიძასთან დატოვებას შევძლებთ. აუცილებლად უნდა იპოვოთ განმარტოების თქვენთვის მისაღები ფორმა, რათა ეს ყოველდღიურობისგან დასვენებისა და ენერგიის მოკრების საშუალებად გექცეთ.

რა არის ყველაზე ეფექტური?

ძუძუთი კვება! ის დედას საშუალებას აძლევს, მიიღოს კმაყოფილება შინ ყოფნისგან, იგრძნოს თავი რეალიზებულ ქალად. მიუხედავად იმისა, რომ მეძუძური ქალი ბავშვის სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში გაცილებით მეტად არის მიჯაჭვული პატარას მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, ოჯახურ ურთიერთობებს ეს მხოლოდ რგებს. ბავშვიც უფრო წყნარი და ჯანმრთელი იზრდება, რაც მეუღლეებს უფრო მეტ დროს აძლევს ურთიერთობისა და საქმიანობისთვის. პატარასთან ერთად სადმე წასვლა აღარ წარმოადგენს სირთულეს, რადგან იდეალური საკვები დედას სულ თან აქვს და ბავშვის დაძინებაც არ უჭირს. დაბოლოს, მეუღლე კარგ გუნებაზეა, როცა ხედავს, როგორი ბედნიერია დედობით მისი მეორე ნახევარი. ბავშვის მოვლის ბუნებრივი მეთოდების განმასხვავებელი ნიშანია პაწაწინას ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების ყველაზე სრულყოფილი დაკმაყოფილება და ამასთან ერთად - ზრუნვა იმაზე, რომ გადარჩეს კაცობრიობა, როგორც ბიოლოგიური სახეობა. ეს კარგი კრიტერიუმია ბავშვის მოვლის თაობაზე სხვადასხვა რჩევის ეფექტურობის შესაფასებლად: გადარჩებოდა თუ არა კაცობრიობა, ასეთი რჩევით საუკუნეთა განმავლობაში რომ ესარგებლა? მაგალითად, სად უნდა ეძინოს ბავშვს ღამით? გამოცდილება და ტრადიცია ადასტურებს, რომ უფრო ღრმად და მშვიდად პატარებს დედის გვერდით სძინავთ. პირველყოფილ ადამიანს ჩვილი მეზობელ გამოქვაბულში რომ დაეძინებინა, ალბათ დილით მას ცოცხალს ვეღარ იპოვიდა. მოვლის ამა თუ იმ მეთოდის შესაფასებლად კარგი კრიტერიუმია პატარას ტირილი და ავადმყოფობაც. სწორედ მისი ჯანმრთელობა და კარგი განწყობა სძენს მომხიბვლელობას ბუნებრივ მეთოდიკებს ოჯახში თავჩენილი პრობლემების პროფილაქტიკის თვალსაზრისით.

რა არის ყველაზე მარტივი?

დავგეგმოთ ღონისძიებები სამისთვის - ერთობლივი სეირნობა, სტუმრად, ტაძარში სიარული... ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები საზოგადოებას მშობელთა როლში წარუდგნენ. ასე ისინი უფრო მალე შეეგუებიან ახალ სოციალურ როლს და მასთან დაკავშირებულ ტვირთსა და სიხარულს. უნდა წავახალისოთ მამა პატარასთან ხშირი და დადებითი ემოციებით სავსე კონტაქტისკენ. რა სიხარულით ივსება მამის გული, როცა მას ხელში ჩვილი უჭირავს! არ უნდა გავაკრიტიკოთ მეუღლე ბავშვთან ურთიერთობისას, არ გადავძაბოთ მისი ფსიქიკა ბავშვის ტირილით - მამაკაცები იბნევიან, როცა მათ ხელში პატარა ატირდება.

როგორ მოვიქცეთ, თუ ოჯახი ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს შეეჯახა?

პირველ რიგში, აუცილებელია თვალი გავუსწოროთ სიძნელეებს. მეორე - მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ არა განცდებისკენ, არამედ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიებისკენ. კრიზისი ყოველთვის ცუდი როდია - მისი მიზანი ხომ აღორძინებაა. ღრმა ოჯახური კრიზისის დროს აუცილებელია ფსიქოლოგების და ფსიქოთერაპევტების დახმარება. დახმარება შეიძლება გაგიწიოთ ერთგულმა მეგობარმა ან უფროსმა, გამოცდილმა ადამიანმაც. მთავარია, გულახდილად ისაუბროთ ოჯახური პრობლემების შესახებ და გამოსავალი ეძებოთ. რთული ოჯახური სიტუაცია ტიპურია ბავშვის გაჩენის პირველი თვეებისთვის და ამაში არაფერია უჩვეულო ან საშინელი. ნუ დაელოდებით, როდის დაგროვდება სირთულეები და როდის მიაღწევს ემოციები ზღვარს; პრობლემები შეიძლება აღმოცენებისთანავე გადავჭრათ. გახსოვდეთ, სირთულეების მხარდამხარ გადალახვა ურთიერთობას განამტკიცებს.