მეტყველების შეფერხება თუ არასწორი აღზრდა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეტყველების შეფერხება თუ არასწორი აღზრდა?

თუ რაიმე დასჭირდა, ხელით მიუთითებს და მშობელიც დაუყოვნებლივ აწვდის სასურველ ნივთს. ასე რომ, ბავშვს სულაც არ სჭირდება სიტყვები და ფრაზები - მისი ისედაც კარგად ესმით. მეტყველების შეფერხების კიდევ ერთი მიზეზია არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედება მუცლადყოფნის პერიოდში, დაბადებისას ან სიცოცხლის პირველ წელს. ეს ფაქტორებია ტრავმები, დედის მიერ ორსულობისას მიღებული მედიკამენტები, ინფექციები, მეტისმეტად სწრაფი ან, პირიქით, გახანგრძლივებული მშობიარობა, მემკვიდრეობითი დაავადებები. მათი გავლენით ფსიქომოტორული განვითარება შესაძლოა შეფერხდეს. თუ პატარამ თავის დაჭერა, ჯდომა, დგომა, პირველი ბგერების წარმოთქმა, სიარული თანატოლებთან შედარებით გვიან დაიწყო, სავარაუდოდ, მეტყველების განვითარებაც შეფერხებული ექნება. ამ შემთხვევაში აუცილებელია, პატარას ჩაუტარდეს სრული სამედიცინო შემოწმება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, პედიატრი და ბავშვთა ფსიქოლოგი მას შეუდგენენ მკურნალობის პროგრამას, რომელიც ფსიქიკურ და მეტყველების პრობლემებს აღმოფხვრის. ენის ამოდგმას ხშირად აგვიანებენ ბავშვები, რომლებიც ორენოვან ოჯახში იზრდებიან ან ძიძა ჰყავთ სხვა ენაზე მოლაპარაკე, თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომლებიც ერთდროულად იწყებენ ლაპარაკს რამდენიმე ენაზე. კიდევ ერთი: მშობლებო, კარგად გამოიკითხეთ, თქვენც გვიან ხომ არ ამოიდგით ენა - ამაში მემკვიდრეობაც ასრულებს განსაზღვრულ როლს. როდის მივმართოთ სპეციალისტს, როდის არის საჭირო მისი ჩარევა, რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რომ სერიოზული პრობლემა არ გამოეპაროთ?

ერთ წლამდე:

  • თუ პატარას აქვს მეტყველების ორგანოთა თანდაყოლილი პათოლოგია - ე.წ. "მგლის ხახა" და "კურდღლის ტუჩი" - გაყოფილი ტუჩი და სასა;
  • დარღვეულია კუნთოვანი ტონუსი - კუნთები დაჭიმული ან, პირიქით, მოდუნებულია.

ერთიდან ორ წლამდე:

  • ბავშვი ვერ წარმოთქვამს ვერც ერთ აზრიან სიტყვას;
  • არ ესმის თქვენი არც ერთი თხოვნა, არ რეაგირებს საკუთარ სახელზე;
  • თქვენთან ურთიერთობისას არ იყენებს მიმიკასა და ჟესტებს;
  • ცუდად ესმის თქვენი ლაპარაკი, თუ ტუჩების მოძრაობას არ უყურებს;
  • მისი მეტყველება ღმუილს წააგავს;

ორიდან სამ წლამდე:

  • ბავშვი ლაპარაკობს გაურკვეველ, "საკუთარ" ენაზე, რომელიც მშობლებსაც კი არ ესმით;
  • ლაპარაკის დროს აკეთებს ხანგრძლივ პაუზებს, რამდენიმეჯერ იმეორებს ერთსა და იმავე სიტყვას, - აუცილებლად უნდა მიმართოთ ლოგოპედს.

გარდა მკურნალობის სპეციალური კურსისა, მშობლებსაც შეუძლიათ, დაეხმარონ ბავშვს მეტყველების განვითარებაში, თუ მარტივ რჩევებს შეასრულებენ.

რჩევები მშობლებს

დაუთმეთ ახალშობილს რაც შეიძლება მეტი დრო. დედასა და ახალშობილს შორის არსებული ემოციური კონტაქტი ბავშვის წარმატებული განვითარების საწინდარია. რაც უფრო ხშირად, მეტხანს, ალერსიანად ესაუბრება დედა პატარას, მით უფრო უკეთ განვითარდება იგი.

  • ესაუბრეთ პატარას ნელა და გარკვევით. ასე იგი უკეთ "გადაამუშავებს" მიღებულ ინფორმაციას.
  • საუბრისას არ დაგავიწყდეთ აღნიშვნა, რა მოხდა იმწუთას: ჩიტმა გაიფრინა, მანქანამ გაიარა...
  • უჩვენეთ ის, რაზეც ესაუბრებით. მაგალითად, მადლობა - და თავი დაუკარით; ნახვამდის - ხელი დაუქნიეთ; მომეცი - ხელი გაუწოდეთ და ა.შ. დაე, ბავშვი სიტყვიერთან ერთად ჟესტებით ურთიერთობასაც შეეჩვიოს.

თუ პატარა მხოლოდ ჟესტებით ურთიერთობს თქვენთან, თავი ისე დაიჭირეთ, თითქოს არ გესმით მისი. აიძულეთ, მოიშველიოს სიტყვებიც და ისე გაგაგებინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი "სიმუნჯე" დიდხანს გაგრძელდება. 6 თვიდან უკითხეთ ლამაზად დასურათებული, ფერადი ილუსტრირებული ზღაპრები. უმღერეთ საბავშვო სიმღერები, ძილის წინ - "იავნანა", წაუკითხეთ საბავშვო ლექსები, კარგი იქნება, თუ სიმღერის დროს თვითონაც აგყვებათ. ერთად დადექით სარკის წინ და შეასრულეთ მარტივი მოძრაობები: გაბერეთ ლოყები, ენით გაილოკეთ ტუჩები, გამოყავით ენა, გაუღიმეთ ერთმანეთს. ეს ავითარებს სახის მიმიკურ კუნთებს, ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას, სიტყვების სწორად წარმოთქმას. ესაუბრეთ მარტივი, იოლად გასაგები სიტყვებით, ერიდეთ მაღალფარდოვან ფრაზებს. ნუ ესაუბრებით ენის მოჩლექით! უნდა იცოდეს, რომ ეს პურია და არა "პული", ეს ხორცია და არა "ჩიჩია" და ა.შ. მიაჩვიეთ პატარა დამოუკიდებლობას, აქტიურობას, ზედმეტი ლოლიავი და კალთის დაფარება მის განვითარებას აფერხებს!