სწორად შერჩეული სათამაშო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სწორად შერჩეული სათამაშო

აუცილებლად გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი, უნარები, ემოციები. როცა სათამაშოს შესაძენად მიდიხართ, იხელმძღვანელეთ არა მისი კონსტრუქციითა და ფერით, არამედ ბავშვის ასაკით.

როგორც პატარა, ისე მოზრდილი ბიჭუნებისთვის უსაყვარლეს სათამაშოდ მანქანა ითვლება. მრავალი დედა, როცა ბავშვისთვის წიგნებსა თუ გასაფერადებლებს ყიდულობს, ჩვეულებრივ, იმაზე ფიქრობს, იქნება თუ არა ისინი „ასაკისთვის შესაფერისი“, ხოლო მანქანების შერჩევისას უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ ფერზე, მოდელზე, ფასზე. ეს სწორი არ არის. თუ მანქანა პატარას ასაკს არ შეეფერება, ის შესაძლოა არა მარტო უინტერესო, არამედ სახიფათოც აღმოჩნდეს, ხოლო თუ სათამაშო ბავშვზე „უმცროსია“, ის მას მალე მობეზრდება.

სათამაშოების მეშვეობით ბავშვები თავიანთ გრძნობებს გამოხატავენ, შეიგრძნობენ გარესამყაროს, სწავლობენ ურთიერთობას და თავიანთ თავს შეიმეცნებენ. თამაში ახალისებს და ართობს ბავშვს, აკმაყოფილებს მის მოძრაობის მოთხოვნილებას, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. თამაშის პროცესში ბავშვი სოციალურად და ბიოლოგიურად ყალიბდება, უახლოვდება თანატოლებს, ეუფლება ურთიერთობისთვის აუცილებელ მეტყველებას, უვითარდება წარმოსახვა, ზნეობრივი თვისებები და ა. შ.

  • როგორ მოვიქცეთ, რომ მანქანები ჩვენს პატარასთან ერთად გაიზარდონ?

პირველი მანქანის შეძენას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ბავშვი ჯდომასა და ხოხვას ისწავლის. ამ ასაკის ბავშვისთვის უნდა შეიძინოთ ნათელი ფერის მანქანები მცირე დეტალების გარეშე, ერთიანი და გლუვი ზედაპირითა და კიდეებით, რათა ხელში ადვილად დასაჭერი იყოს. სწორედ მანქანა დაეხმარება ბავშვს პირველი ნაბიჯების გადადგმაში, ამისთვის კი საჭიროა, მანქანა ატაროს არა იატაკზე, არამედ დივანზე ან გრძელ სკამზე - ამ დროს თვითონაც პატარა სათამაშოს კვალდაკვალ ივლის. პატარებისთვის მშვენიერი გასართობია თოკმობმული ან მოძრავ ჯოხზე დამაგრებული მანქანები. აჩვენეთ, როგორ ამოძრაოს ისინი, როგორ გადაიტანოს მათი საშუალებით რბილი სათამაშოები თუ კუბიკები.

2-3 წლის ბავშვისთვის საინტერესოა „სიუჟეტური“ მანქანები: სახანძრო, სატვირთო, სასწრაფო დახმარებისა, პოლიციისა, ავტობუსი... ჯობს, ისინი დიდი ზომისა და ნათელი ფერისა იყოს. ზოგი ბავშვი ამ ასაკში კარგად არჩევს მოდელებს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ „მერსედესი“ ან „პორშე“ ვუყიდოთ. მხარი აუბით მის ინტერესს - ეს გატაცება ბავშვს ყურადღებასა და მხედველობით მეხსიერებას განუვითარებს.

მშვიდი, ნაკლებად მოძრავი ბავშვისთვის, რომელსაც აქვს ყურადღების დიდი ხნით ერთ საგანზე შეჩერების უნარი, შეიძლება ვიყიდოთ კონსტრუქტორები - 4-6 დეტალისგან შემდგარი მანქანები, რომელთა აწყობასა და დაშლას თვითონვე შეძლებს. თუ საცხოვრებელი ფართი საშუალებას გაძლევთ ან ამინდი ხშირ სეირნობაში ხელს გიწყობთ, უყიდეთ ბავშვს პედლებიანი ავტომობილი, რომლითაც თავად იმგზავრებს.

სამი წლისთვის, მანქანის მოყვარულებს, როგორც წესი, მთელი ავტოპარკი უგროვდებათ ხოლმე, ამიტომ დროა, გავაფართოვოთ ბავშვის სიუჟეტური სივრცე: ვაჩუქოთ სათამაშო ავტოფარეხი, ასაწყობი ავტოშემკეთებელი სახელოსნო. თვით მანქანებს უკვე უნდა ჰქონდეს ძრავა, სავარძლები, საჭე, უნდა იღებოდეს საბარგული, ეხსნებოდეს საბურავები.

4-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვს შეიძლება ვაჩუქოთ „თითქმის ნამდვილი“ ელექტრომობილი ან მოტოციკლი. ბიჭუნა უკვე გაიზარდა და შეუძლია, თვითონვე ისწავლოს ტექნიკის მართვა. მას უნდა ესმოდეს, როგორი სიჩქარით ამოძრაოს სათამაშო, სად და როდის მოუხვიოს. შესანიშნავი საჩუქარი იქნება რადიომართვადი მანქანა ან თვითმფრინავი. ისინი შესანიშნავად ავითარებენ თვალის ზომას, მოძრაობის კოორდინაციას, სივრცით წარმოდგენებს.

ბავშვის ზრდასთან ერთად, შეგვიძლია, უფრო და უფრო რთული კონსტრუქტორები და ასაწყობი მოდელები შევთავაზოთ. ამასთანავე, ორიენტაცია უნდა ავიღოთ არა იმდენად ასაკზე, რამდენადაც გამოცდილებაზე. უფრო რთული სათამაშო მას შემდეგ შეიძინეთ, რაც წინას, შედარებით მარტივს, ბავშვი კარგად აითვისებს. ამ­ა­სთანავე, ასწავლეთ, რომ ძველი დე­ტალები აქეთ-იქით არ უნდა მოისროლოს და არც სანაგვეში გადაუძახოს - მომავალში შესაძლოა მათგან რაიმე ორიგინალური ააწყოს.

მანქანები მხოლოდ გასართობი როდია. ისინი ბავშვის განვითარებისთვისაც უნდა გამოვიყენოთ. ცოტაოდენი ფანტაზია და მანქანები შეუცვლელ თანაშემწეებად შეიძლება ვაქციოთ. მათი დახმარებით ბავშვს ვასწავლით:

  • ფერსა და ფორმას. მაგალითად, წითელი მანქანა გადაიტანს წითელ რგოლებს, ცისფერი - ცისფერ სამკუთხედებს;
  • თანდებულების სწორ გამოყენებას. მანქანაში, მანქანაზე, მანქანიდან მარცხნივ, გვერდით... ამგვარად ბავშვს სივრცითი აზროვნებაც განუვითარდება;
  • კითხვას. თავდაპირველად ბავშვი მხოლოდ ათვალიერებს მანქანების სურათებს, შემდეგ კი მინაწერებსაც კითხულობს;
  • ანგარიშს. „გზაზე ორი წითელი და ერთი ლურჯი ავტომობილი მიდიოდა. სულ რამდენი მანქანა იყო?“
  • სიუჟეტურ თამაშებს;
  • ხატვას. „აბა, დახატე, როგორ გამოიყურება შენი საყვარელი მანქანა, როგორი საბურავები აქვს, როგორი ფარები“ და ასე შემდეგ;
  • მოძრაობის წესებს და ექსტრემალურ სიტუაციაში მოქცევას. შეგიძლიათ, პოლიციელის როლი თოჯინას დააკისროთ.

მანქანებით შესანიშნავად ერთობიან არა მარტო ბიჭუნები, არამედ გოგონებიც. მათ შეუძლიათ, თოჯინები ერთმანეთთან სტუმრად წაიყვანონ. კონსტრუქტორები პატარა ქალბატონებს თითების ნატიფი მოძრაობების ათვისებაში დაეხმარება (ეს სასარგებლოა ტვინისთვის), განუვითარებს სივრცით აზროვნებას, ინჟინერულ ჩვევებს - ვინ იცის, რა პროფესიას აირჩევენ მომავალში პატარა პრინცესები...