შევიცნოთ ემოციები
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ თუ ბავშვის ნახატზე ოჯახის წევრები ხელიხელჩაკიდებულები დგანან, ესე იგი ოჯახში ყველაფერი რიგზეა. თუ პატარა მხატვარი საკუთარ ნახატზე არ აღმოჩნდა, ესე იგი რაღაც რიგზე ვერ არის. სპეციალისტების აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვი ოჯახში თავს მარტოსულად გრძნობს, დაქვეითებული აქვს თვითშეფასება. წესისამებრ, ბავშვები 5-6 ფერს იყენებენ. თუ პატარა მხატვრის პალიტრა უფრო მრავალფეროვანია, ესე იგი ბავშვი ძალიან მგრძნობიარე, ემოციებითა და გრძნობებით მდიდარი ადამიანია. კაშკაშა, ნათელი ფერები სიცოცხლის სიყვარულზე, გარესამყაროს მიმართ ბავშვის გულღია დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ყავისფერის სიჭარბე, სპეციალისტების აზრით, შესაძლოა ფიზიკურ დისკომფორტს ნიშნავდეს. ხშირად ის უარყოფითი ემოციების მაჩვენებელია. შავი დათრგუნულობას, პროტესტს აღნიშნავს, ნაცრისფერი - განურჩევლობას, ორჭოფობას, საკუთარი თავისგან გაქცევის სურვილს. დახედეთ ნახატს და შეიცანით თქვენი შვილი!