რატომაა მნიშვნელოვანი, ბავშვებს ხშირად რომ ჩავეხუტოთ
მეტი სიახლოვისთვის. ჩახუტების ყველაზე თვალსაჩინო ეფექტი ფსიქოლოგიურია. ის ბავშვებსა და მშობლებს ეხმარება ემოციური და ფსიქოლოგიური კავშირის, ურთიერთმხარდაჭერის შეგრძნებაში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ეფექტებში ჩარეულია სიყვარულისა და ნდობის ჰორმონი- ოქსიტოცინი. ჩახუტება საჭიროა არა მარტო შვილებთან. არ დაგავწყდეთ საყვარელი ადამიანები, მშობლები, ახლო ნათესავები და კარგი მეგობრები.
ბავშვს იცავთ სტრესისგან. 1997 წელს მეცნიერები ლაბორატორიულ ვირთხებზე დაკვირვების შედეგად მივიდნენ საინტერესო დასკვნამდე. დედა ვირთხებს, რომლებიც უვლიდნენ თავის ნაშიერს და ხშირად ლოკავდნენ მათ, სტრესისადმი უფრო მედგარი თაობა ეზრდებოდა. როგორც ჩანს მსგავსად მუშაობს ნებისნიერი სახის ტაქტილური კონტაქტი, მათ შორის ჩახუტებაც.
ნერვულ დაძაბულობასთან გამკლავების უნარი - მნიშვნელოვანი უნარია თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ქრონიკული სტრესი ზრდის სიმსუქნის, არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიებეტის, გულის იშემიური დაავადების, დეპრესიის და ნარკომანიის რისკს. ბავშვის დასაცავად უბრალოდ ჩაეხუტეთ მას და გააკეთეთ ეს რეგულარულად. კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება: სტრესზე შთამომავლობის რეაქციის გაუმჯობესებას ეხმარებოდა ორსული ვირთხების მოფერებაც. ასე რომ პატარას დაბადებამდე ჩახუტების და ნაზი შეხების სარგებელი ასევე დამტკიცებულია.
შეაჩერებთ ისტერიკას. პატარა ბავშვები ხშირად ჭირვეულობენ სხვადასხვა მიზეზის გამო. ყველაზე ნაკლებად ისინი ამ დროს დარიგებებს საჭიროებენ იმის შესახებ რომ ასე მოქცევა კარგი არ არის. ბავშვს სჭირდება დახმარება და ის ცდილობს ყურადღების მიპყრობას.
არსებობს ბავშვის ისტერიკის შეწყვეტის სხვადასხვა მეთოდი. ერთერთი მათგანია ჩახუტება. ამ დროს მშობელმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდა და ყოვლენაირად აჩვენოს ბავშვს რომ მას მისი ესმის და თანაუგრნძობს. უფროსის ასეთი ქმედება კოსტრუქციული და სწორია. ამით თქვენ არ აქეზებთ ისტერიკას, ბავშვს ეხმარებით ემოციური ქრიშხლისგან განთავისუფლებაში. ბავშვის დამშვიდების შემდეგ შესაძლებელია წყნარად დაარიგოთ ის.
ეხმარებით ბავშვის გონებრივ განვითარებას. ჩახუტება ტაქტილური რეცეპტორების სტიმულაციაა, რასაც დადებითი ემოციებიც ემატება.
მეცნიერულად დასაბუთებულია და პიროვნების და ინტელექტის ფორმიერებაში უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მშობლების სიყვარულს. რეგულარული ჩახუტება ამგვარი ემოციური კავშირის შემადგენელია.
ეხმარებით ბავშვის ზრდას. მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან ემოციური კავშირის დეფიციტში, საშუალოდ უფრო ცუდი ფიზიკური განვითარების არიან, რაც აღნიშნულია ტერმინით ფსიქოსოციალური ჯუჯობა, რომელიც ვითარდება ზოგიერთი ჰორმონული ეფექტების შედეფად. ასეთი ბავშვები უფრო ნელა იზრდებაიან, მიუხედავად კარგი და სრულფასოვანი კვებისა.