როდესაც მშობლებისა და ბებიების შეხედულებები განსხვავებულია
მსგავსი გამონათქვამები ეჭვქვეშ აყენებს დედის კომპეტენციას, იწვევს ბავშვის შინაგან გაურკვევლობას, ხელს უშლის დედას ბავშვებზე ზრუნვის საკუთარი სტრატეგიის გამომუშავებაში, შინაგანი ხმისადმი ნდობაში, ბავშვთან კავშირის დამყარებაში, მისი მოთხოვნების განჭვრეტაში.
ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ერთია: უნდა შემუშავდეს ფსიქოლოგიური საზღვრები. ეს არის ერთგვარი უხილავი ხაზი, რომელიც აცალკევებს „ჩემსას“ „სხვისაგან“. მისი საშუალებით შესაძლებელია დავინახოთ – სად არის ჩემი გრძნობები, გადაწყვეტილებები, შესაძლებლობები, რესურსები და სად – სხვისი. სად არის ჩემი სამყაროს სურათი, პასუხისმგებლობის ზონა და სად – სხვისი.
ამ საზღვრების დაცვისას ვაცნობიერებთ, რომ დედა ან დედამთილი სხვა ადამიანია, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი, რისი სრული უფლებაც გააჩნია. ის, რომ ბებიას სურს მუდმივად საკუთარი აზრის გატანა, ზედმეტ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს იწვევს. როცა დარწმუნებული ხართ, რომ არ ხართ ვალდებული დაემორჩილოთ და იგრძნოთ თავი დამნაშავედ, ნუ იფიქრებთ, რომ გამოჩნდეთ კარგი. შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც მიგაჩნიათ საჭიროდ, სხვისი კრიტიკის მიუხედავად.
როგორ მივიღოთ რჩევები
შეძლებისდაგვარად მშვიდად. რატომ უნდა დახარჯოთ ძალები და დრო გადარწმუნებაზე, კამათზე – გაწყენინონ და აწყენინოთ და ამტკიცოთ, რომ დიდი ხანია გაიზარდეთ და თავად გადაწყვეტთ. თქვენთვის მისაღები რჩევები გაითვალისწინეთ და მადლობა გადაუხადეთ ამისათვის. ხოლო იმაზე, რაც არ მიგაჩნიათ მისაღებად, საერთოდ ნუ იქონიებთ რეაგირებას. თუ ბებია ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ გაძლევთ, ფიზიკური ან სიტყვიერი ჩარევის გარეშე, გაითვალისწინეთ, რომ მას ამოძრავებს მაღალი ცხოვრებისეული შფოთვა, შეუძლებლობა, უარი თქვას მშობლის როლზე და თავი უნდა იგრძნოს საჭიროდ, ავტორიტეტად და მნიშვნელოვნად.
როგორ მოვიქცეთ, როდესაც დედის არყოფნის დროს ბებია ყველაფერს თავისებურად აკეთებს, მაგალითად, ბავშვს აძლევს აკრძალულ ტკბილეულს, არ იცავს რეჟიმს?
რაღაც რუტინული წესები შესაძლებელია ბებიამ ვერ დაიცვას ისე, როგორც მშობელმა. ეს კარგიცაა. ურთიერთობის სხვა მანერა აფართოებს ბავშვის წარმოდგენას გარემოზე. მთავარია, აღზრდის გენერალური სტრატეგია იყოს ერთიანი და შეთანხმებული. ეს ბავშვს უსაფრთხოების შეგრძნებას აძლევს და არ იგლიჯება ნაწილებად ურთიერთგამომრიცხავ მოთხოვნებთან ადაპტირებაში.
თუ ბებია არ მოდის თანამშრომლობაზე (არაა აუცილებელი, ავი განზრახვით იყოს), უნდა მიიღოთ რთული გადაწყვეტილება. ან ყველაფერს ტოვებთ ისე, როგორც არის, რადგანაც არ გსურთ ურთიერთობის გაფუჭება, ან ზრდილობიანად, მაგრამ პრინციპულად თანდათანობით აშორებთ მას ბავშვზე ზრუნვას. ამას ეწოდება დისტანციის რეგულირება.
ნებისმიერ თქვენს არჩევანს აქვს არსებობის უფლება, რომელსაც ყოველთვის შეიძლება გადახედოთ. მთავარია, რომ არჩევანი იყოს გააზრებული.