რა დაზიანებები შეიძლება გამოიწვიოს ჩვილის ძალისმიერმა რწევამ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაზიანებები შეიძლება გამოიწვიოს ჩვილის ძალისმიერმა რწევამ

ჩვილს სუსტი კისრის კუნთები და დიდი, მძიმე თავი აქვს. ნჯღრევა თავის ქალის შიგნით სათუთი ტვინის წინ და უკან რხევას იწვევს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს დალურჯება, შეშუპება სისხლდენა, ტვინის პერმანენტული, სერიოზული დაზიანება ან სულაც სიკვდილი.

შენჯღრეული ჩვილის სინდრომისთვის დამახასიათებელი დაზიანებებია:

  • ტვინში სისხლჩაქცევა;
  • ბადურის ჰემორაგია(სისხლჩაქცევა);
  • ზურგის ტვინის და კისრის ტრავმა;
  • ნეკნებისა და სხვა ძვლების მოტეხილობები;

ეს დაზიანებები შეიძლება აშკარა არ იყოს.

ამ დროს ჩვილებს აღენიშნებათ:

  • გაღიზიანებადობა;
  • აპათია;
  • უმადობა;
  • სუნთქვის პრობლემები;
  • კრუნჩხვები;
  • ღებინება;
  • სიფერმკრთალე ან მოცისფრო შეფერილობა.

ძალისმიერი რწევით გამოწვეული გართულებები შესაძლოა გამოვლინდეს მოგვიანებით, კოგნიტური და სენსორული(სიყრუე, სიბრმავე) დარღვევებით.

დარწებისას ჩვილები ძირითადად ტანით უჭირავთ, რაც ვენური სისხლის უკან დაბრუნებას აფერხებს და სისხლი დიდ სისხლძარღვებში, განსაკუთრებით თავის არეში გროვდება. რწევითი მოძრაობა თავის დიდ სისხლძარღვებს აზიანებს, ამას თან ერთვის ვენური სტაზით გამოწვეული სისხლის გაზრდილი მოცულობა და შედეგად ვიღებთ სისხლძარღვების სერიოზულ დაზიანებას.

შენჯღრეული ჩვილის სინდრომი ხშირად უყურადღებოდაა დატოვებული, რადგან მას ბევრი გარეგნული სიმპტომი არ ახასიათებს.