სათამაშო მოედანზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სათამაშო მოედანზე

გინახავთ ბავშვი, რომელსაც არ უყვარს საბავშვო მოედანზე თამაში - საქანელაზე ქანაობა, გორაკიდან ჩამოსრიალება, კარუსელზე ტრიალი, ქვიშის კოშკის შენება?.. ალბათ, არა. თუმცა თამაშს უარყოფითი მხარეც აქვს - ბავშვი შესაძლოა დაშავდეს. ეს იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსები, სათანადო ყურადღებას არ ვუთმობთ მის უსაფრთხოებას, არ ვიცავთ წესებს. არა და, სეირნობისა თუ თამაშის დროს ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სავსებით შესაძლებელია. ამისთვის სულ უბრალო რამ არის საჭირო - ყურადღებით უნდა ვიყოთ. სხვათა შორის, სათამაშო მოედანზე ქცევის წესების სწავლა გაცილებით ადვილია, ვიდრე საგზაო მოძრაობის წესებისა, თუმცა მათ დაცვას არანაკლები სარგებლობა მოაქვს.

  • ყველანი ეზოში!

ყველა ეზოში არიან ბავშვები, რომლებიც მარტო თამაშობენ. ვერ ვიტყვით, რომ ეს ცუდია. მარტო თამაში ცუდია მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი საამისოდ მზად არ არის. ალბათ ყველა თქვენგანს ჰქონია პერიოდი, როცა ეზოში მარტო თამაშობდა. ვიდრე ბავშვს ეზოში მარტო გაუშვებდეთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის გვერდს აუვლის საქანელას, რომელზეც ვინმე ქანაობს, საქანელაზე ქანაობისას აზრად არ მოუვა ხელების გაშვება და სხვა ისეთი რამ, რაც მას საფრთხეს უქადის. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ფანჯრიდან ადევნოთ თვალყური, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა შეგეძლოთ, საფრთხის შემთხვევაში მყისვე მის გვერდით გაჩნდეთ, ეს კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ასე რომ, ჯობს შვილის გვერდით იყოთ, სანამ ის უსაფრთხოდ თამაშს ისწავლის.

მაშ ასე, შევთანხმდეთ, რომ უსაფრთხოების #1 წესია ვიყოთ ერთად!

  • ნახეთ, როგორ გავქანდი!

ცნობილია, რომ ბავშვები ხშირად საქანელიდან ჩამოვარდნისას ან მასთან შეჯახებისას შავდებიან, ამიტომ პატარებს მშობლებმა უნდა აუხსნან, რომ აუცილებელია, ორივე ხელი მაგრად ჩასჭიდონ თოკს ან ჯაჭვს. არ შეიძლება ქანაობისას ფეხზე წამოდგომა, მოძრავი საქანელადან ჩამოხტომა. უსაფრთხოების წესების ასათვისებლად დედა შვილს ხშირად უნდა უმეორებდეს სიტყვებს: "თუ თოკს (ჯაჭვს) ხელს კარგად არ ჩასჭიდებ, საქანელას გავაჩერებ!" "არ გაიარო საქანელასთან, როცა მასზე სხვა ბავშვები ქანაობენ!" "არ ადგე ფეხზე ქანაობისას!" "არ ჩამოხტე მოძრავი საქანელადან!" გარდა ამისა, უნდა დარწმუნდეთ, რომ საქანელა ტექნიკურად გამართული და უსაფრთხოა.

წესი #2 - ქანაობისას კარგად მოჰკიდეთ ხელი თოკს! გვერდი აუარეთ მოძრავ საქანელას!

  • აიწონა-დაიწონა

მართლაც, რა მხიარულია "აიწონა-დაიწონა"! მაგრამ მასზე გართობისას საფრთხის თავიდან ასაცილებლად ბავშვს აუცილებლად უნდა ჩავუტაროთ სათანადო ინსტრუქტაჟი. წესები ზემოთ მოყვანილის მსგავსია: კარგად ჩავჭიდოთ ხელი საქანელას; არ წამოვდგეთ; თუ ადგომა მოგვინდა, შევუთანხმდეთ მეორე მხარეს მჯდომ მეგობარს.

წესი #3 - კარგად მოჰკიდეთ ხელი საქანელას, როცა ის ზემოთ აიწევს.

  • მოძრაობის წესები

ველოსიპედი თითქმის ყველა ბავშვს ჰყავს, მაგრამ მოძრაობის წესები მხოლოდ ზოგიერთმა მათგანმა იცის. პირველი წესი ის არის, რომ ველოსიპედით სეირნობა პარკში მხოლოდ მოასფალტებულ გზაზე შეიძლება. ბავშვი ველოსიპედით არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუახლოვდეს საქანელას, არ უნდა გადავიდეს ქვებზე, საბავშვო მოედანზე.

როცა შვილი ველოსიპედით დაგყავთ სასეირნოდ, აუხსენით ეს მარტივი წესები, რათა მან საფრთხე არ შეუქმნას არც მეგობრებს და არც საკუთარ თავს. სიფრთხილეა საჭირო ტროტუარზე ველოსიპედით სეირნობის დროსაც - დიდია რისკი, იქ მდგომი მანქანა გაკაწროთ ან ფეხით მოსიარულეს დაეჯახოთ. სწორედ ამიტომ მართებთ განსაკუთრებული სიფრთხილე პატარა ველოსიპედისტების მშობლებს.

წესი #4 - ველოსიპედით სეირნობა მხოლოდ მოასფალტებულ გზებზე, საქანელებისა და ქვიშის მოედნისგან მოშორებით შეიძლება.

  • მთიდან ვეშვებით!

საქანელასთან შედარებით სასრიალო გორაკი ნაკლებად ტრავმულია, თუმცა განსაზღვრული წესების დაცვა აქაც აუცილებელია. უპირველეს ყოვლისა, ჩამოსრიალებისას ბავშვს არ უნდა დაეწიოს მეორე ბავშვი და არც თავად უნდა შეაწუხოს ის, ვინც წინ მისრიალებს, ამიტომ აუცილებელია მოთმინება.

ხშირად ბავშვებს, რომლებიც სასრიალოზე დასხდებიან და ქვემოთ დასაშვებად ემზადებიან, სრულიად ავიწყდებათ, რას აპირებდნენ და არემარის თვალიერებით ერთობიან. ეს სავსებით გასაგებია - პატარა ბავშვი ხომ საგნებსა და მოვლენებს უმეტესად ქვემოდან უყურებს, სასრიალო გორაკზე კი მას საშუალება ეძლევა, ზემოდან დახედოს სამყაროს. ეს ძალიან მომხიბლავია, მაგრამ პეიზაჟით ტკბობისას შესაძლოა რომელიმე მოუთმენელმა პატარამ მას ზურგიდან უბიძგოს. დაშვებისთვის მოუმზადებელი ბავშვი მოულოდნელად მოსწყდება ადგილს. ამ შემთხვევაში დიდია ალბათობა, პატარამ რამე დაიშავოს ან უბრალოდ შეშინდეს. ამის გამო მიზანშეწონილია, ბავშვს ავუხსნათ, რომ სასრიალო ბილიკის თავზე დიდხანს ჯდომა არ არის მიზანშეწონილი. არ უნდა დავუშვათ, რომ ბავშვმა ვინმეს უბიძგოს. არის შემთხვევები, როცა სასრიალო ბილიკის ზემოთ არსებულ მოედანს მოაჯირი არ აქვს. ამ დროს უნდა დაფიქრდეთ, ღირს თუ არა ბავშვის მაღლა აშვება.

წესი #5 - გორაკიდან ბავშვი მარტო უნდა ჩამოსრიალდეს. მან არ უნდა უბიძგოს სხვა ბავშვებს და არც თავად იჯდეს დიდხანს ბილიკის თავზე.

  • გავაანალიზოთ

მომდევნო წესიც სასრიალოს ეხება. ბავშვი არა მარტო წესიერად უნდა იქცეოდეს, არამედ სასრიალო გორაკსაც სწორად უნდა ირჩევდეს. გასათვალისწინებელია, რომ ზაფხულში სასრიალო შეიძლება გაცხელდეს. ზოგჯერ გორაკი მეტისმეტად ციცაბოა. დაფიქრდით, ღირს თუ არა მასზე სრიალი.

წესი #6 - სწორად აარჩიეთ სასრიალო.

  • რამდენიმე სიტყვა ქვიშაში თამაშზეც უნდა ვთქვათ. ვიდრე ბავშვს მასში თამაშის ნებას დავრთავდეთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქვიშა სუფთაა, მასში არ ურევია ლურსმნები და შუშის ნატეხები. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ბავშვებმა ერთმანეთს ქვიშა თვალებში არ ჩააყარონ, არ შეჭამონ რამდენიმე წუთის წინ ქვიშისგან "გამომცხვარი" "პასქა" ან ერთმანეთს ნიჩბები არ უთავაზონ.