აგარაკზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აგარაკზე

ისინი კმაყოფილები დარჩებიან, თქვენ კი თავისუფალი დრო გაგიჩნდებათ და ზამთრისთვის მშვიდად მოიმარაგებთ პროდუქტებს. მართლაც მშვენიერია, როცა პატარები მხიარულად თამაშობენ, თქვენ კი თქვენი საქმეებით ხართ დაკავებული და ბავშვებს წამდაუწუმ არ გასძახით, სახლში ამოდიო.

თეორიულად ეს ყველაფერი შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკულად ასეთ სიტუაციაში მრავალი დაბრკოლება იჩენს თავს. მაინც როგორ მოვაწყოთ ყველაფერი ისე, რომ პრობლემებს არ შევეჯახოთ?

  • მოწყენილობა

ბავშვის აგარაკზე წაყვანა არ უნდა ნიშნავდეს მისთვის საყვარელ ყველა სათამაშოსთან განშორებას და მხოლოდ ბურთით ან ქვიშის "პასქების ცხობით" გართობას. ადვილად შეიძლება გამოვნახოთ სხვა გასართობიც. თქვენ, მოზრდილ ადამიანს, ალბათ ძვირად ღირებული საქანელები და შეზლონგები გხიბლავთ, მაგრამ ბავშვს სიამოვნებას ჰგვრის სულ უბრალო რამ - ჭურჭელი, ქვიშაში სათამაშო კომპლექტი, ჩვეულებრივი პატარა ლამაზი ყუთები, რომლებიც ციხესიმაგრეების საშენ მასალად გამოდგება... როგორც ხედავთ, ბავშვის მოწყენილობა აგარაკზე მნიშვნელოვანი მატერიალური დანახარჯის გარეშეც შეიძლება დავძლიოთ.

  • ბაღს საფრთხე ემუქრება

რა თქმა უნდა, თუ სააგარაკო ნაკვეთში ბავშვების მთელი ჯარი დარბის, დიდია რისკი, ნარგავები დაზიანდეს. ასე რომ არ მოხდეს, ნაკვეთის გარკვეული ნაწილი მთლიანად დაუთმეთ ბავშვებს. ამით ნამდვილად არ დაზარალდებით. როცა პატარები გაიზრდებიან, ყოფილ ქვიშის მოედანზე შეგიძლიათ კორდი გააშენოთ, ხოლო საქანელასთან ყვავილები დარგოთ.

  • რომ არ დაშავდნენ

ამ თვალსაზრისით ყველაზე საშიშია ასაკი ორიდან ხუთ წლამდე. ამ პერიოდში ბავშვები განსაკუთრებით მოძრავნი არიან, საფრთხის შეგრძნება კი ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული. ნამდვილად ვერ ვიქნებით იმის იმედად, რომ ამ ასაკის ბავშვი საფრთხის დროს გონიერებას გამოიჩენს. საფრთხე კი ათასგვარია. მოდი, მათ შესახებ საუბარს გვერდს ნუ ავუვლით.

წყალი. არამც და არამც არ დართოთ ნება სამ წლამდე ასაკის ბავშვებს, მიუახლოვდნენ აუზს, თუნდაც გასაბერს, და მის ახლოს მარტო, უფროსების მეთვალყურეობის გარეშე ითამაშონ. თუ ბავშვები წყალთან ახლოს თამაშობენ, უმჯობესია, ყველა საქმე გადავდოთ და მათ თვალი არ მოვაცილოთ. თუ თქვენი ნაკვეთის ახლოს წყალსაცავი ან მდინარეა, ჭიშკარი ისე უნდა იკეტებოდეს, რომ პატარებმა დამოუკიდებლად მისი გაღება ვერ შეძლონ. როცა ბავშვებს ეზოში უმეთვალყურეოდ ტოვებთ, ჯობს, გასაბერი აუზი დაცალოთ, ხოლო ჭასა და წყლის ავზს საფარი ისე დაახუროთ, რომ პატარამ ვერ ახადოს. ჭიშკარი და ღობე.

აგარაკზე ყოფნისას დარწმუნებული უნდა ბრძანდებოდეთ, რომ ეზო ისეა შემოღობილი და ჭიშკარიც ისეა დაკეტილი, რომ ბავშვი გზის სავალ ნაწილზე გასვლას ვერ შეძლებს. ეს განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ნაკვეთი გზატკეცილთან ახლოს მდებარეობს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ღობის მთლიანობას, დროულად უნდა შეაკეთოთ ყველა დეფექტი. თუ მესერი ბავშვისთვის ადვილად დასაძლევი დაბრკოლებაა და თავისი აღნაგობისა და მოქნილი სხეულის წყალობით მასში გაძვრომა თავისუფლად შეუძლია, ღობე აუცილებლად უნდა შეაკეთოთ.

შუშა. ტრავმის მიზეზად შეიძლება იქცეს შუშის ნატეხიც, ამიტომ ჯობს, ბავშვების სათამაშო ადგილი სათბურისგან შორს იყოს.

შინაური ცხოველები. შინაური ცხოველების თითქმის მეოთხედს პარაზიტები ყავს, ამიტომ გირჩევთ, დროულად მოაცილოთ ეზოს მათი ექსკრემენტები. ძალიან კარგი იქნება, თუ ბავშვებისთვის მოწყობილ ქვის მოედანს, იმ დროს, როცა პატარები არ თამაშობენ, სქელ ცელოფანს ან მუშამბას გადააფარებთ. სათამაშო მოწყობილობები. ბავშვებისთვის მხოლოდ ისეთი სათამაშო მოწყობილობები შეიძინეთ, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ნუ ეცდებით საქანელასა თუ სხვა მოწყობილობის საკუთარი ხელით შექმნას, თუ სათანადო გამოცდილება არ გაგაჩნიათ. მაღაზიაში შეძენილი მოწყობილობები გულისყურით ააწყვეთ და ხშირად შეამოწმეთ. დარწმუნდით, რომ ხე კარგად არის გაშალაშინებული და ლაქით დაფარული, ლურსმნები მყარად ჩააჭედეთ. ქანაობის დროს პატარა ბავშვებს შეუკარით ქამარი. ყურადღებით იყავით, რომ ბავშვი არ მიუახლოვდეს საქანელას, როცა მასზე ვინმე ქანაობს.

ადგილი. პატარა ბავშვებისთვის სათამაშო ადგილი ჯობს ისე შევარჩიოთ, რომ შეგვეძლოს მათთვის თვალყურის დევნება და კარგად გვესმოდეს მათი ხმა იმ შემთხვევაში, თუ პატარა წაიქცა ან ატირდა.

უფრო დიდ ბავშვებს, რასაკვირველია, განმარტოება უყვართ. მათი "იზოლაციისთვის" შეიძლება ხვიარა მცენარეები გამოვიყენოთ. არ დადგათ საქანელა ქვიან ადგილას ან ბეტონზე. მისთვის შესაფერისია რბილი და ბალახით დაფარული მიწაა.

მცენარეები. ზოგიერთი მცენარის თესლი, ნაყოფი ან ყვავილი შხამიანია, ამიტომ პატარა ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ არ შეიძლება ფოთლების, ყვავილებისა თუ თესლის ჭამა, უფრო დიდებს კი აჩვენოთ, რომელი მცენარეა შხამიანი.

  • გადავდივართ საქმეზე

თუ ბავშვები გყავთ, თქვენთვისვე აჯობებს, ეზოშივე გამოუძებნოთ ისეთი ადგილი, სადაც კიდეც დაისვენებენ, კიდეც გაერთობიან და უსაფრთხოდაც იქნებიან. ბავშვის ინტერესებისა და ასაკის გათვალისწინებით მოწყობილი სათამაშო ადგილი მშობლებსაც და შვილებსაც სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს.

საბავშვო მოედანი თავადაც შეიძლება მოაწყოთ მშენებლობის ნარჩენებისგან. ამ დროს მატერიალური დანახარჯი მინიმალური იქნება. მომხიბლავად გამოიყურება მზა საბავშვო მოედანიც, მაგრამ საკუთარი ხელით მოწყობა გაცილებით იაფია. თუ იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნით, ვისაც საამისოდ ფანტაზია არ ჰყოფნის, გთავაზობთ რჩევებს.

  • როგორ მოვაწყოთ ქვიშის მოედანი

შეარჩიეთ სათანადო ადგილი. ეცადეთ, ის შორს იყოს წყლისგან და კარგად ჩანდეს ფანჯრიდან. ამოთხარეთ დაახლოებით 30 სმ სიღრმისა და 170 სმ სიგრძე-სიგანის ორმო. ფსკერზე დაყარეთ ქვიშა - იმდენი, რომ მისმა სიმაღლემ 5 სმ-ს მიაღწიოს. ქვიშის ორმოს კედლები გაამაგრეთ ხით. ხე წინასწარ უნდა დაამუშაოთ, გააშალაშინოთ, ლაქით ან საღებავით დაფაროთ, რათა ბავშვს ხიწვები არ შეესოს. ლურსმნებიც კარგად უნდა ჩააჭედოთ და დაფაროთ, რათა თამაშის დროს ბავშვმა ხელი არ დაიშავოს. ორმოს ფსკერზე, ქვიშის 5 სმ-იანი ფენის ზემოთ, მოათავსეთ მუყაო, რომელსაც რამდენიმე ადგილას ექნება 1 სმ დიამეტრის სადრენაჟო ხვრელი. ამის შემდეგ შეგიძლიათ, თეთრი ქვიშის 20-35-სანტიმეტრიანი ფენა დაყაროთ. ნუ გამოიყენებთ საამისოდ მსხვილმარცვლოვან ან სამშენებლო ქვიშას.

თუ თქვენ მიერ მოწყობილი ქვიშის მოედანი ღია ცის ქვეშ მდებარეობს, აუცილებლად უნდა იფიქროთ საჩრდილობელზეც. შეგიძლიათ, ამისთვის სპეციალური ქოლგა გამოიყენოთ ან გადახურვა გააკეთოთ. ძალიან ეფექტური იქნება, თუ მას ყვავილის ფორმას მისცემთ. არ დაგავიწყდეთ ქვიშის მოედნის მუშამბით გადახურვა, როცა ბავშვები თამაშს მორჩებიან.