სკლერედერმა - ახალშობილთა კანის არაინფექციური დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სკლერედერმა - ახალშობილთა კანის არაინფექციური დაავადება

სკლერედერმა სასქესო ორგანოების, მუცლის ქვედა მესამედის, თეძოების, ზურგის, ხელის მტევნისა და ტერფის შეშუპების განსაკუთრებული ფორმაა, რომელსაც კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი შრის ცომისებრი კონსის-ტენციის შეშუპება ახასიათებს. სკლერედერმა უმეტესად უვითარდებათ დღენაკლულ და სუსტ ბავშვებს, გაციების შემთხვევაში - ზოგ დროულ და ჯანმრთელ ახალშობილსაც. დღენაკლულ ახალშობილთა აღნი-შნული პათოლოგია აიხსნება კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის აგებულების უკმარისობით, თირ-კმლის ფუნქციისა და წყლის ცვლის ნერვული რეგულაციის უმწიფრობით. დაავადების მთავარ ხელშემ-წყობ მიზეზად მიჩნეულია ახალშობილის ორგანიზმის ხანგრძლივი და ძლიერი გადაცივება. გარკვეულ როლს ასრულებს სამშობიარო ტრავმაც.

დაავადება ვითარდება სიცოცხლის მე-2-4 დღეს, იშვიათად - უფრო გვიანაც. თავდაპირველად თავს იჩენს კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ცომისებრი შეშუპება. მოგვიანებით კანი მკვრივდება. თითის და-ჭერისას მასზე ჩაღრმავება წარმოიქმნება. კანი დაჭიმულია (შეუძლებელია თითებით მისი აწევა), ფერ-მკრთალი, ზოგჯერ დაჰკრავს მოლურჯო ან ღია წითელი ელფერი. დაავადების მძიმე ფორმისას დაზია-ნებულია მთელი სხეული, ნაკეცების, ხელისგულებისა და ტერფების ჩათვლით. ბავშვის საერთო მდგო-მარეობა მძიმეა: ახალშობილი მოდუნებულია, სხეულის ტემპერატურა დაბალი აქვს, სუნთქვა და გულის-ცემა - შენელებული, მადა - დაქვეითებული. სკლერედერმის დროს სუსტდება იმუნური სისტემა.

  • უწინარეს ყოვლისა, გავათბოთ (ამისთვის იყენებენ კიუვეზს, სათბურებს, ცხელ აბაზანებს). შედეგიანია მასაჟი, E ვიტამინი (50მგ დღეში), კორტიკოსტეროიდების მოკლე კურსი. პროფილაქტიკისთვის საჭიროა ბავშვის ორგანიზმის დაცვა გადაცივებისაგან.