ნახშირწყლების სიჭარბე კვების რაციონში - რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნახშირწყლების სიჭარბე კვების რაციონში - რჩევები მშობლებს

- ამას პირდაპირ მიჰყავს დაავადებისკენ, რომელსაც ძველად პირდაპირ “ცომეულის დაავადებას” უწოდებდნენ. ნახშირწყლების სიჭარბე იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტული სისტემის განლევას, იმატებს ინსულინის გამოყოფა, რაც, თავის მხრივ, ზრდის მოთხოვნას ნახშირწყლებზე. წარმოიშობა მანკიერი წრე. გარდა ამისა, ნახშირწყლებისგან წარმოქმნილი ცხიმი ორგანიზმში აკავებს სითხეს. ბავშვი შეშუპებისადმია მიდრეკილი. რაციონში ბოსტნეულის, ხორცის ნაკლებობა იწვევს მინერალური ცვლის დარღვევასა და ავიტამინოზს. A, D, E, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტს მივყავართ ანემიისკენ, რაქიტისკენ, იმუნიტეტის დაქვეითებისკენ, ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევისკენ. ცილების სიჭარბე ვითარდება, თუ ბავშვმა გვიან დაიწყო ხილისა და ბოსტნეულის მიღება, დღეში რამდენჯერმე მიირთმევს ხაჭოს, კვერცხის გულსა და ხორცს.

ცილების სიჭარბის გამო ირღვევა საჭმლის მონელება, ჩვილს აწუხებს შეკრულობა, იზრდება დატვირთვა თირკმელებზე, ღვიძლზე, კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობა იწვევს რკინის ათვისების დარღვევას და რკინადეფიციტურ ანემიას. ზედმეტი წონა ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებშიც აღინიშნება. ასეა, როდესაც იმის შიშით, რომ ჩვილი მშიერი არ დარჩეს, დედა ყოველ ნახევარ საათში ერთხელ აწოვებს ძუძუს. ჩვილის პატარა კუჭი წინა ულუფისგან დაცლას ვერ ასწრებს, რომ იღებს ახალს. კუჭის კედლები იჭიმება, პატარა ეჩვევა ჭარბ კვებას. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, კვებათა შორის ინტერვალი 1,5 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს. კუჭი არც ხელოვნური კვების დროს უნდა მიაჩვიოთ ზედმეტ ულუფას, თუმცა ამ შემთხვევაში კვებათა შორის ინტერვალი 2-3 საათი მაინც უნდა იყოს. ნარევის მომზადებისას მკაცრად უნდა დავიცვათ ინსტრუქცია.

მითითებულზე მეტი ფხვნილის გამოყენება არ შეიძლება - ნორმები ასაკის მიხედვითაა გამოთვლილი. ჭარბი ულუფის მიღების თავიდან ასაცილებლად სწორად უნდა შევარჩიოთ საწოვარა, მისი ნახვრეტის ზომა. თუ ბოთლიდან საკვები თავისუფლად გადმოედინება და ბავშვი დატვირთვის გარეშე იღებს საკვებს, ის დანაყრებას ვერ გრძნობს, ჭარბი ულუფა კი კუჭ-ნაწლავს დატვირთვით მუშაობას აიძულებს. იდეალურ შემთხვევაში საწოვარას იმ ზომის ნახვრეტი უნდა ჰქონდეს, რომ ბოთლის დაყირავებისას წვეთები გულის პულსაციის შესატყვისი სიჩქარით წამოვიდეს. გარდა ამისა, არსებობს წესები, რომელთა დაცვა ყველასათვის რეკომენდებულია:

  • დამატებითი საკვების მიცემა დაიწყეთ ექიმის რეკომენდაციით და მხოლოდ მითითებულ ასაკში;
  • თუ ჩვილს აქვს ასაკთან შედარებით ზედმეტი წონა, დამატებითი კვება დაიწყეთ ბოსტნეულით - ის გაცილებით ნაკლებკალორიულია, ვიდრე დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი;
  • ფაფა მოამზადეთ ბოსტნეულის ნახარშზე და მიეცით დღეში ერთხელ, არა უმეტეს 130-150 გრამისა
  • ;უფრო კალორიული საკვები მიეცით დღის პირველ ნახევარში.

ზოგიერთ მშობელს ჰგონია, ფაფა და ბოსტნეულის პიურე ბავშვს არ ანაყრებს, ამიტომ უფრო მეტს აჭმევს ხაჭოს, კვერცხს, ხორცს, ეს კი ცილოვანი საკვების სიჭარბეს იწვევს. თუ პატარა ჭარბი წონისკენაა მიდრეკილი, ნუ აიძულებთ, ულუფა ბოლომდე შეჭამოს. თუ თეფშზე რამდენიმე ლუკმა დარჩა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ბავშვი არ დანაყრებულა; ნუ მიაჩვევთ მას საკვების მარაგის დაგროვებას, დაიხსომეთ, ბავშვი ჭამს იმდენს, რამდენსაც ორგანიზმი სთხოვს.