რა არის გვიანი მამობის საფრთხე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის გვიანი მამობის საფრთხე

ცნობილია, რომ რაც უფრო ასაკოვანია ქალი, მით მეტია საშიშროება, რომ ის ვერ გააჩენს ბავშვს ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით. მამის ასაკის გავლენაზე სამეცნიერო ლიტერატურაში ნაკლებადაა ცნობები. მკვლევრებმა ჩაატარეს 4833 წყვილის რეტროსპექტული კოჰორტული ანალიზი. წყვილებმა ისარგებლეს ექსტრაკორპორალური განაყოფიერების მეთოდით 2009 წლის დეკემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე ლონდონის ერთ-ერთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრში.

დადგინდა, რომ შემთხვევათა 40,8%-ში ორსულობა დასრულდა ცოცხალი ბავშვის დაბადებით. ამასთან, 35 წლამდე ასაკის მამებისთვის ეს მაჩვენებელი შეადგენდა 48,9%-ს, ხოლო 51 წელს გადაცილებული მამებისთვის - 29,5%-ს. შემცირებული იყო ჩასახვის შანსებიც: მაჩვენებლები შეადგენდა შესაბამისად - 49,8% და 30,5%-ს. ამასთან, სპონტანური აბორტის რისკზე მამის ასაკი გავლენას არ ახდენდა.