სამყაროს შეცნობის პერიოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამყაროს შეცნობის პერიოდი

თითოეული მშობლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა საჭირო ხდება ბავშვებისთვის არცთუ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა. სამი წლის ასაკში ბავშვები უკვე უამრავ კითხვას სვამენ. როგორ ვუპასუხოთ მათ რთულ და ზოგჯერ ძალიან უხერხულ კითხვებს.

დიახ, სამი წლის ბავშვები უამრავ კითხვას სვამენ. მათ ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს. ისინი მშობლებს ნამდვილ დაკითხვას უწყობენ. ყველაზე პოპულარული კითხვაა: „როგორ გავჩნდი მე?“ უნდა ვაღიაროთ, რომ პატარას აქვს უფლება, საკუთარი წარმოშობის შესახებ სიმართლე იცოდეს! წეროსა და კომბოსტოზე ზღაპრების მოყოლა უსამართლოც არის და სახიფათოც.

რა თქმა უნდა, ეს გზა ნაკლებწინააღმდეგობრივია და, ერთი შეხედვით, უწყინარიც, რადგან ყველა მშობელს აქვს იმედი, რომ დრო მოვა და პატარა „ყველაფერს თვითონ გაიგებს“, თუმცა ეს იმედი იშვიათად მართლდება. ჩვენს საზოგადოებაში სქესთა თავისებურებების შესახებ უხვი ინფორმაციაა, თუმცა ბავშვის ცნობიერებისთვის გამოუსადეგარი, ამიტომ ჯობს, საინტერესო კითხვებზე ბავშვმა პასუხი მშობლისგან მიიღოს, ვიდრე თანატოლებისგან - ისინი ხომ „საგანმანათლებლო მოღვაწეობას“ საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების ფარგლებში ეწევიან, თუმცა საკმაოდ დამაჯერებლად. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რამდენ უცნაურ ვერსიას ისმენს ბავშვი თავისი ამქვეყნად მოვლინების შესახებ, ეს ვერსიები ეწინააღმდეგება თქვენ მიერ მოყოლილ ზღაპრებს.

უმჯობესია, პატარას თავიდანვე ჰქონდეს სათქმელი: „დედამ მე ასე მითხრა და მე ეს დანამდვილებით ვიცი!“ მთავარია, აქ ზედმეტი არაფერი ითქვას. ბავშვს ზუსტად იმდენი ინფორმაცია უნდა მიეცეს, რამდენიც სჭირდება ამ ასაკში. მაგალითად, ორი წლის ბავშვის შეკითხვაზე „საიდან გავჩნდი?“ - უპასუხეთ მარტივად: „მუცლიდან“. თქვენ ხომ ანატომიურ სიზუსტეებში ჩაღრმავებას არავინ გთხოვთ. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ პირველი საუბარი ინტიმურ თემებზე 2-3 წლის ასაკში განსაზღვრავს სამომავლოდ ნდობის ხარისხს, ამიტომ ბავშვთან გულწრფელი იყავით! ბავშვი გაიზრდება და მოუნდება, უფრო გარკვეული და თანამიმდევრული პასუხი მიიღოს კითხვაზე: „როგორ გავჩნდი?“ პასუხი კი, შეიძლება, ელემენტარული იყოს: „დაიბადე“. პატარა ინტერვიუერი, ჩვეულებრივ, სჯერდება ამ მშვიდ და გონივრულ პასუხს, ხოლო მოპასუხის დაბნეულობა მიახვედრებს, რომ ის რაღაცის დამალვას ცდილობს და შესაძლოა დაეჭვდეს. გარკვეული ხნის შემდეგ ბავშვს არც ეს ინფორმაცია დააკმაყოფილებს და უფრო დაწვრილებით პასუხს მოითხოვს. მაშინ თხრობა თავიდან უნდა დაიწყოთ და ილუსტრაციად საოჯახო ფოტოსურათები გამოიყენოთ. აი, დედ-მამა დაქორწინდნენ და ერთად ცხოვრება დაიწყეს, მერე პატარა ბავშვის გაჩენა მოუნდათ, მერე დედიკო სამშობიარო სახლში წავიდა და იქიდან ბედნიერი დაბრუნდა პატარა ფუნჩულასთან ერთად. მზად იყავით ამ საკრალური კითხვისთვისაც: „რას ნიშნავს სექსი?“ ამის გაგონებისას არ არის საჭირო არც პროცესის, არც ამ საკითხისადმი თქვენი დამოკიდებულების აღწერა; ისაუბრეთ მხოლოდ გაგონილი სიტყვის მნიშვნელობაზე. სიტყვა „სექსი“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სქესს (მამრობითს ან მდედრობითს); შესაბამისად, შეიძლება განიმარტოს როგორც მოზრდილი ქალისა და მამაკაცის სქესობრივი ცხოვრება. თუ ბავშვის ცნობისმოყვარეობას ესეც ვერ დააკმაყოფილებს, ნუ იჩქარებთ საჩოთირო საკითხებზე პასუხის გაცემას. უმჯობესია, გულახდილად აღიაროთ, რომ ამაზე საუბარი გიჭირთ და დაჰპირდით, რომ მოგვიანებით ესაუბრებით. ამგვარად, აიღებთ ტაიმ-აუტს და გექნებათ დრო, უკეთ მოემზადოთ არცთუ იოლი „საბუნებისმეტყველო გაკვეთილისთვის“. სთხოვეთ რჩევა გონიერ მეგობრებს, გამოიყენეთ უფრო კომპეტენტური წყაროებიც - კონსულტაციისთვის მიმართეთ ფსიქოლოგს ან წაიკითხეთ წიგნი, რომელიც სქესობრივ აღზრდას ეხება. შეიძლება, საბავშვო ენციკლოპედიაც დაიხმაროთ. ნუ მოგერიდებათ ბავშვთან სიყვარულზე საუბრის; მოძებნეთ ისეთი სიტყვები, რომ ამ თემამ აკრძალული ხილისადმი არაჯანსაღი ინტერესი არ გამოიწვიოს.

უხერხული სიტუაციები

  • თუ ბავშვი თქვენ და თქვენს მეუღლეს შეუფერებელ მომენტში „წაგასწრებთ“, ეცადეთ, არ აღელდეთ და თავის მართლება არ დაიწყოთ. ყველაზე გონივრული იქნება, თუ სასხვათაშორისოდ შენიშნავთ, რომ მოზრდილ ადამიანებს შეიძლება სხვადასხვაგვარი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან. ამ ურთიერთობას ნუ დაარქმევთ „თამაშს“, თორემ შესაძლოა ბავშვმა ამის გამეორება მოისურვოს.
  • თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვმა თავისი სასქესო ორგანოთი დაიწყო თამაში, ნუ აჰყვებით პანიკას და ნუ გამოხატავთ მძაფრ ემოციებს, ნურც შეარცხვენთ და ნურც დასჯით. მშვიდად გადაატანინეთ ყურადღება სხვა საგანზე და შენიშნეთ: „ამას ნუ გაიმეორებ!“ თქვენთვის კი ეს, დაე, იმის სიგნალი იყოს, რომ ბავშვი მშობლებთან ურთიერთობისა და ტაქტილური კონტაქტის დეფიციტს განიცდის. ეცადეთ, რეგულარულად გამოხატოთ ფაქიზი გრძნობები მის მიმართ, ჩაეხუტოთ, თავზე ეამბოროთ.
  • თქვენი შვილი უწმაწურ სიტყვებს წარმოთქვამს? ჰკითხეთ, გაუგონია თუ არა მას ოდესმე თქვენგან ასეთი სიტყვები და მკაცრად უთხარით, რომ არც მისგან გსურთ მათი გაგონება.