არ მინდა წყალში! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არ მინდა წყალში!

ზღვა თუ ტბა?

რა თქმა უნდა, ბანაობა ყოველგვარ წყალში სასიამოვნოა, მაგრამ თუ ბავშვი პატარაა, ასეთი განურჩე-ვლობა არ გამოგვადგება. ინფექციების გავრცელების თვალსაზრისით ზღვა უფრო უსაფრთხოა, ვინაიდან მარილიანი წყალი მრავალ ბაქტერიას ანადგურებს.

ფრთხილად, ცურვა აკრძალულია!

იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელთა დროსაც ცურვა სასურველი არ არის, არც ისე ვრცელია: ჰერპესი, კანის სტრეპტოკოკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ავთვისებიანი სიმსივნეები, თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული და მწვავე დაავადებები, ტუბერკულოზის აქტიური ფორმები და გულის უკმარისობა. ბანაობა არ შეიძლება, თუ ბავშვს სიცხე აქვს, ბოლო ორი თვის განმავლობაში გაუკეთდა ოპერაცია ან აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების გამწვავება.

დადგენილია, რომ ცურვა დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, აძლიერებს იმუნიტეტს, კუნთებს, სისხლძარღვებს, გულსა და ფილტვებს, ხელს უწყობს კოორდინირებული მოძრაობების, ამტანობის გამომუშავებას. ამის გამო ცურვა და წყალში ვარჯიში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ ინიშნება.

შესაფერისი ასაკი

მიუხედავად ზემოთქმულისა, გაითვალისწინეთ, რომ ექიმთა უმრავლესობის აზრით, ზღვაში, მდინარეში ან ტბაში ბავშვის ცურვა ორ წლამდე არ არის რეკომენდებული. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბავშვის იმუნური სისტემა და ფსიქიკა აბაზანისა და აუზის გარეთ წყლის სტიქიასთან შესახვედრად სწორედ ამ ასაკშია მზად.

არსებითი მნიშვნელობა აქვს პატარა ბავშვისთვის საბანაო ადგილის შერჩევას: წყალი არ უნდა იყოს ღრმა, დინება კი - ჩქარი.

ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანები

ვიდრე ბავშვს მარტოს შეუშვებდეთ წყალში, უნდა დარწმუნდეთ, რომ ცურვისთვის შერჩეულ ადგილზე არ არის ორმოები, ფსკერზე არ ყრია წვეტიანი ქვები, შუშის ნამტვრევები, ნაგავი. ბევრ პატარას ეშინია წყლის - ამ უცნობი და საშიში სტიქიის, ამიტომ ბავშვი წინასწარ უნდა მოვამზადოთ წყალთან შესახვედრად. გაასეირნეთ პატარა ნაპირზე, დაათვალიერეთ იქაურობა, წყალში ჩაყარეთ კენჭები.

არასოდეს შეიყვანოთ ბავშვი წყალში ძალდატანებით ან მოტყუებით. ნუ დააჩქარებთ სტიქიასთან მიჩვევის პროცესს, მიეცით საშუალება, შეხედოს, როგორ ცურავთ თქვენ, როგორ ერთობიან წყალში სხვა პატარები, წყალთან უშუალო შეხება კი თამაშად აქციეთ. შეგიძლიათ, საყვარელი სათამაშოებიც ”აბანაოთ”.

მცდარია შეხედულება, რომ თუ ბავშვს წყალში ჩააგდებთ, ის თავისით გამოცურავს. ბავშვი, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდება წყლის სიღრმეში, უმძიმეს სტრესს იღებს. ამ შოკის შედეგი მას შესაძლოა სამუდამოდ გაჰყვეს. პატარას ზარავს იმის გაფიქრება, რომ უახლოესმა ადამიანებმა ”სასიკვდილოდ გაიმეტეს”. ასეთი სტრესი შეიძლება ენის ბორძიკის ან ენურეზის მიზეზადაც კი იქცეს.