ახალშობილთა პნევმონია - როგორ ვლინდება დაავადება და როგორია მკურნალობის ტაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალშობილთა პნევმონია - როგორ ვლინდება დაავადება და როგორია მკურნალობის ტაქტიკა

- რომელი მიკრობი იწვევს ახალშობილთა პნევმონიას? აქვს თუ არა მნიშვნელობა, როდის მოხდა ინფიცირება - მუცლადყოფნის პერიოდში თუ დაბადების შემდეგ?

- გამომწვევი შეიძლება იყოს ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი, სოკო, მიკოპლაზმა ან რამდენიმე ერთად.

მუცლადყოფნის პერიოდის ინტრანატალური პნევმონიის გამომწვევი უმთავრესად სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი, კლებსიელა, პროტეუსი ან ქლამიდიაა. ანტენატალური ინფიცირებისას პნევმონია უფრო ხშირად მიკოპლაზმური და ვირუსული წარმოშობისაა. პოსტნატალური პნევმონია, წესისამებრ, შერეული ეტიოლოგიისაა და ვირუსულ-ბაქტერიული ბუნებისა გახლავთ.

ახალშობილთა პნევმონიის კიდევ ერთი თავისებურება: მისი სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, როდის და რომელი აგენტით დაინფიცირდა ბავშვი. ანტინატალური პნევმონიის დროს სუნთქვის მოშლილობა სიცოცხლის პირველსავე წუთებში ვლინდება.

როგორც წესი, ახალშობილი იბადება ასფიქსიით, მიუხედავად პირველი ყვირილისა და ჩასუნთქვისა. მაშინვე იჩენს თავს ქოშინი, სუნთქვაში დამატებითი კუნთების მონაწილეობა, ხმაურიანი ამოსუნთქვა. ტემპერატურა სიცოცხლის პირველ დღეებშივე მომატებულია, სუნთქვის უკმარისობა და ინფექციური ტოქსიკოზი პროგრესირებს, აღინიშნება სიფითრე, ნაცრისფერი კანი, გენერალიზებული ციანოზი, მოდუნება, წამოქაფება, კუნთთა ჰიპოტონია, რეფლექსების დაქვეითება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, სხეულის მასის შემცირება. ამასთან ერთად მკვეთრად ვლინდება სინდრომები და ნიშნები, რომლებიც ახასიათებს მუცლადყოფნის პერიოდში განვითარებულ ცალკეულ ინფექციას.

ინტრანატალური (დაბადებისას) ინფიცირების შემთხვევაში ბავშვის მდგომარეობა შესაძლოა დამაკმაყოფილებელი იყოს. სუნთქვის მოშლილობის ნიშნები, სხეულის ტემპერატურის მომატება ვლინდება სიცოცხლის მე-2-3 დღეს. არცთუ იშვიათად იმავდროულად ან რამდენიმე ხნით ადრე ვითარდება დიარეა, ჩირქოვანი კონიუნქტივიტი, იშვიათად - კანის ჩირქოვანი დაზიანება.

დიაგნოზის დასადგენად საკმაოდ ინფორმაციულია ფიზიკური მონაცემებიც. პნევმონიის კლინიკურ სურათს რამდენიმე თავისებურება ახასიათებს დაავადების გამომწვევის კვალობაზეც. პირველი შვიდი დღის განმავლობაში შეძენილი სტეპტოკოკული ინფექცია ვლინდება ერთდროულად პნევმონიითა და მენინგიტით. სიცოცხლის პირველსავე დღეებში იჩენს თავს სეფსისის მოვლენები, მრავლობითი ჩირქოვანი კერა, ოტიტი, ართრიტი, ოსტეომიელიტი, კონიუნქტივიტი, მენინგიტი, შეერთებულწი-ლოვანი და დესტრუქციული პნევმონია. მიუხედავად ადრეული ინტენსიური მკურნალობისა, ლეტალობა 50-60%-ს აღწევს.

ინტრანატალურად შეძენილი ქლამიდიოზი კლინიკურად ხშირად ვლინდება სიცოცხლის პირველი კვირის ბოლოს ან მეორე კვირის დასაწყისში: ვითარდება ჩირქოვანი კონიუნქტივიტი, რომლის ფონზე 1-1,5 კვირის შემდეგ ნორმალური ტემპერატურის პირობებში ბავშვს ეწყება ქოშინი და ძლიერი, არაშეტევითი ხველა, რომელიც იწვევს ღებინებას, ციანოზს. ინფექციური ტოქსიკოზი არ აღინიშნება. პროგნოზი საიმედოა. პოსტნატალური პნევმონია ხშირად იწყება მწვავედ, ცხვირ-ხახის კატარული მოვლენებით, ტემპერატურის აწევით. შემდგომ ამას სუნთქვის უკმარისობის მოვლენები მოჰყვება.

ბავშვი თავდაპირველად ფერმკრთალია, აგზნებული, მოდუნებული, ცუდად იმატებს წონას, შემდეგ კი ეწყება სუნთქვის უკმარისობის ნიშნები: ქოშინი, ციანოზი, ტაქიკარდია, გულის ტონების მოყრუება. ფიზიკური მონაცემები დიაგნოზის დასმის საშუალებას ყოველთვის არ იძლევა.

- როგორია პნევმონიის მკურნალობის ტაქტიკა ახალშობილობის და მის შემდგომ პერიოდში?

- განურჩევლად ინფიცირების დროისა, პნევმონიის მკურნალობა კომპლექსურია. ბავშვი ძუძუსთან მიჰყავთ სუნთქვის უკმარისობის ნიშნების გაქრობის შემდეგ. ანტენატალური პნევმონიის დროს ანტიბიოტიკოთერაპია ხშირად პროფილაქტიკური ხასიათისაა. ინტრანატალური და პოსტნატალური ინფექციის შემთხვევაში იყენებენ ანტიბიოტიკებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც გრამუარყოფით, ისე გრამდადებით ბაქტერიულ ფლორაზე.

ანტიბიოტიკის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის, თანაარსებული დაავადების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამიტომაც არის, რომ არცთუ იშვიათად მძიმე ფორმის დროს ანტიბიოტიკის დოზა მოზრდილისას უახლოვდება. ყველა ავადმყოფს უნიშნავენ ვიტამინოთერაპიას, ჩვენების შემთხვევაში - საგულე გლიკოზიდებს, შარდმდენ საშუალებებს, მასტიმულირებელ თერაპიას.