ბედნიერი მგზავრობა! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბედნიერი მგზავრობა!

ჩვილი ავტომობილში

არასოდეს დაჯდეთ ჩვილთან ერთად მძღოლის გვერდით. უკანა ადგილები გაცილებით უსაფრთხოა. გაგიკვირდებათ, მაგრამ საათში 50 კილომეტრი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მოულოდნელი დამუხრუჭების შემთხვევაში დედას სულ რაღაც 4,5 კგ წონის პატარას შეკავებისთვის ისეთივე ძალისხმევა სჭირდება, როგორიც ძალოსანს - 140 კილოგრამის აწევისას! თუ დედას უსაფრთხოების ღვედი არ აქვს მორგებული, რაც, სამწუხაროდ, ჩვენში წესად არის ქცეული, დიდია რისკი, ის, პირიქით, ბავშვს მიაწვეს.

ახალშობილი სპეციალური კალათით უნდა ატაროთ. 8-9 თვის ბავშვისთვის, რომელიც უკვე საკმაოდ კარგად ზის და 9 კილოგრამამდე იწონის, უნდა შეიძინოთ ავტომობილით მგზავრობისთვის განკუთვნილი სპეციალური სავარძელი. ასეთ სავარძელს აქვს დამცავი ზურგი და ამორტიზატორები, რომლებიც დარტყმის ძალას ამცირებს.

არ არის სასურველი ჩვილ ბავშვთან ერთად ავტომობილით ხშირად მგზავრობა, ვინაიდან პატარებს უჭირთ ამ მდგომარეობასთან ადაპტირება. ამერიკელი პედიატრების მონაცემებით, ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ ჯანმრთელ ბავშვსაც კი შეიძლება დაერღვეს გულის რიტმი, გაუძნელდეს სუნთქვა, დაუქვეითდეს სისხლში ჟანგბადის შემცველობა. ასე რომ, სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ბავშვის ტრანსპორტი მისი ეტლი უნდა იყოს.

ერთი წლის შემდეგ

ავტომობილით მოძრაობისას აუცილებელია საბავშვო სავარძლის გამოყენება, რომელსაც ბავშვის სიმაღლის მიხედვით არეგულირებთ. ასეთი სავარძელი უკან, შუაში უნდა მოათავსოთ. ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილია, თანაც როცა სავარძელი შუაში დგას, ბავშვი წინა სავარძლებს შორის არსებული სივრციდან პირდაპირ გზას გაჰყურებს, რაც საგრძნობლად ამცირებს თავბრუხვევას.არ დაგავიწყდეთ საბავშვო სავარძელში არსებული უსაფრთხოების ქამრების გამოყენება.

აუცილებელია სწორი კვება

ბავშვი უნდა ასაუზმოთ გამგზავრებამდე სულ ცოტა 40 წუთით ადრე. ძალდატანება დაუშვებელია. მიეცით პატარას საშუალება, მიირთვას იმდენი, რამდენიც სურს. არ არის რეკომენდებული პატარა მგზავრის კვება მოძრავ მანქანაში. გირჩევთ, ჭამისგან თვითონაც შეიკავოთ თავი. გაითვალისწინეთ: მგზავრობისას საჭმლის სუნმაც კი შეიძლება გულისრევის პროვოცირება მოახდინოს.

თუ რამდენიმე საათია მგზავრობთ და ბავშვს მოშივდა, გააჩერეთ მანქანა და სუფთა ჰაერზე დანაყრდით.

პატარას ასვით ცივი ანადუღარი წყალი.

უჰაერობა და სიცივე მგზავრობისას ხელს უწყობს პრობლემების აღმოცენებას.


 

გართობა

გაიხსენეთ ბავშვის საყვარელი სიმღერები, ლექსები, ზღაპრები. შეგიძლიათ, მაგნიტოფონიც დაიხმაროთ. კარგია კიდურების მსუბუქი მასაჟი. მანქანაში პატარას გახადეთ ფეხსაცმელები, რათა თავისუფლად მოძრაობის საშუალება ჰქონდეს, ათამაშოს ფეხის თითები, მოხაროს და გაშალოს კიდურები. თუ ბავშვს ჩაეძინა, ნუ გააღვიძებთ. ძილში ის შესანიშნავად გადაიტანს მგზავრობას.

თუ პატარა მგზავრს ძილი არ ერევა, მანქანა ყოველ ნახევარ საათში გააჩერეთ და ბავშვი რამდენიმე წუთით სუფთა ჰაერზე გაიყვანეთ.

რატომ უჭირთ მგზავრობა ბავშვებს

ბავშვის ვესტიბულური აპარატი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და არ შესწევს სწრაფი მგზავრობისას მომხდარ ცვლილებათა კომპენსირების უნარი. ამის გამო ვითარდება ვაზომოტორული ანუ სისხლძარღვთა მამოძრავებელი ცენტრების დისბალანსი. შედეგად ფილტვების, გულისა და ტვინის სისხლძარღვები ფართოვდება, ხოლო საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებისა ვიწროვდება. სწორედ ამის შედეგია შემაწუხებელი ვეგეტატიური რეაქციები - თავბრუხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება.

როგორ ავიცილოთ თავიდან უსიამოვნებები

არ მისცეთ ბავშვს ნება, მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მიბრუნდეს. არ გაუღვივოთ პატარას ინტერესი, გვერდითა ფანჯრებში იყუროს. მისი მზერა მხოლოდ წინ უნდა იყოს მიმართული.

გადაუდებელი დახმარება

თუ პატარა გულისრევის შეგრძნებამ შეაწუხა, გააჩერეთ მანქანა და სუფთა ჰაერზე გაიყვანეთ. ასწავლეთ ღრმად და თანაბრად სუნთქვა. ვალერიანის ნაყენი ცხვირსახოცზე დააწვეთეთ და ბავშვს ცხვირთან მიუტანეთ. თუ პრობლემები ყველა მგზავრობისას იჩენს თავს, უმჯობესია, ამ საკითხზე პედიატრს ესაუბროთ.

ვესტიბულური აპარატის წრთობა

ვარჯიში ვესტიბულური აპარატის გაძლიერებაში დაგეხმარებათ:

  • პატარა ხელში აიყვანეთ და ”ვალსი ეცეკვეთ”. ატრიალეთ ჯერ საათის ისრის, შემდეგ - საპირისპირო მიმართულებით. თავდაპირველად 2-3 ნელი ბრუნი საკმარისია. შემდეგ შეიძლება, სიჩქარე და სიხშირე თანდათანობით გავზარდოთ.
  • იყიდეთ სპეციალური წრე, რომელზეც შეიძლება დგომა და ტრიალი. ატრიალეთ პატარა ჯერ ერთი, შემდეგ მეორე მიმართულებით. ამ დროსაც დაიცავით ზემოთ აღწერილი პრინციპი.
  • პატარას თვალები აუხვიეთ და რამდენჯერმე ფრთხილად დაატრიალეთ ადგილზე. მხედველობითი კონტროლის არარსებობისას წონასწორობის შენარჩუნება ძალიან ძნელია. თუ ბავშვმა ეს შეძლო, აღარც მგზავრობა გაუჭირდება.
  • იატაკზე დადეთ თოკი და ბავშვს შესთავაზეთ, მასზე ისე გაიაროს, რომ ცალი ფეხის წვერი მეორის ქუსლთან მიიტანოს. ეს სულაც არ არის იოლი!
  • ვესტიბულური აპარატის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს საქანელაზე ქანაობაც.