ჩვილთა ჭურჭლის სტერილიზაცია და ჰიგიენის წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ
* ორთქლის სტერილიზატორი. ეს არის თანამედროვე მოწყობილობა, რომელიც სწორედ ბავშვის ჭურჭლისა და მისი აქსესურების სტერილიზაციისთვის არის შექმნილი. სტერილიზაციის დამთავრების შემდეგ მოწყობილობა ავტომატურად ითიშება. თუ ის არ გავაღეთ, ჭურჭელი კიდევ სამი საათის განმავლობაში იქნება სტერილური.
* ცივი სტერილიზაციის აპარატები - მოხერხებულია მგზავრობისას და აგარაკზე. მასში ისხმება სპეციალური სასტერილიზაციო სითხე, რომელშიც თავსდება ჭურჭელი.