თამაშის წესები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

თამაშის წესები

თამაშის წესები

ფუშფუშაკაბიანი თოჯინები, ფუმფულა ცხოველები, მანქანები, კონსტრუქტორები მხოლოდ ბავშვის განვითარებას კი არა, ვირუსებისა და ბაქტერიების გავრცელებასაც უწყობს ხელს. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნება? ერთი შეხედვით არაფერია სათამაშოებით სავსე ბავშვის ოთახზე სასიამოვნო. მშობლები, ნათესავები და მეგობრები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან და ბავშვის ოთახში ზედიზედ ჩნდება კუბები, პირამიდები, კურდღლები, თოჯინები, მანქანები... ეს ძალიან კარგია - ბავშვი ხომ სამყაროს სათამაშოს საშუალებით შეიცნობს. სამწუხაროდ, მშობლები ხშირად ივიწყებენ, რომ სათამაშოს მოვლა სჭირდება, თორემ შესაძლოა მტვრის, საშიში ვირუსებისა და ბაქტერიების ბუდედ იქცეს. გაოცებას ვერ დამალავთ, როცა გაიგებთ, რამდენი

ინფექციის გამომწვევი შეიძლება ბუდობდეს სათამაშოზე. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ თუ სათამაშოს დაბინძურება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მის ერთ წერტილზე შესაძლოა 250 000-მდე ბაქტერია იყოს თავმოყრილი. ქვემოთ ყველაზე საშიშ გამომწვევებს შევეხებით.

* ოქროსფერი სტაფილოკოკი - ის იწვევს 100-მდე დაავადებას, რომლებსაც შინაგანი ორგანოების ანთება ახლავს თან. ძველად სტაფილოკოკურ ინფექციას სტაფილოკოკურ

შავ ჭირსაც უწოდებდნენ და ამით ხაზს უსვამდნენ პრობლემის მასშტაბსა და საფრთხეს. სტაფილოკოკები ადამიანის კანსა და ლორწოვანზე ბინადრობენ, საკმაოდ გამძლენი არიან გამოშრობის, გაცხელებისა და ტემპერატურის მერყეობის მიმართ, დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლის უნარსა და ვირულენტობას (დასნებოვნების უნარს) მშრალ უწვრილეს მტვერში, რომელსაც ხშირად იკრავენ რბილი სათამაშოები. მზის პირდაპირი სხივები სტაფილოკოკებს რამდენიმე საათში სპობს. სადეზინფექციო საშუალებები კი რამდენიმე წუთში.

* დიფტერიის ჩხირი მწვავე ინფექციური დაავადების გამომწვევია. დაავადებას მთელი ორგანიზმის უძლიერესი ინტოქსიკაცია ახასიათებს. დიფტერიის ჩხირი გარემოში დაავადებულის ნერწყვთან ერთად ხვდება და შესაძლოა, მყარ სათამაშოებზე 2 კვირა დარჩეს, ხოლო მტვრიან რბილ სათამაშოებზე - 3 თვეც კი.

* კოხის ჩხირი - გამოიყოფა დაავადებულის ნერწყვთან ერთად და შესაძლოა ტუბერკულოზის მიზეზად იქცეს. ის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ბაქტერიაა. კოხის ჩხირი წიგნის ფურცლებზე სამი თვე ცოცხლობს, სათამაშოებზე კი უფრო მეტხანს.

* ადენოვირუსი - იწვევს ცხელებას, რომელსაც თან სდევს სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანის ანთება, ლიმფური კვანძების გადიდება. დაავადება ხშირად მიმდინარეობს ტონზილიტის ან კონიუნქტივიტის სახით. ის ხშირად გრიპში ერევათ. ვირუსი სათამშოებზე რამდენიმე დღე რჩება.

* ჰერპესის ვირუსი - ამ მიკროორგანიზმით ინფიცირებულია ზრდასრული მოსახლეობის 90%. ვირუსს დასნებოვნებული ადამიანი გამოყოფს და ჯანმრთელს გადასცემს, რაც ზოგჯერ სათამაშოების მეშვეობითაც ხდება.

* როტავირუსი - იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებას. ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია, რომელიც ვირუსს განავალთან ერთად გამოყოფს. დაუბანელი ხელების საშუალებით ვირუსი სათამაშოებზე ხვდება და რამდენიმე დღე რჩება.

საბედნიეროდ, ყველა პოტენციურად საშიში ბაქტერია და ვირუსი მგრძნობიარეა სადეზინფექციო საშუალებების მიმართ. ასე რომ, სათამაშოების სათანადო მოვლა საშუალებას გვაძლევს, ხელი შევუშალოთ დაავადების გამომწვევთა გავრცელებას. ცნობილია, რომ სუფთა და მოვლილ ბინებში ბავშვები ნაკლებად ავადმყოფობენ. ამრიგად, რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სათამაშომ ბავშვს მხოლოდ სიკეთე მოუტანოს?

* სათამაშოს შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მის შეფუთვას. ის არ უნდა იყოს დაზიანებული, რადგან შეფუთვა სათამაშოს დაბინძურებისგან იცავს.

* ნუ შეიტანთ რბილ, ბეწვიან სათამაშოებს ახალშობილის ოთახში. ახალშობილი მათ სილამაზეს ვერ აღიქვამს, ბაქტერიებს კი ასეთი სათამაშო ძალიან `მოეწონებათ~.

* პლასტმასის სათამაშოზე მტვერი არ გროვდება, მაგრამ მაინც არ იქნება ურიგო, თუ პერიოდულად სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავებთ.

* სათამაშო, რომელიც პატარას სასეირნოდ `დაჰყავს~, ცალკე უნდა შეინახოთ და კარგად გარეცხოთ - ის ბაქტერიებთან ერთად შესაძლოა პარაზიტების წყაროდაც იქცეს.

* რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო გულდასმით უნდა მოვუაროთ მის სათამაშოებს. რბილი სათამაშოები შეიძლება დავბერტყოთ და ნახევარი საათით მზის გულზე დავდოთ - მისი სხივები ბაქტერიათა უმრავლესობაზე დამღუპველად მოქმედებს. კარგია, თუ შესაძლებელია რბილი სათამაშოს მანქანაში გარეცხვა. განსაკუთრებული გულისყურით უნდა მოუაროთ სათამაშოს, რომელსაც პატარა თავის საწოლში `აძინებს~. ასევე კარგად უნდა გაირეცხოს სათამაშო, რომელიც ბავშვმა ექიმთან `წაიყვანა~.

* სულ პატარებისთვის განკუთვნილი ჩხრიალები და კბილების ამოჭრისას საღეჭი რგოლები ხშირად უნდა გამოვხარშოთ. ფაღარათი, რომელსაც ხშირად კბილების ამოჭრის თანმხლებ მოვლენად მიიჩნევენ, სინამდვილეში მიკროორგანიზმებით არის გამოწვეული.

* განსაკუთრებული კატეგორიაა სასტვენები, სალამურები, ტუჩის გარმონი ანუ ის სათამაშოები, რომლებსაც ბავშვი პირში იდებს. ისინი უმჯობესია ინდივიდუალური იყოს.

* უფროს ბავშვებს სთხოვეთ, პატარების სათამაშოებს მხოლოდ სუფთა ხელებით შეეხონ. მოზრდილთათვის უვნებელი მრავალი ბაქტერია პატარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

 


 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
არც ისე დიდი ხანია, მთელი მსოფლიო კორონავირუსის საფრთხემ პრაქტიკულად სახლებში გამოკეტა.
მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ასარიდებლად, საბავშვო ბაღებში, დღის ცენტრებსა
პატარა ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ ნივთსა თუ საგანს, რომელიც მათ ყურადღებას იპყრობს,
შაქარს ზოგი ორგანიზმის "თეთრ მტრად" მოიხსენიებს , ზოგი - "მზაკვარ მეგობრად" , ზოგი - "თეთრ სიკვდილსაც" უწოდებს.
ახალი წელი ხომ ყველაზე საყვარელი დღესასწაულია ბავშვებისთვის,
იმუნური სისტემის დარღვევებმა შეიძლება განავითაროს მთელი რიგი დაავადებები.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად