/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

ბავშვი და ახალი წელი

ბავშვი და ახალი წელი
ჩემი შვილები ორი და ოთხი წლისანი არიან. მიმაჩნია, რომ მათთვის საახალწლო ორომტრიალში ჩართვა ჯერ

ადრეა. ჩემი მეუღლე აპირებს, ახალი წლის დადგომისას ბავშვები არ დააძინოს, მე კი მგონია, რომ ფეიერვერკების ხმა და ნათება მათ შეაშინებს. შეძლებენ თუ არა ასეთი პატარები დღესასწაულის გაცნობიერებას? მარი, 25 წლის

ბავშვები ემოციების განცდასა და გამოხატვას ძალიან ადრე, სიცოცხლის პირველივე დღეებიდან იწყებენ. გარდა ამისა, ყველა დედამ უნდა იცოდეს, რომ მისი განწყობა მყისვე გადაეცემა ბავშვს. მას გაცილებით უკეთ ესმის, მეტს ხედავს და გრძნობს, ვიდრე უფროსებს გვგონია. ამიტომ ნუ წაართმევთ

პატარას დღესასწაულს. მის ცნობიერებაში უამრავი რამ რჩება, ყველაზე მკაფიოდ კი გამორჩეული დღეები აღიბეჭდება, ამიტომ უნდა ეცადოთ, აჩუქოთ მათ ლამაზი დღესასწაულები, მით უმეტეს - ახალი წელი. ბავშვები მუდმივად უნდა იყვნენ გარემოცულნი დადებითი ემოციებით. ეს ემოციები მათ მთელი სიცოცხლე გაჰყვებათ - ბავშვის ქვეცნობიერი სამყარო ხომ საოცარი ძალით

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ისრუტავს ყველაფერს.

ყველაფერი ხომ ბავშვობიდან იწყება...

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

სასწაულის მოლოდინი, სურვილების ასრულების იმედი და რწმენა სწორედ ბავშვობიდან მოდის, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოვემზადებით, როგორ მოვრთავთ სახლს, როგორ სადღესასწაულო ატმოსფეროს შევქმნით. ეს აუცილებელია, რათა თქვენი შვილებიც დაეუფლონ მხიარულ და საზეიმო განწყობილების შექმნის ხელოვნებას, რათა სიცოცხლის პირველივე წლებიდან გაუჩნდეთ დღესასწაულების მიმართ მოწიწების გრძნობა. საახალწლო ნაძვის ხე და საგანგებოდ მორთული ოთახი, ტკბილეულისა და სადღესასწაულო კერძების სურნელი - თუ ეს ყველაფერი იქნება, საახალწლო განწყობილებაც თავისთავად მოვა. ხშირად მშობლებს ურჩევნიათ, თვითონ მორთონ ნაძვის ხე და ერთგვარი სიურპრიზი მოუწყონ ბავშვებს. არადა ნაძვის ხის მორთვა პატარებს საოცარ სიხარულს ანიჭებს. ნუ მოაკლებთ მათ ამ სიამოვნებას. ახალი წელი საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. სასურველია, ბავშვის თანდასწრებით ისაუბროთ იმაზე, რომ ძალიან სასიამოვნოა საყვარელი ადამიანებისთვის საახალწლო საჩუქრის მირთმევა. ამასთანავე, უნდა აუხსნათ ბავშვს, რომ სულაც არ არის აუცილებელი, საჩუქარი ძვირფასი იყოს, მთავარია ყურადღება. იმის თქმაც არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დღესასწაულის მთელი ხიბლი იმაშია, არა მარტო მიიღო ძღვენი, არამედ გასცე კიდეც. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ იქცევიან საახალწლო ზეიმზე უფროსები. კარგი იქნება, მათ პატარებთან ერთად იმხიარულონ, იცეკვონ, იცელქონ, წარმოთქვან საახალწლო სადღეგრძელოები... ასეთი მშობლების შვილები ლაღები და თავისუფლები იზრდებიან, არასოდეს კარგავენ სიცოცხლის ხალისს და რაც მთავარია, ყოველთვის აქვთ სურვილი და უნარი, მოუწყონ დღესასწაული არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფთაც. საახალწლო განწყობა და სასიამოვნო მოლოდინის განცდა ბავშვებს ჯერ კიდევ ახალი წლის დადგომამდე ეუფლებათ. საბავშვო ბაღებსა და სკოლებში წინასაახალწლო ზეიმები, მეჯლისები ეწყობა, ამისთვის კი ბავშვები დიდი ხნით ადრე ემზადებიან - სწავლობენ ლექსებსა და სიმღერებს, ამზადებენ სპექტაკლებს და სამეჯლისო კოსტიუმებს. სასურველია, ამ სამზადისში მთელი ოჯახი ჩაერთოს. როცა ბავშვი გრძნობს ახლობლების ყურადღებას, მზრუნველობას, თავადაც უყალიბდება ეს თვისებები.

თოვლის ბაბუა

თოვლის ბაბუის გამოჩენას ბავშვები განსაკუთრებული სიხარულით მოელიან. პატარებს ხშირად არც კი აქვთ წარმოდგენილი, რა ელით - უბრალოდ სასიამოვნო მოლოდინს განიცდიან, გულწრფელად სჯერათ მისი არსებობისა და დაიჯერებენ, ვიდრე ამის სურვილი თავად ექნებათ. თოვლის ბაბუა მუდამ დარჩება მათთვის ახალი წლის, სითბოს, სიყვარულის, სიკეთისა და სანუკვარი ოცნებების ახდენის სიმბოლოდ. უფროსებისთვის კი ეს კიდევ ერთი საშუალებაა, გამოხატონ შვილისადმი სიყვარული, სიხარული მიანიჭონ მას.

ასეც ხდება

ბავშვის ემოციური სამყარო ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, მისი ემოციები მუდმივად იცვლება და ვითარდება. ზოგჯერ ისინი იმდენად მძაფრია, რომ ბავშვი ვერ უძლებს და ამ განცდათა ტყვეობაში ექცევა. ასეთ დროს ემოციები უბრალოდ სასიამოვნო ან უსიამოვნო განცდად კი აღარ აღიქმება, არამედ აუტანელი ხდება. ასეთი რამ მაშინ ხდება, თუ ბავშვი ძალიან მცირე ასაკისაა. ამიტომ არის, რომ პატარები დაბადების დღეზე ან საახალწლო ზეიმზე ზოგჯერ ისე აღეგზნებიან, რომ ტირილსაც კი იწყებენ. ამ დროს ისინი უნდა მოვარიდოთ ძლიერ განცდებს, ხმაურს, მკვეთრ სინათლეს, უნდა ვეცადოთ, მარტო არ დავტოვოთ, საერთოდ, ემოციური გადატვირთვისგან დავიცვათ. ნაძვის ხის ბრწყინვალება, თოვლის ბაბუის მოლოდინი, საჩუქრები, მშობლებთან, ბებია-ბაბუებსა და სხვა ახლობლებთან ურთიერთობის სიხარული, სითბო და სიყვარული, საზეიმო განწყობილება, თანატოლებთან ერთად მხიარულება - ეს შთაბეჭდილებები სამუდამოდ დარჩება თქვენი პატარების მეხსიერებაში, დაეხმარება მათ, კარგ და კეთილ ადამიანებად გაიზარდონ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მთავარი საყურადღებო მომენტები წლამდე ბავშვის მოვლისას - რა უნდა იცოდეს ახალბედა დედამ
მთავარი საყურადღებო მომენტები წლამდე ბავშვის მოვლისას - რა უნდა იცოდეს ახალბედა დედამ
ბავშვის დაბადება უდიდესი სიხარული და ამავდროულად, ახალი გამოწვევების დასაწყისია ყველა ახალბედა მშობლისთვის,
სრულად
საზაფხულო სკოლის ფორმატი
საზაფხულო სკოლის ფორმატი
მასწავლებლის დამატებით აქტივობათა ჩამონათვალში ახალი აქტივობა – საზაფხულო სკოლის/ბანაკის მოწყობა გაჩნდა.
სრულად
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
რა ადგილი უნდა ჰქონდეს ბავშვის ცხოვრებაში თამაშს და როგორია მისი როლი მოზარდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, -
სრულად
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ტექნოლოგიები და გაჯეტები არა მხოლოდ უფროსების, ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც გახდა.
სრულად
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე
თანამედროვე ბავშვებს წიგნით ბევრად უფრო იშვიათად დაინახავთ, ვიდრე გაჯეტით. მათ ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე, მაგრამ
სრულად
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბავშვი და ახალი წელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები