კოვიდპანდემია და მოახლოებული გრიპის სეზონი - რჩევები პედიატრისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოვიდპანდემია და მოახლოებული გრიპის სეზონი - რჩევები პედიატრისგან

გრიპი ყოველთვის იყო და იქნება აქტუალური. გრიპის ვირუსი ეს არის ვირუსი, რომელიც, ძირითადად, სასუნთქ გზებს აზიანებს და მიმდინარეობს სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესებით.

გრიპის ვირუსი არსებობს A, B და C ტიპის. B და C ტიპი ძალიან იშვიათად იწვევს პანდემიას, ხოლო რაც შეეხება A ტიპის ვირუსს, ის თავისთავად მოიცავს ქვეტიპებს, რომლებიც ვრცელდებიან, როგორც ადამიანებში, ასევე ხერხემლიან ცხოველებში (ფრინველები, ღორები, სელაპები).

მას ახასიათებს შიდა აფეთქებები, რასაც მოჰყვება პანდემიები. ასეთი გრიპის პანდემიებია: ღორის და ქათმის გრიპის შედეგად განვითარებული პანდემია.

დღესდღეობით გრიპის აქტუალობა შედარებით შემცირდა და ეს განაპირობა კოვიდ19-ის გავრცელებამ.

-ჰგავს თუ არა ერთმანეთს გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომები?

-გრიპისა და კოვიდ19-ის სიმპტომები დაახლოებით იდენტურია. ასევე, ძალიან ხშირად ერევათ პაციენტებს გრიპის ვირუსი და გაციება ერთმანეთში.

გრიპი იწყება ელვისებრუად, ძლიერი საერთო სისუსტის და დაღლილობის შეგრძნებით, ცხელებით, თავის ტკივილით, სახსრებისა და კუნთების ტკივილით.

ხოლო, გაციება იწყება ნელ-ნელა, თავის ტკივილი იშვიათად ახასიათებს, ნაკლებად ახასიათებს კუნთების და სახსრების ტკივილიც.

გაციებისას ტემპერატურა მდგრადია და ციებ-ცხელების სახით არ ვლინდება.

რაც შეეხება კორონავირუსს, ალფა შტამის ძირითადი სიმპტომები იყო: ტემპერატურა, დაღლილობა, ნაკლებად იყო გამოხატული ცემინება და სურდო , რაც გრიპის ვირუსის დროს წამყვანი სიმპტომია.

დელტა შტამი და ბრიტანული შტამი უფრო სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესებით არის გამოხატული.

გრიპი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, კონტაქტით, დახველების, დაცემინების გზით, საყოფაცხოვრებო საგნებით.

გრიპის ვირუსი თავისი მიმდინარეობის გზით მძიმეა, მან შეიძლება ძალიან ბევრი გართულება გამოიწვიოს რისკ-ჯგუფის მქონე ადამიანებში, მათ შორის: ბავშვებში, ასაკოვან ჯგუფებში, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში.

კორონავისუსის პრევენციულმა ზომებმა გრიპის ვირუსზეც იმოქმედა პირველ წელს და 6 კვირით ადრეც კი დამთავრდა. იყო შემთხვევები სხვადასხვა ინფექციის სახით, თუმცა მსუბუქ ფორმებში.

ნიღბებმა, ჰიგიენამ, მჭიდრო კონტაქტების შეზღუდვამ და აშ. გრიპის ვირუსის უკან დახვევა განაპირობა. წინა წლისგან განსხვავებით, წელს უფრო აქტიური იყო გრიპის ვირუსის გამოვლინება. როგორც A, ასევე B ტიპით საკმაოდ ხშირად ინფიცირდებოდნენ. ეს განპირობა პანდემიის ნაწილობრივმა დასრულებამ, ვინაიდან კონტაქტები გააქტიურდა, ნიღბების მოხმარება შესუსტდა. შესაბამისად, გახშირდა ენტეროვირუსი, B ტიპის ვირუსი და აშ.

- როგორ უნდა დაიცვას მშობელმა ბავშვი გრიპის ვირუსისგან?

აუცილებელია ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერება. ჰაერის ხშირი ვენტილაცია, ბავშვების ბუნებაში ხშირი გაყვანა. ასევე, ვაქცინაცია არის ყველაზე მთავარი.

ვაქცინამ გრიპის ვირუსით ინფიცირება, გართულება და ლეტალობა დაიყვანა მინიმუმამდე.

ბავშვების გრიპის ვაქცინით აცრა 6 თვიდან არის რეკომენდირებული, 1 წლიდანაც. რისკ-ჯგუფის ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც ხშირად ავადობენ, სასურველია 6 თვიდან გაკეთდეს გრიპის ვაქცინა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვებასაც, ბავშვისთვის საჭიროა ვიტამინებით გაჯერებული საკვები. მას სჭირდება A, B, С ვიტამინები, ასევე D ვიტამინიც ძალიან მნიშვნელოვანია.

ასე რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება იმუნიტეტის გაძლიერების წინაპირობაა.

-როგორია დელტა შტამის გავრცელება და მიმდინარეობა ბავშვებში?

როგორც ჩანს, წელს კორონავირუსთან და გრიპის ვირუსთან ერთად მოგვიწევს თანაცხოვრება.

კორონავირუსი გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება. ყოველი 10 პაციენტიდან 1 აუცილებლად უდასტურდება ვირუსი. ეს საკმაოდ მაღალი ციფრია. ინფექციის მიმდინარეობა არის ელვისებური, ისეთივე, როგორც გრიპის ვირუსის დროს.

ბავშვს ეწყება ტემპერატურის სწრაფი, ელვისებური მატება, თავის ტკივილი, მივარდნილია, არ თამაშობს, ჩვილი სუსტად ტირის. ასეთ დროს აუციელებლია მიმართოთ ექიმს.

მშობლებს ვურჩევ არ აყვნენ პანიკას, შეინარჩუნონ სრული სიმშვიდე. ბავშვს გამოუთავისუფლეთ ცხვირ-ხახა. გაუკეთეთ სანაცია ფიზიოლოგიური ხსნარით, ან ზღვის მარილით.

თუ მაღალი ტემპერატურა აქვს, პარაცეტამოლის ჯგუფის, ან იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატი მიეცით, გამოიძახეთ სასწრაფო და დაელოდეთ ექიმის მოსვლას.

თუ ბავშვს დიარეა აქვს, ელექტროლიტები მიახმარეთ, რაც მის ორგანიზმს შეავსებს. მიეცით დიარეის დროს, და ისედაც, ბევრი თბილი სითხე.

არ აქვს მნიშვნელობა გრიპის ვირუსია თუ კორონავირუსი, სითხის მიღება უფრო გააძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და, რა თქმა უნდა, ბავშვი აღარ იქნება მივარდნილი, ხასიათზეც მოვა და ტემპერატურის დამწევიც უფრო იმუშავებს.

თუ ბავშვს ხველა, სურდო, ან ყელის ტკივილი აწუხებს, სიმპტომური საშუალებებით ვმკურნალობთ, რაც მანამდე გამოგვიყენებია.

ახალშობილს მხოლოდ ცხვირს ვუთავისუფლებთ და შემდგომ უკვე ველოდებით ექიმს.

მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის გამო ბავშვი ოთხ კედელში არ გამოვკეტოთ. ნუ გავიყვანთ სკვერებში, იქ, სადაც ბევრი ბავშვი ტრიალებს და არის სათამაშოები.

თუმცა, გაიყვანეთ ბუნებაში, ან ისეთ საათებში ასეირნეთ, როდესაც არ არის ირგვლივ ბევრი ხალხი.

ასევე, მე მოვუწოდებ მშობლებს, რომ ბავშვები გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრან. ეს მათ რთული გრიპის ინფექციისგან დაიცავს, ხოლო კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალება კვლავ ჰიგიენის დაცვაა.