მოვაცილოთ პატარას ხიჭვი - ის, რაც ახალბედა დედიკოებმა უნდა იცოდნენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოვაცილოთ პატარას ხიჭვი - ის, რაც ახალბედა დედიკოებმა უნდა იცოდნენ

ხელის მიდამოში ხიჭვის შერჭობა - ხშირი მოვლენაა მცირეწლოვან ასაკში, რისი მიზეზიც ის არის, რომ აქტიური პატარები ყველაფერს ხელით ეხებიან.

ამაში საშიში არაფერია, რადგანაც შინაურ პირობებშიც კი ადვილია ხიჭვის მოშორება.

ხიჭვის ამოღებამდე საპნით კარგად უნდა დაიბანოთ ხელები.

შემდეგ უნდა დამუშავდეს ხიჭვის ადგილი, პინცეტი კი, რომლითაც ხიჭვი უნდა ამოიღოთ, აუცილებლად სპირტით უნდა გაიწმინდოს.

ძალიან მარტივია იმ ხიჭვის ამოღება, რომლის ბოლოც კანიდან ამოწვერილია.

თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რომ ხიჭვი არ გადატყდეს, რადგანაც მისი ნაწილი ბავშვის სხეულში დარჩება და გარკვეული დროის შემდეგ ჩირქგროვა წარმოიქმნება.

თუ ხიჭვი კანქვეშ ღრმადაა და პინცეტით მისი ამოღება შეუძლებელია, შეიძლება ჩვეულებრივი ნემსის გამოყენება.

საჭიროა მისი წვერის ცეცხლზე მოვლება, სპირტით დამუშავება.

ნემსის წვერის ხიჭვზე მოდებით შეიძლება მისი ამოღება. მაგრამ ჯერ ნემსის წვერით კანი უნდა გაიჭრას ხიჭვის ადგილზე.