არტ-თერაპია - ბავშვის აღზრდაში დაშვებული შეცდომების კორექტირების შესაძლებლობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

არტ-თერაპია - ბავშვის აღზრდაში დაშვებული შეცდომების კორექტირების შესაძლებლობა

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, უმე­ტეს­წი­ლად, სა­თა­ვეს მისი ბავ­შვო­ბი­დან იღებს. ბავ­შვო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბი ან სწო­რად აღ­ზრდის პრო­ცეს­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად­გა­ნა­პი­რო­ბებს ჩვენს პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას...ისე­თე­ბად, რო­გო­რიც დღეს ვართ, ბავ­შვო­ბი­დან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ. სწო­რედ ამი­ტომ არის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი სწო­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბით აღვზარ­დოთ და გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ ამით ჩვენ არა მხო­ლოდ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის აწ­მყოს, არა­მედ, გარ­კვე­ულ­წი­ლად, მათ მო­მა­ვალ­საც ვქმნით.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის ვუშ­ვებთ შეც­დო­მებს, რომ­ლე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიმ­ძაფ­რით აი­სა­ხე­ბა ხოლ­მე ჩვენს შვი­ლებ­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფსი­ქო­ლო­გია და მეც­ნი­ე­რე­ბა ჩვენ მიერ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი
შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. ამის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დი არტ-თე­რა­პი­აა, ფსქი­ო­ლო­გი­უ­რი ტექ­ნი­კა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც მუ­შა­ო­ბენ ბავ­შვებ­თან „თი­კოს სახ­ლში“, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრში.


mkurnali.ge


თიკო ზე­ნა­იშ­ვი­ლი - ფსი­ქო­ლო­გი, „თი­კოს სახ­ლის“
დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი
- არტ-თე­რა­პია ბავ­შვებ­თან ან, გნე­ბავთ, ზრდას­რუ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა­ში ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­გუ­ლის­ხმობს. რად­გა­ნაც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და უნი­კა­ლუ­რია, არტ-თე­რა­პი­აყ­ვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი და ეფექ­ტუ­რი ტექ­ნი­კაა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ბავ­შვებ­თან. ვი­ღა­ცას ცეკ­ვა უყ­ვარს, ვი­ღა­ცას - მუ­სი­კა, ვი­ღა­ცას ხატ­ვა უფრო ეხერ­ხე­ბა, ზოგს, მა­გა­ლი­თად, ქვი­შას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სი­ა­მოვ­ნებს, ზო­გის­თვის კი, ძერ­წვაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი... არტ-თე­რა­პი­ის ტექ­ნი­კე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ყვე­ლას, თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­მო­უ­ძებ­ნო.

-კონ­კრე­ტუ­ლად, რაში გვეხ­მა­რე­ბა არტ-თე­რა­პია და გვაძ­ლევს თუ არა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ბავ­შვი პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე სწო­რად გან­ვა­ვი­თა­როთ?

-გან­ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ ერთი სა­კი­თხია. მე­ო­რე მხრივ, როცა ბავ­შვი ასეთ მა­სა­ლებ­თან მი­დის, მას­სიმ­შვი­დე და და­ცუ­ლო­ბის გან­ცდა აქვს. სხვა გა­რე­მო­და სი­ტუ­ა­ცია, სა­დაც მან გარ­კვე­უ­ლი და­ვა­ლე­ბა უნდა შე­ას­რუ­ლოს, და­ძა­ბუ­ლო­ბას უქ­მნის. არტ-თე­რა­პია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია, სა­დაც ბავ­შვს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს, ამი­ტომ ის ლაღი და გახ­სნი­ლია. აქ არ არ­სე­ბობს ჩარ­ჩო და მი­თი­თე­ბე­ბი. ბავ­შვი აკე­თებს იმას, რაც თა­ვად სურს. თა­ვი­სუფ­ლე­ბის ასე­თი ხა­რის­ხი მას თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მა­ტებს. ამი­ტო­მაა ეს ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც რა­ი­მეს სთხოვ­დით, ბავ­შვი გე­ტყო­დათ, რომ მას ეს არ შე­უძ­ლია ან მან ეს არ იცის. არტ-თე­რა­პი­ა­ში კი ამის­გან და­ზღვე­უ­ლი ხართ.

mkurnali.ge



გა­ი­გეთ მეტი:https://forms.gle/mpR8yMJLj3PGc1yQA


-თქვე­ნი შე­ფა­სე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა არტ-თე­რა­პი­ის სკო­ლებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა და რა ასა­კი­დან შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვთან ამ მე­თო­დით მუ­შა­ო­ბა?

-არტ-თე­რა­პი­ის ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბა არა მხო­ლოდ სკო­ლებ­ში, არა­მედ სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც სა­სურ­ვე­ლია. ბავ­შვთან ამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტექ­ნი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა 3 წლი­დან უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია. არტ-თე­რა­პია ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია სას­კო­ლო ასაკ­შიც. მისი მეშ­ვე­ო­ბით, ძა­ლი­ან კარ­გად ამუ­შა­ვებ იმ ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრე­სებ­სა და ში­შებს, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს აწუ­ხებს. ასე­ვე მარ­ტი­ვა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამო­იც­ნო, აქვს თუ არა ბავ­შვს გარ­კვე­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი ბა­ზი­სურ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებ­ში, რად­გა­ნაც არტ-თე­რა­პი­ი­სას მისი ტკი­ვი­ლე­ბი და ში­შე­ბი ზე­და­პირ­ზე ამო­დის. მას შემ­დეგ, რაც სპე­ცი­ა­ლის­ტი ამ პრობ­ლე­მურ მხა­რე­ებს და­ა­მუ­შა­ვებს, ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა ჰარ­მო­ნი­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის შე­დე­გად, თა­ვად ბავ­შვსაც შე­უძ­ლია, სხვაგ­ვა­რად შე­ხე­დოს პრობ­ლე­მებს, დაძ­ლი­ოს ტკი­ვი­ლე­ბი და შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე გა­ნაგ­რძოს გან­ვი­თა­რე­ბა.

ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რი მე­თო­დია სენ­სო­რუ­ლი დარ­ღვე­ვის მქო­ნე ბავ­შვებ­თან. სწო­რედ არტ-თე­რა­პია გვეხ­მა­რე­ბა, გა­რე­დან მო­მა­ვა­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სიგ­ნა­ლი და ინ­ფორ­მა­ცია მან სწო­რად აღიქ­ვას, გა­და­ა­მუ­შა­ოს და ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი გას­ცეს. ასე რომ, იმ ქცე­ვი­თი დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ბავ­შვებ­თან ძა­ლი­ან ხში­რად ვხვდე­ბით, არტ-თე­რა­პია ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო ტექ­ნი­კაა.
ამ ავტორის სხვა სტატიები
ტეგები: არტთერაპია
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვის გაჩენის შემდეგ ბევრი ახალგაზრდა დედა ცდილობს დამხმარე ქალის, ანუ ძიძის მოძიებას,
გაკაჟების მიზანია ბავშვის ორგანიზმის გარემოს არასასურველი ფაქტორებისათვის წინააღმდეგობის გაწევის უნარის ამაღლება.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად