ატოპიური დერტმატიტის დროს ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება ორკბილას აბაზანებია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ატოპიური დერტმატიტის დროს ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება ორკბილას აბაზანებია

როგორ მოვამზადოთ აბაზანა

წყალი უმჯობესია ადუღებული ან გაფილტრული იყოს, რათა არ შეიცავდეს მავნე მინარევებს. ოპტიმალური ტემპერატურა 36,5-37 გრადუსია. წყლის ტემპერატურის გასაზომავად გამოიყენეთ სპეციალური წყლის თერმომეტრი, ნუ ენდობით საკუთარ შე-გრძნებებს. პროცედურის ხანგრძლივობა 10-15 წუთია. აბაზანისთვის შეიძლება გამოიყენოთ ორკბილას ნაყენიც და ნახარშიც. ნაყენი დაქუცმაცებული ბალახისგან მზადდება. ნახარშისთვის გამოიყენება მსხვილი ნედლეული - მცენარის ფესვები, ქერქი. 1 ჭიქა (200 მლ) ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა 20 გ (2 ს. კ.) ხმელი ბალახი. ნაყენი მზადდება წყლის ორთქლზე. ბალახი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი,
დაახურეთ თავზე და ჩადგით ქვაბში, რომელშიც ასხია იმდენი წყალი, რომ ჭურჭელი ნახევრამდე დაფაროს. როგორც კი ადუღდება, 15 წუთი დააცადეთ და ქურიდან გადმოდგით, გააგრილეთ და 45 წუთის შემდეგ გადაწურეთ. ჩაასხით აბაზანაში და ჩვილი შიგ ჩასვით. შეგიძლიათ, აბაზანიდან ამოღებული წყალი ტოლჩით გადაავლოთ პაწიას მთელ ტანზე, თავის ჩათვლით.
ორკბილას ნაყენის აბაზანების ჩატარების თაობაზე მოეთათბირეთ თქვენს პირად ექიმს ან ალერგოლოგს - სიფრთხილეს თავი არ სტკივა!


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ალერგიული რეაქციები, მათ შორის ატოპიური დერმატიტი, ჩვეულებრივ, აღმოცენდება მაშინ, როდესაც T-ლიმფოციტები,
22-02-2019
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვის გაჩენის შემდეგ ბევრი ახალგაზრდა დედა ცდილობს დამხმარე ქალის, ანუ ძიძის მოძიებას,
გაკაჟების მიზანია ბავშვის ორგანიზმის გარემოს არასასურველი ფაქტორებისათვის წინააღმდეგობის გაწევის უნარის ამაღლება.
ზაფხულში ბავშვის მოვლა რამდენადმე განსხვავებულია. მზის მცხუნვარე სხივები, სიცხე, წყალსატევები – ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ორგანიზმზე.
ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, უმე­ტეს­წი­ლად, სა­თა­ვეს მისი ბავ­შვო­ბი­დან იღებს.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად