როგორ გავაკაჟოთ ბავშვი ადრეული ასაკიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავაკაჟოთ ბავშვი ადრეული ასაკიდან

ეს მნიშვნელოვნად დააქვეითებს ბავშვის ავადობის სიხშირეს.

გაკაჟება აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების მუშაობას, ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აძლიერებს ნერვულ სისტემას. გაკაჟება შესაძლებელია დავიწყოთ ორი კვირის ასაკიდან პედიატრის კონსულტაციის შემდეგ. ამ დროს გასათვალისწინებელია შემდეგი წესები:

  • ბავშვი მთელი წლის განმავლობაში უნდა კაჟდებოდეს, შესვენებების გარეშე, გამაკაჟებელი პროცედურების ინტენსივობა კი თანდათანობით უნდა გაიზარდოს.
  • წარმატებული გაკაჟების საწინდარია პროცედურების უწყვეტი შესრულება.
  • შეეცადეთ, პროცედურები ტარდებოდეს თამაშის ფორმით. გაკაჟების ეფექტი გაძლიერდება, თუ ბავშვს მოეწონება ეს პროცესი. ამ დროს გამოიყენეთ ბავშვისთვის საყვარელი სათამაშოები, ლექსები, სიმღერები, სურათები. შეეცადეთ იმპროვიზებას, რომ ბავშვისთვის ეს პროცესი სახალისო და საინტერესო იყოს.
  • რეკომენდებულია გაკაჟებისა და მასაჟის ერთობლიობა, რადგანაც ასე ბავშვი ჰარმონიულად განვითარდება და განწყობაც კარგი ექნება.
  • არ დაუშვათ პროცედურების დროს ბავშვის გადახურება ან გადაცივება. ბავშვის თერმორეგულაცია ჯერ კიდევ არასრულყოფილია და სხეულის ტემპერატურის ცვლილება მისთვის ნორმალურია. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ჰაერისა და წყლის ტემპერატურას.
  • დიდხანს არ გააჩეროთ ბავშვი მზეზე.
  • შეურჩიეთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ამინდის შესაბამისად და დაიცავით თავი მზისგან.
  • გამაჯანსაღებელი ღონისძიებები არის ზოგადი და სპეციალური.

ზოგადი გულისხმობს დღის სწორ რეჟიმს, რაციონალურ კვებასა და ფიზკულტურას.

სპეციალურ გამაჯანსაღებელ პროცედურებს მიეკუთვნება:

  • ჰაერის აბაზანები;
  • მზის აბაზანები;
  • წყლის პროცედურები.

გაკაჟების ყველაზე მარტივი სახეა სუფთა ჰაერი. საჭიროა ოთახის განიავება, სუფთა ჰაერზე სეირნობა. ახალშობილები დიდ ენერგიას ხარჯავენ და მეტი რაოდენობით ჟანგბადს მოიხმარენ, ამიტომ სუფთა ჰაერი განსაკუთრებით აუცილებელია მათი კარგად ყოფნისთვის. ბავშვის ოთახის განიავება წლის ნებისმიერ დროსაა აუცილებელი. ამასთან, ბავშვის გაყვანა ოთახიდან განიავების დროს არ არის საჭირო. უბრალოდ, თბილად გყავდეთ და დაახურეთ საბანი. გამონაკლისია ორპირი. ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 20-220С.

გაკაჟების კიდევ ერთი სახეობაა ჰაერის აბაზანები შეხვევის დროს. მისი არსი ისაა, რომ პატარა დავაწვინოთ შეხვევისა და საფენის შეცვლის დროს მუცელზე. დასაწყისში პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 წუთს, მაგრამ ნელ-ნელა, კვირაში ერთხელ, შეიძლება დავამატოთ 2-2 წუთი. ამგვარად, ნახევარ წელიწადში პატარა ჰაერის აბაზანებით დატკბება უკვე ნახევარი საათის განმავლობაში. ამ დროს ძალიან სასარგებლო იქნება მსუბუქი ვარჯიშიც.

ქუჩაში სეირნობა არა მარტო სასიამოვნო, გაკაჟებისთვის სასარგებლო ღონისძიებაცაა. გარეთ სეირნობისას ბავშვი უნდა იყოს ამინდის შესაბამისად ჩაცმული.

მზის აბაზანები

მზეზე ყოფნა ორგანიზმის დამცველობით ძალებს ზრდის, ბავშვს სიმხნევესა და ენერგიას ანიჭებს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ წლამდე ასაკის ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან ულტრაიისფერი სხივებისადმი, ამიტომ მზის პირადაპირი სხივების აბაზანები მათთვის მკაცრად უკუნაჩვენებია. დასაშვებია მხოლოდ გაფანტულ მზის სხივებზე ყოფნა. წლიდან სამ წლამდე მზის აბაზანები სიფრთხილითა და დოზირებულად უნდა მიიღოს ბავშვმა და მხოლოდ სამი წლის ზემოთ ბავშვებისთვისაა შესაძლებელი მზეზე გარუჯვა. ზაფხულში მზის პროცედურების მიღება რეკომენდებულია 8-დან 10 სთ-მდე. უკუნაჩვენებია +300С-ზე მაღალი ჰაერის ტემპერატურა.

შემოდგომით, გაზაფხულსა და ზამთარში მზის სხივები უფრო გაფანტულია ზაფხულთან შედარებით, ამიტომ ის ძალიან სასარგებლოა ბავშვისთვის.

წყლით გაკაჟება ითვლება გაკაჟების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად. წყლის პროცედურები და მეთოდები უშუალოდ არის დამოკიდებული ბავშვის ასაკზე.

3 თვემდე ასაკის ბავშვი

ბავშვის სხეულის ცალკეული ნაწილი – ხელები და ფეხები – წყალში დასველებული ხელსახოცით დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში უნდა დაზილოთ. დასაწყისისთვის წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 370С, შემდეგ საჭიროა ყოველ კვირას თითო გრადუსით წყლის ტემპერატურის შემცირება, ვიდრე თერმომეტრის სვეტი 280С ნიშნულამდე არ ჩამოვა. უნდა დაზილოთ შემდეგი თანმიმდევრობით: ჯერ ხელები – მტევნებიდან მხრებამდე, შემდეგ ფეხები, ტერფიდან მუხლამდე.

ბავშვის სახის დაბანა 2 წუთის განმავლობაში. დასაწყისისთვის წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 280С, შემდეგ კი ყოველ 2 დღეში საჭიროა მისი ერთი გრადუსით შემცირება, თანდათანობით 200С-მდე.

ყოველდღიური აბაზანა 5 წუთის განმავლობაში. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 370С, რის შემდეგაც ბავშვს უნდა გადავავლოთ უფრო დაბალი, 350С ტემპერატურის წყალი.

3-დან 10 თვემდე ასაკის ბავშვი

ყოველდღიური აბაზანის წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 370С, რის შემდეგაც ბავშვს უნდა გადავავლოთ 350С ტემპერატურის წყალი და კარგად გავამშრალოთ.

ბავშვის სხეულის სველი დაზელა აუცილებელია გრილ მარილწყალში დასველებული ხელსახოცით (8 ჩაის კოვზი 1 ლიტრ წყალზე). უნდა დაიზილოს შემდეგი თანმიმდევრობით: ხელები, ფეხები, გულმკერდი და ზურგი. პროცედურის შემდეგ ბავშვი უნდა გავამშრალოთ პირსახოცით.

ბავშვის სახე უნდა დაიბანოს წყლით, რომლის ტემპერატურასაც თანდათანობით ვამცირებთ 2 დღეში ერთხელ 280С-დან 200С-მდე.

როდესაც ბავშვის ასაკი 10 თვიდან წლამდეა

ყოველდღიური აბაზანა, ისევე როგორც წინა ასაკობრივ ჯგუფში, რომლის შემდეგაც ბავშვს უნდა გადავავლოთ 350С ტემპერატურის წყალი.

ხელების, ფეხების, გულმკერდისა და ზურგის დაზელა გრილ მარილწყალში დასველებულ ხელსახოცით.

შხაპის გადავლება შემდეგი თანმიმდევრობით – ზურგი, გულმკერდი, მუცელი და ხელები.

წყლის ტემპერატურა დასაწყისში უნდა იყოს 370С, ხოლო ყოველ კვირას უნდა შევამციროთ თითო გრადუსით 280С-მდე.

როდესაც ბავშვის ასაკი 1 წლიდან 3 წლამდეა

ამ ასაკში შესაძლებელია დაზელა წყლის ტემპერატურის 240С-მდე შემცირებით და გადავლება 24-280С ტემპერატურის წყლით. 1,5 წლიდან შეიძლება შხაპის მიღება, რომელიც გადავლებაზე უფრო ძლიერმოქმედია, რადგანაც, გარდა წყლის ტეპმერატურისა, შხაპით ხდება მექანიკური ზემოქმედება. პროცედურის ხანგრძლივობა 1,5 წუთი უნდა იყოს.